შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

9 ნიშანი იმისა, რომ იპოვეთ ადამიანი, ვისაც ცოლად უნდა გაჰყვეთ


21-11-2015, 19:50
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 444

9 ნიშანი იმისა, რომ იპოვეთ ადამიანი, ვისაც ცოლად უნდა გაჰყვეთ
არის ერთი რამ, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებთ, ფულზე მეტად გვაინტერესებს. ეს სიყვარულია. თუკი ვპოულობთ, ყველა პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება. თავს დაცულად და კარგად ვგრძნობთ.

როდესაც ძლიერ გვიყვარდება, წარმოვიდგენთ იმ ადამიანთან თანაცხოვრებას, მაგრამ როგორ მივხვდეთ, რეალური არის თუ არა ეს? თუ მხოლოდ ფანტაზიებია?

შესაძლოა, ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც გვინდა გვჯეროდეს, რომ ქორწინება - კარგია თუ ცუდია - ცხოვრებაში უწმინდესი რამაა. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თუკი ერთხელ გადაწყვიტეთ გათხოვება, უნდა დაიჯეროთ, რომ ეს სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.

გთავაზობთ 9 ნიშანს იმისა, რომ თქვენ სწორად აარჩიეთ ცხოვრების თანამგზავრი:

1. მის წინაშე თითის წვერებზე არ უნდა დადიოდეთ


არსებობს ცუდი და კარგი დღეები. იგი განსაკუთრებულს არაფერს ელოდება თქვენგან. მის თვალში უკვე განსაკუთრებული ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ არსებობთ მისთვის. მასთან შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ, ზედმეტი თავის მოწონების გარეშე.

2. თქვენი ბედნიერება - მისი ბედნიერებაა და პირიქით

თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი გექცევათ ისე კარგად, როგორც აქამდე არავინ მოგქცევიათ, მშობლებს თუ არ ჩავთვლით.

ადამიანი, რომლის ცოლობაც გადაწყვიტეთ, თავდაუზოგავად უნდა იბრძოდეს თქვენი ინტერესებისთვის, რადგან თქვენი ინტერესები - უკვე მისი ინტერესებიც გახდა. ეს მას სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს.

3. მასთან ერთად ყოფნა გსურთ, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი დღე გქონდათ

ხასიათი გაგიფუჭეს, თავს საშინლად გრძნობთ, მაგრამ დღის მეორე ნახევრის გატარება მაინც მასთან გსურთ. თუმცა, აქამდე სიმარტოვეს ამჯობინებდით.

ის კი მოთმინებით ისმენს თქვენს წუწუნს, თუნდაც დახმარება არ შეეძლოს.

4. თქვენ მას გრძნობთ. ფიზიკურად

ფიზიკურ, ემოციურ და ინტელექტუალურ დონეზე აბსოლუტური თავსებადობა გაქვთ. თქვენ შორის ქიმია იმდენად მძლავრია, რომ სხვა დანარჩენს ბლოკირებას უწევს. როდესაც ერთად ხართ, ირგვლივ ყველაფერი ქრება.

5. გსურთ საკუთარი გამოცდილების მასთან გაზიარება

როდესაც მომავალზე ფიქრობთ, გსურთ მასთან ამის გაზიარება. არ გაშინებთ იდეა, რომ მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევთ მასთან. ამჩნევთ, რომ ამსოლუტურ კომფორტს მხოლოდ მასთან ყოფნისას გრძნობთ. როდესაც რაიმე სასაცილო ისტორია გადაგხდებათ, პირველ რიგში, გინდათ მას მოუყვეთ. ასევე, გაინტერესებთ, რა ხდება მის ცხოვრებაში.

6. მან რომანტიკოსად გაქციათ


არის მომენტები, როდესაც ფიქრობთ, რომ ირგვლივ ყველაფერი სიყვარულის მაგიით არის გაჟღენთილი. მოგწონთ ყველა რომანტიკული მომენტი თქვენს ურთიერთობაში: ვახშამი სანთლების თანხლებით, ჩახუტება, მოგზაურობა ერთად და ა.შ.

7. თქვენ მეტად გიყვართ, ვიდრე ბრაზდებით მასზე

კონფლიქტებს და ჩხუბს, რა თქმა უნდა, თავიდან ვერ აიცილებთ, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. თავსებადობის კიდევ ერთი ტესტი: 2 საათზე მეტხანს შეგიძლიათ იყოთ გაბრაზებული ერთმანეთზე?

8. იგი არა მხოლოდ გისმენთ, მას ესმის თქვენი

მას არ სჭირდება მინიშნებები. ყოველთვის იცის, რა დაგჭირდებათ ამა თუ იმ სიტუაციაში. როდესაც რამის ახსნა გიჭირთ, გაითვალისწინეთ, რომ მას მაინც ყველაფერი ესმის.

9. იგი გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ

ხანდახან ხმაურიანი ხართ, არცთუ ისე კარგად გამოიყურებით, შეიძლება თქვენი ხუმრობა სასაცილო არ იყოს, მაგრამ მას ეს არ ადარდებს. თქვენი ხასიათის თავისებურებებთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. მეგობრებთან თქვენით ამაყობს. მან იცის თქვენზე ავიც და კარგიც და აფასებს ერთსაც და მეორესაც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent