შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯია..


17-12-2015, 05:32
ავტორი ჯია
ნანახია 3 644

ჯია მარი კარანჯი (Gia Marie Carangi) იყო 1980-იანი წლების სუპერმოდლების კლაუდია შიფერისა და სინდი კროუფორდის წინამორბედი. კარანჯი არაერთხელ ხდებოდა ასეთი მოდური ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა ამერიკული Vogue, 1979 აპრილი; ფრანგული Vogue, 1979 აპრილი; ამერიკული Vogue, 1980 აგვისტო; პარიზის Vogue, 1980 აგვისტო; იტალიური Vogue, 1981 იანვარი; Cosmopolitan-ის რამდენიმე ყდა 1979-1982 წწ.

ჯია..


ჯია 1960 წლის 29 იანვარს დაიბადა ფილადელფიაში, იტალო-ამერიკელის ჯო კარანჯისა და ირლანდიელ-უელსელი კეტლინ კარანჯის ოჯახში. მამა ფლობდა სასადილოს ხოლო დედა ჯიას აღზრდით იყო დაკავებული. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა თუმცა 11 წლის ჯიას ცხოვრებას დაღი დაესვა, მან ძალიან განიცადა დედ-მამის გაშორება.
- დედის ყურადღება ენატრება - ქირქილებდნენ ახლობლები და "დედიკოს გოგოს" ეძახდნენ. წლების შემდეგ ნამდვილი მეგობრები გულდაწყვეტილი ამბობდნენ - ამის ბრალი იყო ჯიას არეული ცხოვრება. მას რომ უკეთესი ბავშვობა ჰქონოდა, უფრო ხანგრძლივი ახალგაზრდობაც ექნებოდა...
თუმცა, ცამეტი წლის ადამიანიც ხომ ბავშვია. არადა ეს ბავშვი არც ისე ბავშვური თამაშებით ერთობოდა.
ან, იქნებ, თამაში იყო:
სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი.
მაგიდაზე უაზროდ დაყრილი სავსე და ცარიელი საფერფლეები.
მაგიდასთან თვალებარეული ჯია ზის და არსაით იყურება. ფეხებთან დაუდევრად გდია თაიგული. ხვალ ეს ყვავილები ერთ... გოგოს უნდა გაუგზავნოს.
ჰო, გოგოს და არა – ბიჭს. ცამეტი წლისა გოგონებით დაინტერესდა.
ბიჭებით საერთოდ არ ინტერესდებოდა მას ძალიან უყვარდა გოგონებზე ზრუნვა მეტიც ხშირად უძღვინდა ლექსებსა და ყვავილებს მათ. დედამისი ჯიას ასეთი მდგომარეობით აღშფოთებული იყო და 14 წლის ასაკში გოგონა ფსიქოლოგთან მიიყვანა თუმცა ამაოდ ჯია დარწმუნებული იყო მის ორიენტაციაში. დედამისსაც მეტი გზა არ ქონდა ასე თუ ისე ეგუებოდა შვილის "სასიკვდილო გატაცებას".

ჯია..


17 წლისას, ჯიამ დატოვა ფილადელფია და ნიუ იორკში გადაბარგდა. სულ მალე იქცა პოპულარულ მოდელად. მოდის სამყაროს ბევრი ფოტოგრაფის საყვარელი მოდელი გახდა, მათ შორის - კრის ფონ ვანგენეიმისა და ფრანჩესკო სკავოლის. ისინი მისი კარგი მეგობრებიც იყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში ჯია მუშაობდა სააგენტო Wihelmine Cooper-თან . სწორედ აქედან დაიწყო მისი ბრწყინვალე კარიერა. თავად სააგენტოს მფლობელი ყოველთვის აღფრთოვანებით ლაპრაკობდა მასზე.
ცნობილი მოდის ფოტოგრაფი ფრანჩესკო სკავოლი დიდი ენთუზიაზმით იხსენებდა იმ დროს როცა პირველად ნახა გადაღებზე ჯია.
"ეს იყო რაღაც საოცარი, ისეთი რასაც ვერ გადმოგცემთ. მისი თვალები, ღიმილი... ჩემს კარიერაში სამი გოგო მოვიდა სააგენტოში რომელთა დანახვაზეც მე ვთქვი : "ვაუ" მათ შორის ერთ-ერთია ჯიაც.“

ჯია..


მართალია ჯიას კარიერა მწვერვალებზე იყო თუმცა მისი პირადი ცხოვრება არ განვითარდა მისი პარტნიორები იყვნენ ჯულია ფოსტერი ჟანეს დისკინსონი და მაკიაჟი მხატვარი ზემოდხსენებული სინდი ლინტერი მის გულში სიცარიელე იყო ის სულ მარტოხელა დარჩა.
ჯია ძალიან მარტოხელა ადამიანი იყო. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ვინმეს ყვარებოდა და ეზრუნა მასზე. მარტოობით დაავადებულმა კლუბური ცხოვრება დაიწყო ის თითქმის ყოველ დღე სტუმრობდა კლუბ "სტუდია 54"-ს. მოგეხსენებათ ნარკოტიკები კლუბური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ჯიაც ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა .
მას ბევრჯერ უცდია დაენებებინა თავი ნარკოტიკებისთვის თუმცა ამაოდ. მისი მეგობრის ფოტოგრაფ კრის ფონის სიკვდილიმა საბოლოდდ გაანდაგურა . როგორც ჩანს ჯია წავიდა. არ ჩნდებოდა არსად და ცდილობდა მხოლოდ ნარკოტიკი ეშოვა თუმცა მას ფულიც აღარ ჰქონდა და ნასვამ მდგომარეობაში ხშირად დაუნახავთ როგორ ქურდობდა ის, მხოლოდ იმიტომ რომ ნარკოტიკები ეყიდა.
1982 წელს ფოტოგრაფმა ფრანჩესკო სკავოლმა ჯიას საჩუქარი გაუკეთა და ფოტოსესიაში გადაიღო თუმცა ფრანჩესკომ ჯიას უთხრა ხელები უკან წაეღო რათა ინექციების საშინელი კვალი დაემალა.
ამის შემდეგ ჯია უბრალოდ გაქრა . ერთნი ამტკიცებდნენ რომ ის სამკურნალოდ წავიდა თუმცა უმეტსობას სჯეროდა რომ ამ ვნებას ვერასდროს დაანებებდა თავს . ჯია ყველას დაავიწყდა. 1986 წელს სავადმყოფოში პნევმონიის სიმპტომით მიიყვანეს თუმცა ექიმებმა შემაძრწუნებული დიაგონი დაუსვეს -შიდსი.

ჯია..


„ეს პოდიუმია. ჯიას საყვარელი ადგილი. თავს აქ ძალიან კარგად გრძნობდა.
ერთი ორი, ერთი ორი...
"ცოტა ნაბიჯი გაასწორე, ჯია! აი, ასე".
"ჯია, დღეს დაგირეკეს, შენი გადაღება უნდათ..".
"ჯია, მოიხედე, აქეთ, ცოტა თავი დასწიე, გამიღიმე..".
უცებ გაეღვიძა, შეშფოთებული წამოჯდა საწოლზე. უსიამოვნო შეგრძნებამ გააღვიძა. არა, ყველაფერი რიგზეა. რატომ უნდა შფოთავდეს?!
გოგონა ადგა და შიშველი ფეხებით გაიარა ცივ იატაკზე. მეორე ოთახში შუქი აანთო და სავარძელში გადაწვა. მაგიდაზე, ისე, როგორც წლების წინათ, ახლაც უწესრიგოდ ეყარა საფერფლეები. ზოგი – სავსე, ზოგი – ცარიელი.
ჯიას სიგარეტი არ აუღია და ცარიელი თვალებით გახედა სივრცეს გამჭვირვალე ფანჯრებს მიღმა. რატომ არ ასვენებს შეგრძნება, რომ მალე რაღაც უნდა დამთავრდეს?!
მთავარ ექიმს ძალიან გაუჭირდა მისთვის დიაგნოზი ეთქვა, მაგრამ ჯია გამჭოლი მზერით უყურებდა.
მას დიაგნოზი აინტერესებდა. გაიგო კიდეც - აივ-ინფექცია.
მაშინ შიდსის ვირუსი ახალი აღმოჩენილი იყო. როგორც ბევრგან, ჯიამ აქაც "მოინდომა პირველობა".
შემოდგომა გადიოდა. ჯია საავადმყოფოში იწვა და მძაფრი სურვილი ჰქონდა, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად შეხვედროდა ახალ წელს.
ახლა აღარ აკლდა დედის ყურადღება - იგი დღედაღამ შვილის საწოლთან იჯდა, თუმცა აღარ შეეძლო მისი გადარჩენა. საჩუქრად სუსტ ღიმილს და ხანდახან, წუხილისაგან აბრიალებულ მზერას იღებდა.
ჯია გახდა. გაიცრიცა. კოკაინისა და ჰეროინისაგან გონებაამღვრეულს კიდევ შეეძლო ხუმრობა.
– ახლა საუკეთესო წონა მაქვს, რაც კი ოდესმე მქონია - გაიცინა და ჩურჩულით დააყოლა - გამიყვანეთ პოდიუმზე...
ერთხელ ისიც წამოსცდა, რომ შვილს ნატრობდა, შვილს, რომლის გაჩენაც არასოდეს დაუპირებია.
გარეთ შემოდგომა იდგა.
ქარი ფანჯრებს ყვითელი ფოთლებით ეფერებოდა.
ეს ბოლო დღე იყო. სუპერმოდელი ისევ საავადმყოფოში იწვა. თეთრი პალატა და ფერადი ყვავილები თეთრ ლარნაკში – დედის საჩუქარი; ეს ის ყვავილები იყო, რომელიც მას ასე უყვარდა.
დედა საწოლთან იჯდა. შვილს ჩამოჰგავდა დიდი თვალებით, მასავით პაწაწინა ხალი ჰქონდა მარცხენა ყურს უკან.
ჯია აბორგდა. ბოლო წუთებში მის გვერდით მხოლოდ დედა იყო.
ის თავის გოგონას გადაეხვია და ატირდა. ცრემლები ჯიას, სადღაც, ყელთან ეცემოდა, მაგრამ ის ვეღარაფერს გრძნობდა.
ახალგაზრდა იყო.
სულ რაღაც, 26 წლის.“

ჯია..


ჯია გარდაიცვალა 1986 წლის 18 ნოემბერს.26 წლის ასაკში .

"Life and death, energy and peace. If I stop today, it was still worth it. Even the terrible mistakes that I made and would have unmade if I could. The pains that have burned me and scarred my soul, it was worth it, for having been allowed to walk where I've walked, which was to hell on earth, heaven on earth, back again, into, under, far in between, through it, in it, and above" ..

ამონარიდი ჯიას დღიურიდან.

პ.ს. მაიკლ კრისტოფერს გადაღებული აქვს ჯია კარანჯის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი ” Gia ”, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

ჯია..



№1 სტუმარი ჯიას მოტრფიალე

გამარჯობა, შენი გაცნობა მინდა. ზედმეტად თავხედურად თუ არ ჯღერს

 


№2  offline წევრი სიბილა

ფილმი საოცარია, ანჯელინა ისე თამაშობს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა..

 


№3 სტუმარი უფასო ფილმები

შეგიძლიათ უყუროთ ამ ფილმს: ჯია ქართულად 1998

უფასო ფილმები ქართულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent