შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ გამხიარულდეთ, თუ მოწყენილად ცხოვრობთ


17-12-2015, 08:52
ავტორი maridb
ნანახია 2 243

ყოველდღიურობამ დაგღალათ?
თქვენს ცხოვრებაში სიახლეები იშვიათად ხდება? იცოდეთ, რომ თქვენს გამხიარულებას არავინ ეცდებათ, საკუთარ თავს თავად უნდა უშველოთ და ამის რამდენიმე საშუალება არსებობს.

იმპროვიზაცია - სამსახურიდან შინ მომავალმა ფეხით გაისეირნეთ სკვერში. უქმეებზე მეგობრები აიყოლიეთ და ქალაგარეთ გაემგზავრეთ, პიკნიკი მოაწყვეთ, თუ არავინ გამოგყვებათ, უამრავი ერთდღიანი ტური არსებობს, სადაც თან გაერთობით, თანაც ახალ მეგობრებს გაიჩენთ.

ექსპერიმენტები - ჩვეულებრივი ვახშამის ნაცვლად მოამზადეთ რაიმე ორიგინალური კერძი; გაუმასპინძლდით მეგობარს, მეზობელს.
ექსპერიმენტს ნურც ურთიერთობაში შეუშინდებით; საყვარელ ადამიანს პაემანი უჩვეულო ადგილას დაუნიშნეთ, შეიძინეთ ეროტიკული თეთრეული, რომანტიკული ვახშამი წითელი ღვინითა და სანთლის შუქზე მოაწყვეთ.

ცვლილებები - შეიცვალეთ იმიჯი, ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი.

გამოხატეთ გრძნობები - დღეში ერთი საათით მაინც იყავით თავისუფალი: ირბინეთ, იყვირეთ, იმღერეთ...

რელაქსაცია - მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, ბუნების ხმებს.

იყავით ის, ვინც ხართ - იყავით ბუნებრივი, ნუ ეცდებით ვიღაცის მიბაძვას, ვიღაცებთან ძალით დამეგობრებას.

შეყვარეთ საკუთარი თავი - ისეთი, როგორიც ახლა, ამ მომენტში ხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთადეთი და განუმეორებელი ხართ ამქვეყნად და დააფასეთ საკუთარი, უნაკალური თავი.

შემოქმედება - კვირაში ერთი დღე მაინც დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. აკეთეთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოგწონთ.

შეიყვარეთ - გაიჩინეთ ახალი შეყვარებული (გააუმჯობესეთ ურთიერთობა უკვე არსებულთან), გიყვარდეთ და არც გრძნობები გამოხატვის მოგერიდოთ.

გაიღიმეთ - აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ კოპებშეკრული არ იყოთ. იყავით ღიმილიანი. გარშემო მყოფები გაღიმებულ ადამიანთან უფრო იხსნებიან, ვიდრე მოღუშულთან.

დააფასეთ ყოველი წამი - დააფასეთ დილა, რომელიც გათენდა; დღე, რომელიც საინტერესო სიახლეებს გპირდებათ, ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, ოჯახი, სადაც საღამოს დაბრუნდებით. დააფასეთ ყოველი წუთი, ყოველი მომენტი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent