შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი იმისა თუ რატომ არიან მერწყულები საუკეთესო მეგობრები


17-12-2015, 23:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 855

მგონი არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი ვისთვისაც მეგობრობა და კარგი მეგობრების ყოლის ალბათობა ცხოვრებაში ერთ-ერთი, პრიორიტეტული თემა არ გახლავთ. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი რომლის წარმომადგენლებსაც მეგობრობა ამ ქვეყნად ყველაზე უკეთ ესმით და მათი უმრავლესობა საუკეთესო მეგობრები არიან.

1. ის ჭეშმარიტი მეგობარია "მოწოდებით" - მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ მეგობრებს შეესაბამება. ხოლო ურანი, რომელიც მერწყულის მმართველია თავის მხრივ ყველანაირი ტიპის ჯგუფებსა და გაერთიანებებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ მერწყულებს შორის ვერ იპოვნით ადამიანს, ვისაც გარშემო დიდი სამეგობრო არ ახვევია და ზოგადად, ხალხთან ურთიერთობა მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

2. მასთან მეგობრობა ადვილია
- მერწყული თავისუფლებისმოყვარული, ორიგინალური და ექსცენტრიკული ინდივიდია. იგი კონტაქტური და კომუნიკაბელურია, თუმცა იშვიათად ახასიათებს ეჭვიანობა და მესაკუთრული გრძნობები. მეგობარი მერწყული არასოდეს მოგაბეზრებთ თავს საკუთარი პრობლემებით, თუმცა იგივეს არც თქვენგან აიტანს დიდი დოზით. მასთან მეგობრობა ადვილი და სასიამოვნოა. როცა გჭირდებათ ყოველთვის იქნება თქვნთან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრობა ოცდაოთხსაათიან კომუნიკაციას უნდა გულისხმობდეს.

3. გულმოწყალე და მიმტევებელია - ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ეს მეგობრობაში. მერწყული არასოდეს განეკუთვნება აგრესიული და ბოღმიანი ადამიანების კატეგორიას. იგი იშვიათად იცვლის ვინმეზე მარტივად შეხედულებას და აზრებს. ამიტომ ძალიან ბევრი სისულელე უნდა ჩაიდინოთ საიმისოდ, რომ მეგობარი მერწყული გადაიმტეროთ. ამ შემთხვევაშიც იგი უსაზღვროდ გულმოწყალე და ჰუმანური იქნება თქვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს დაიწყებს თქვენზე შურისძიებას. უბრალოდ გარკვეულ დისტანციას დაიკავებს სამომავლოდ ურთიერთობაში.



№1  offline წევრი anushka1

მერწყული ვარ :P wink wink wink

 


№2  offline მოდერი nicol

იუჰუჰუუუუ ♥♥♥
რა ხალხი გყავართ ეს მერწყულები რააა♥♥♥

პ. ს. ჩემი ეჭვიანობის და მესაკუთრეობის დონე ნულის ტოლია ;)
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი yvavi

nicol
იუჰუჰუუუუ ♥♥♥
რა ხალხი გყავართ ეს მერწყულები რააა♥♥♥

პ. ს. ჩემი ეჭვიანობის და მესაკუთრეობის დონე ნულის ტოლია ;)

თითქმის ყველა მერწყულის :დ ეჭვიანობა და მერწყული? შანსი არაა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent