შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც დამდეგი 2016 წელი რთული იქნება


30-12-2015, 19:51
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 282

ახალი წელი მოდის და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, მარტოოდენ დადებითი, პოზიტიური პროგნოზები მოვისმინოთ ასტროლოგების მხრიდან. თუმცა, ყოველ წელს არსებობს ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნების "შავი სია", რომელთათვისაც ასტროლოგები გარკვეულ ნეგატიურ ან სირთულეებით სავსე პერიოდებს წინასწარმეტყველებენ. არც ეს წელია გამონაკლისი ამ მხრივ. და მაინც, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მართებთ მაიმუნის წელში მეტი სიყოჩაღე, გამძლეობა და ფსიქოლოგიური მობილიზაცია?

მშვილდოსანი - გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი ყველაზე პირქუში, მკაცრი (თუმცა კი სამართლიანი) პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოშია მყარად გამაგრებული, მშვილდოსნების ცხოვრებაში უახლოესი წელიწადნახევარი მაინც არცთუ მარტივი და ია-ვარდებით მოფენილი იქნება. ძვირფასო მშვილდოსნებო, ნაადრევად მოგიწოდებთ, ისწავლეთ ზომიერება, გულისყურით მოეკიდეთ დაკისრებულ მოვალეობებს და გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, თუკი გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ დამდეგ 2016 წელს არასასიამოვნო სიურპრიზები.

სასწორი - წლის პირველ ნახევარში სასწორის ზოდიაქოს ნიშანს ე.წ. შავი მთვარე სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწორების დიდი ნაწილისთვის დღის წესრიგში პარტნიორულ ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების ალბათობა დადგება გადაუჭრელ დილემად. შავი მთვარე სიტუაციას "გააბუქებს" და შესაბამისად, ძვირფას სასწორებს "ბუზი სპილოდ მოეჩვენებათ". ამიტომ ასტროლოგები გირჩევთ, წლის მეორე ნახევრამდე დაელოდეთ ურთიერთობების დარეგულირებას. არ იჩხუბოთ და მით უმეტეს, არ დატოვოთ სიტუაცია თვითდინებაზე. მოუხმეთ თქვენთვის ჩვეულ დიპლომატიას, საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს საბოლოოდ.

მორიელი - წლის მეორე ნახევარში, როცა "შავი მთვარე" სასწორის ზოდიაქოს დატოვებს და მორიელს ესტუმრება ბევრ ღრიანკალს აუცილებლად გაუჭირდება. ამ პერიოდში შესაძლოა თავი იჩინოს ყველა სახის პრობლემამ, დაწყებული საბინაო საკითხებით, დასრულებული ჯანმრთელობის პრობლემებითა და კონფლიქტური სიტუაციებით, რომელშიც აგრესიის გამოვლენის გარეშე თავის დაცვა ალბათ გაგიჭირდებათ. სასურველია, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ სასმელთან და იარაღთან. იმიტომ რომ, შავი მთვარის გავლენა მორიელში ამ ფაქტორებით მიღებული რისკების საფრთხეს ერთი ორად გაზრდის.



№1  offline წევრი მარიამი ))

Fix ra.. Momeshxama nervebi isedac cudi welj mkonda da axlq es kide

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent