შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2016 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის


2-01-2016, 14:31
ავტორი maridb
ნანახია 3 361

ახალი წლის დამდეგს, ჩვენ მკითხველებს ყველაზე ზუსტ პროგნოზებს ვთავაზობთ, რომელიც ცნობილი რუსი ასტროლოგის პაველ გლობას მიერაა შედგენილი..

ვერძი - პროფესიული კუთხით საუკეთესო წელია. ბევრი ვერძის ცხოვრებაში ახალ წამოწყებას ჩაეყრება საფუძველი, რომელიც მათთვის რამდენიმე წლის მანძილზე იქცევა აღმაფრენის წყაროდ. პირად ურთიერთობებში ყოყმანსა და "ორი კურდღლის დევნის" პრინციპს ერიდეთ რათა წლის ბოლოს თავიდან აიცილოთ დანაკარგები.

კურო
- კუროებს წლის პირველ ნახევარში უფრო გაუმართბელთ. წინ წამოიწევს ძველი მეგობრული კავშირები და არაერთგზის დაგჭირდებათ წლებით გამოცდილი ადამიანების დახმარება. ზედმეტად ნუ ენდობით ერთგულებაზე გადაუმოწმებელ კავშირებს. მარტის და სექტემბრის თვეებში სასურველია დაისვენოთ და დრო თვითგანვითარებას დაუთმოთ.

ტყუპი - საკმაოდ აქტიური, წარმატებული და რისკიანი თავგადასავლებით სავსე წელი ელით ტყუპს. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ კარიერაში. წლის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სამომავლოდ რადიკალურად შეცვლის თქვენი ცხოვრების რიტმს.

კირჩხიბი
- წლის დასაწყისში კარიერული და სამსახურეობრივი ქაოსი ცოტა შეგაშინებთ. შესაძლებელია უფროსობის ცვლილების გამო მოგიხდეთ გარკვეული გეგმების გადახედვა და გადაწყვეტილების მიღება ამის ნიადაგზე რთული იქნება. მარტოხელა კირჩხიბებს გაზაფხულის ბოლოს მნიშვნელოვანი ნაცნობობა ელოდება, რომელიც შესაძლოა წლის მიწურულს ქორწინებით დაგვირგვინდეს.

ლომი
- ლომების უმეტესობას, წლის დასაწყისში ემოციებისა და ფიზიკური რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია მოუწევს იმის გამო, რომ დასახული გეგმები რადიკალურ ცვლილებას განიცდის. წლის მანძილზე ბევრი იქნება გადაადგილებები, როგორც შორ ისე ახლო დისტანციაზე. ლომების იმ ნაწილს, რომელთაც წლის პირველ ნახევარში მუხლჩაუხრელად იშრომეს, წელიწადის მიწურულს კარიერული წინსვლა ელოდება.

ქალწული
- წლის უმთავრესი თემა და ლაიტმოტივი ადამიანურ ურთიერთობებზე გადის. გინდათ თუ არა მოგიხდებათ, კომპრომისის მოძებნა ახლო წრის ადამიანებთან. ასევე გარადაუვალია ახალი, რომანტიკული ნაცნობობაც. გული არაერთგზის გაგითბებათ უბრალო, ყოფითი ურთიერთობების გამო. შესაძლებელია ყველა არ ეთანხმებოდეს თქვენს გადაწყვეტილებებს ყველაფერში, მაგრამ ეს ის წელია, როცა გულს უნდა უსმინოთ და თავად მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.

სასწორი
- წლის პირველ ნახევარში სასწორების უმეტესობას გაუთვალსიწინებელი მოვალეობები და პასუხისმგებლობები დაატყდება თავს. შესაძლოა ამან საკმაოდ გაგაღიზიანოთ. თუმცა უკვე წლის მეორე ნახევრიდან, აუცილებლად დაბერავს ცვლილებების ქარი და ბონუსად მოგიტანთ სამსახურეობრივ წინასვლას. რომელიც დიახაც, რომ დაიმსახურეთ.

მორიელი - წლის პირველი ნახევრიდან, მაისის ბოლომდე მორიელების უმეტესობას საოცრად უმართლებს. ბედი თითქოს ანებივრებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, დაწყებული პირად ფრონტზე, დასრულებული პროფესიული სარბიელით ყველაფერი სათქვენოდ გადაწყდება. მაგრამ... ახლოვდება წლის მეორე ნახევარი და ყველაფერი აირიოს შეიძლება. აქედან გამომდინარე, გაიმყარეთ პოზიციები და მოემზადეთ თქვენთვის ასე საყვარელი სირთულეების დასახვედრად.

მშვილდოსანი
- უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი მომავალი იმ მოვლენების ჯაჭვზე აიგება, რომელსაც ადგილი 2016 წლის იანვარ-თებერვალში ექნება. ამიტომ ყველა ნაბიჯი აკონტროლეთ და ადამიანებს, ვისაც ამ პერიოდში შეგახვედრებთ განგება კარგად დააკვირდით. შესაძლოა მათი სახით შეიძინოთ საუკეთესო მეგობრები და მტრებიც, რომელთაც არ დაეზარებათ სამომავლოდ თქვენს ნერვებზე წათამაშება.

თხის რქა
- წლის დასაწყისში დაწყებული პროფესიული ძვრები, რომელიც ერთობ პერსპექტიულ მომავალს გპირდებათ შესაძლოა მოულდნელად ჩაანაცვლოს იმედგაცრუებამ. თუმცა ნუ იჩქარებთ ყურების ჩამოყრას, იმიტომ რომ, ზაფხულიდან ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდება და გაცილებით მეტი შანსი მოგეცემათ როგორც პროფესიულ, ისე პირად საკითხებში გასამარჯვებლად.

მერწყული
- მერწყულების დიდი ნაწილი წლის დასაწყისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს. ეს ის პერიოდია, როცა განსაკუთრებით გახარებთ ბავშვებთან ურთიერთობა. ზოგადად ამ წელს შვილებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი ყურადღება დასჭირდება. გაზაფხულზე დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ შემოთავაზებას. ხოლო ზაფხულის მიწურულს შესაძლოა ფინანსური მატება და გამდიდრება.

თევზები
- წინა წელთან შედარებით მაიმუნის წელი, თევზების უმეტესობას მშვიდად მოეჩვენება. ეს ის წელია, როცა დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას და დასვენებას. ამ ყველაფრის საშუალება კი ზაფხულის პერიოდიდან სინდისის ქენჯნის გარეშე მოგეცემათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent