შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაძლებელია თუ არა ერთი ნახვით შეყვარება?


25-01-2016, 00:43
ავტორი giorgi63
ნანახია 2 545

დღემდე დაობენ იმაზე, არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება. ისინი ვინც სიყვარულს ისე ხსნიან, რომ ეს არის კარგი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი ან მიჩვევა, ბუნუნებრივია ამას არ დაეთანხმებიან. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ამის სჯერა. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ ერთი ნახვით შეყვარება არსებობს, უბრალოდ გრძნობის სიძლიერეა განსხვავებული ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე.

გერმანელი ფიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, თუმცა ქალების „ეშმაკობით".

გერმანელი ფსიქოთერაპევტის ჰერბერტ მიუკის მტკიცებით სავსებით შესაძლებელია დაარწმუნოთ მამაკაცი, რომ თავისი ინიციატივით გეცნობათ. ამისთვის მცირე ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ.

გააკონტროლეთ სიგნალები, რომელსაც თქვენი სხეული აქამდე გაუცნობიერებლად გამოსცემდა.

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები მეორე ნახევრად ირჩევენ თავიანთ მსგავს ადამიანებს და მეორე მხრივ აბსოლუტურად დამოუკიდებელ პიროვნებებს. ამიტომ ახალი ნაცნობობის დევიზი უნდა იყოს „ბევრი საერთო, მაგრამ არაერთნაირი".

ამასთან ადამიანები პრაგმატული არსებები არიან. რაიმე სერიოზულ გრძნობებსა და ურთიერთობაზე საუბრის წამოწყებამდე, თითოეული მათგანი ავტომატურად სვამს კითხვას: „რაში მჭირდება ეს ურთიერთობა? რა სარგებლობას მივიღებ?"

ამიტომ კარგი იქნება შთაბეჭდილების შექმნა, რომ თქვენი კომპანია განსაკუთრებით ღირებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – თავს განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც გვაფასებენ, რითაც საკუთარ ეგოს სიამოვნებას ვანიჭებთ. ეს ცოდნა კი უნდა გამოიყენოთ.

შეუძლებელია სიყვარულის პოვნა „უადგილო ადგილას" ან „შეუფერებელი კანდიდატის" შერჩევა. სამაგიეროდ შესაძლებელია არასწორი გზით სიარული და საკუთარი შანსის ხელიდან გაშვება.

ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი: არ დააყოვნოთ ღიმილი, თავის დაქნევა ან შესაფერისი რეპლიკა, რათა გაამყაროთ წარმოქმნილი სიმპატია

იყავით „სტილური" მზად იყავით ახალი სიყვარულისთვის გარეგნულადაც. მნიშვნელოვანი არ არის, რითი ხართ დაკავებული.

ყური დაუგდეთ საკუთარ შეგრძნებებს, მზად იყავით, რომ ეს შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოხდეს. ცხოვრებაში შანსი დაფდაფების და საყვირის ხმის თანხლებით არ გეძლევათ. დააპროგრამეთ საკუთარი თავი, რომ მაშინვე ამოიცნოთ შესაფერისი სიტუაცია.

წარმოაჩინეთ თქვენი დაინტერესებულობა, არ დაივიწყოთ თვალებით კონტაქტი, რადგან ერთი ნახვით შეყვარება არის სწორედ შეხედვით გაჩენილი გრძნობა. თუ თანამოსაუბრის მიმართ გულგრილი არ ხართ, თვალებით კონტაქტი საუბრის 70 %-ს უნდა მოიცავდეს. როცა თვალი განზე გაგირბით, ინტერესი დაკარგულია.

ინიციატივა აიღეთ საკუთარ ხელებში. უკვე წარსულს ჩაბარდა იმ ქალების დრო, რომლებიც ელოდებიან როდის აირჩევენ. როცა ვინმე მოგწონთ, გულზე ხელებდაკრეფილი ნუ იჯდებით, შემდეგ კი მომენტის გაშვებაზე ნუ იწუწუნებთ. სიმპატიას მაშინვე ხმამაღლა ნუ გამოხატავთ, აირჩიეთ უფრო მსუბუქი გზა, ფართოდ გაუღიმეთ, მზერა შეაჩერეთ მასზე, ხელი გადაისვით თმებზე, როცა ის გიყურებთ. თუ მამაკაცი ამ ნიშნებზე რეაგირებს, შედეგად, როგორც წესი, თავად გადმოდგამს პირველ ნაბიჯს.

მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ. განავითარეთ ურთიერთობა. მხოლოდ ღიმილით, თავის დაქნევით ან შესაფერისი რეპლიკით სიმპატიას ვერ გააძლიერებთ. აეწყვეთ პარტნიორზე. წარმოიდგინეთ, რომ მისი ანარეკლი ხართ, გააკეთეთ იგივე, რასაც ის აკეთებს, მაგ. აიღეთ სასმისი მისი მიყოლებით. უსმინეთ ყურადღებით. ზოგადი საუბრიდან გამოარჩიეთ ყურადსაღები მომენტები, კარგად გააანალიზეთ, რომელი თემა იქნება მისთვის საინტერესო და ამ თემაზე გაუბით საუბარი.

დარწმუნდით, რომ აინტერესებთ. ყურადღება მიაქციეთ არამარტო მის რეპლიკებს, დააკვირდით, მოწყენილი მზერა ხომ არ გადააქვს? იგი დაინტერესებულია, თუ მისი გუგები გაფართოებულია, ხოლო ვიწრო თვალები საპირისპიროს მიუთითებს. ასევე დააკვირდით სახის გამომეტყველებას, ხელების მდგომარეობას.

არ დამალოთ პატარა სისუსტეები, ამგვარად მიანიშნებთ, რომ მზად ხართ უფრო ახლო ურთიერთობისთვის. შექმენით ნდობის ატმოსფერო. თუმცა ღრმად ნუ „შეტოპავთ".

არ შეუშინდეთ, რომ ადვილად მისაღწევი გამოჩნდეთ. კვლევებმა უჩვენა, რომ ძნელად მოსახელთებელ ქალებს უფრო მეტად არ აფასებენ. პაემნის დანიშნვისას უმჯობესია დათანხმდეთ, თუმცა არაორაზროვნად აგრძნობინოთ, რომ სხვა კავალერს უარით გაისტუმრებდით.

პირველი პაემანი ამაღელვებელი გახადეთ. სხვა ადამიანებს უფრო სექსუალურად მიმზიდველად აღვიქვამთ, როცა თავადაც ღელვას განვიცდით. გაითვალისწინეთ ეს და მშვიდი, რომანტიკული ვახშამი სხვა დროისთვის გადადეთ. პაემანი დაიწყეთ რაიმე უფრო „დრაივით", მღელვარება და ემოცია კი აუცილებლად გახდება სიყვარულის კატალიზატორი.



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

გუგებზე ადრეც ვიცოდი და ყველას ვაკვირდებოდი ხოლმე. :-D :-D
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline წევრი maridb

kargi rchevebi iyo dzalian zogierti vicodi am sakitxze bevri makvs wakutxuli:D
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3 სტუმარი Bla..

Me ki gugebi katasavit maq gadidebuli da mwvane zoli dzalian wvrilad michans da mase tu vimsjele mkvdari var siyvarulisgan da tan araviszewinkes statia gasartobad wavikitxe tore..mara raici rasi damwirdeba ;P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent