გონებრივი პრობლემის საწყისები (ბინძური სიტყვა )
ბინძური სიტყვები ისე როგორც ჩვენს პირს, ასევე გონებასაც აბინძურებენ. საწყისში, ანუ ბავშობიდან გვესმის და გონებას წვდება ყოველი არასწორი და ცუდად წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ნელ-ნელა ილექება და ძალაუნებურად რჩება და ჯდება ჩვენს გონებაში. რთულია ებრძოლო ბავშვი ამ მავნებლობას, რადგან ვერ აღვიქვამთ რა საშინელ ჩვევად შეიძლება გადაიქცეს ეს ყველაფერი მომავალში. ეს რა თქმა უნდა მშობლების მოვალეობაა მოარიდონ მოზარდი ყოველგვარ სიბინძურეს და დაიფარონ მავნებლობისგან, დიახ სათქმელად ადვილია და საკეთებლად რთული მაგრამ უნდა შევეცადოთ მთელი ძალ ღონით აღზრდა სწორი მიმართულებით მივმართოდ. სამწუხაროდ შეხვდებით ოჯახებს ახალშობილი ბავშვით, რომელიც დედის წამოძახების შემდეგ გინების და ათასი სიტუტუცის სწავლების მეტს რომ არაფერს უქადიან. თითქოს საამაყოდ აქვთ მამებს ან ბიძებს ან თუნდაც ოჯახის უფროს ახლობლებს რომ ბავშვს შეგინება და მსგავსი უაზრო სიტყვის წარმოთქმა შეუძლია. შე დალოცვილო, რაღა ამ არაფრის მომტანი წინადადებებით ბერავ და აბინძურებ ადამიანს, სხვა უკეთესი დაილია ამ ქვეყანაზე? კარგი ლექსი ასწავლე, ლოცვა ასწავლე, რწმენა ასწავლე და სიყვარული უფლისა და ოჯახისა, ორი წლის ბავშმა ბავშმა მამაო ჩვენო სიტყვა რომ არ იცის და შენი დედა მოვტ... გაიძახის მომავალს უნგრევ, რატომ ვერ უნდა გაიაზრო ეს. ასევე შევხვდებით ადამიანთა ჯგუფს რომელთა საუბრის 70 პროცენტს საშინელი და გულის მომკვლელი სიტყვები შეადგენს, ეს ყველაფერი ისეა უკვე გამჯდარი ჩვენში უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ, არადა დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე. უნდა ვიცოდეთ, თითოეული ჩვენი წარმოთქმული სიტყვა უკვალოდ არსად არ იკარგება და მწარედ თუ ტკბილად გვიხდება წინ. მყავს მეგობარი რომელსაც ამ ყველაფერთან საკუთარი ბრძოლის მეთოდი აღმოვუჩინე, რომელიც ცოტა უცნაურად, თუმცაღა უფრო არამავნებლურად გამოხატავს თავის აღშფოთებას თითოეულ მოჭარბებულ მავნე გრძნობაში, მაგალითად: ვახ ჩემი კარგი ქვეყანა, ვახ ჩემი ვენები დავღეჭე, ვახ ჩემი დედას ვფიცავარ, სასაცილოა თუმცა დამეთანხმებით იმას ნამდვილად სჯობს, რასაც ვახ ჩემის... უმეტესობა აყოლებს. ერთ- ერთ კარგ მეთოდად ენის მოკვნეტას მივიჩნევ, როცა რამეზე ნერვებს აყვები და სიბინძურეს წამოაყრანტალებ, ენას კარგად დააჭირე კბილი რომ ტკივილმა გაგითავისოთ თქვენი არასწორი წამოძახილის შეწყვეტის და გადაჩვევის დროა. თუ ჩაწვდებით ჩემს ნასაუბარს, უმჯობესი იქნება გაგვიმხილოთ თქვენი ბრძოლის მეთოდი ამ მავნე ჩვევასთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.