მოჩვენებები.
* მოჩვენება არის სული გარდაცვლილი ადამიანისა. რომელმაც რაღაც მიზეზების გამო ვერ შესძლო მომდევნო ცხოვრებაში გადასვლა. ან მისი რაღაც ნაწილი არის დარჩენილი ამ ცხოვრებაში და უბრალოდ არ შეუძლია გზის გაგრძელება. მოჩვენება შეიძლება იყოს კეთილიც და ბოროტიც. საბოლოოდ ამას განსაზღვრავს ვინ იყო ის ცხოვრებაში და როგორ გარდაიცვალა. მას შეუძლია გამოჩენა, უხილავი ან სხვა სახით. მოჩვენებათა აღწერა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი თვლის, რომ ისინი უხილავ სახეს ატარებენ. სხვები კი ოდნავ ხილვად ობიექტებად ხედავენ. *ბურუბურუ ბურუბურუ არის ადამიანის მოჩვენება რომელიც ჩნდება მას შემდეგ რაც ადამიანს კლავენ შემზარავი,დამაშინებელი გზით/ხერხით. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების დაინფიცირება შიშით. ეს ინფექცია ცნობილია როგორც ‘მოჩვენების ავადმყოფობა’. ავადმყოფობა შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა გადასდოს მეორე ადამიანს ინფექციის სახით და ჩანერგოს მასში შიში,24საათის განმავლობაში ადამიანს შეეშინდება ყველაფრის,უბრალო სათამაშოსი,კედელზე დაკიდებული საათის,პატარა საყვარელი ძაღლისაც,რომელიც სულაც არ მოეჩვენება საყვარელი. ის ადგილი ქავილს იწყებს სადაც ინფექცია გადაედო მსხვერპლს და მანამდე აიქავებს სანამ სისხლი არ წამოუვა,ბოლოს შიშისგან გული გაუსკდება. ბურუბურუ აინფეცირებს ტერორის მოყვარულ ხალხს. მას აქვს იგივე შესაძლებლობები და სისუსტეები რაც სხვა მოჩვენებებს. ბურუბურუ არის სული პირველი კატეგორიიდან და დამტკიცებულია რომ ის არსებობდა იაპონური ედოს პერიოდში. ერთადერთი გზა ბურუბურუს მოსაკლავად(თუ მისი სხეულს უკვე კრემაცია არ აქვს ჩატარებული)არის რომ ის მოკლა მისივე შიშით. მისივე შიშში იგულისხმეა ის რომ როდესღაც ისიც დაშინების გზით მოკლეს. *გარდაცვლილი მკითხავები ისინი არიან ძლიერები და დამაშინებლები. მიუხედავად ამისა ისინი არ არიან საშიში მოჩვენებები. პირიქით ისინი აფრთხილებენ ხალხს. გონებაში უგზავნიან ხედვებს,რომ ისინი შეიძლება ახლო მომავალში მოკლას იმ ადამიანის მოჩვენებამ რომელმაც ერთ დროს სწორედ ისინი დახოცა. ისინი მიმბული არიან დედამიწაზე,რადგან სურთ გაიგონ მკვლელის ვინაობა ვინც ისინი დახოცა,სანამ არ გაარკვევენ გაჭედილები არიან ამ სამყაროში და აგრძელებენ ხალხის გაფრთხილებას/დახმარებას. *ძალადობრივი სულები ზოგადად ადამიანის ძალადობრივი მოჩვენებები არიან ადამიანები რომლებიც მოკვდნენ ძალადობრივად. ისინი არიან ყველაზე საშიში კატეგორიის სულები და ნებისმიერ ადამიანს ესხმიან თავს რომელიც მათ ახსენებს საკუთარ გარდაცვალების ამსახველ ფაქტებს. ასევე კეთილგანწყობილ მოჩვენებებს აქვთ პოტენციალი გახდნენ ძალადობრივი მოჩვენებები. ეს იმითაა განპირობებული რომ დიდი ხანი მოუხდათ ამ სამყაროში დარჩენა და ვერ ჰპოვეს სასუფეველი. *შურისმაძიებელი სულები შურისმაძიებელი მოჩვენებები არ არიან ბოროტი ბუნების მქონე,მიუხედავად მათი სიძლიერისა. ისინი უბრალოდ შურსიძიებენ ყოველგვარ არასწორად ჩადენილ დანაშაულზე. ეს სულები მიმაგრებული არიან საკუთარ სხეულებზე. *შოჯო შოჯო არის იაპონური მოჩვენების მსგავსი მონსტრი. განსხვავება ის არის რომ შოჯო ცოცხალი და ხელშესახებია. ის უხილავია,მხოლოდ ნასვამ ადამიანებს შეუძლიათ მათი დანახვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.