ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ყველაზე რთული ბედი აქვს
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ინდივიდა და საკუთარ ბედ-იღბალზეც თავად აგებს პასუხს. ვარსკვლავები მარტოოდენ პოტენციალს და კონკრეტულ მოცემულობას განაპირობებენ ჩვენს ცხოვრებაში. ხოლო ის, თუ როგორ წარვმართავთ საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ ჩვენს ნებისყოფასა და თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი თორმეტ საინტერესო ფსიქოტიპად იყოფა. მათ შორის არიან გაწონასწორებული, ფიცხი, იმპულსური, ინდეფერენტული, ფლეგმატური, ამბიციური ადამიანები... ყველა მათგანს განსხვავებული ბედი აქვს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც ყოველთვის სავსეა ფათერაკებით და ეს ამაოდ როდი ხდება... ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს ვერძებში ბრძოლისუნარიანობას, მუდმივად ლიდერობის მოთხოვნილებასა და შეჯიბრის მოთხოვნილებას განაპირობებს. ამიტომ ვერძები მშვიდად ცხოვრებას უბრალოდ ვერასოდეს ეგუებიან. ამ ადამიანს უყვართ მძაფრი კონკურენცია და ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობა. მათ არც კონფლიქტები და დაპირისპირებები აშინებთ, რაც საკმაოდ ხშირია ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ვერძის ცხოვრებაში. მორიელი - ექსტრიმის სიყვარული, ძალაუფლების დაუძლეველი წყურვილი და მუდმივი მოთხოვნილება გარშემო ყველა და ყველაფერი აკონტროლოს მორიელებში იწვევს იმას, რომ ამ ადამიანებს ძალზე ბევრი ხიფათი და ფათერაკი ხვდებათ წინ ცხოვრების გზაზე. ისინი მუდამ გამოწვევის წინაშე არიან ხოლმე და როგორც წესი, იშვიათად გამოდიან დამარცხებული. მორიელებს უყვართ ბრძოლა, იქნება ეს სიყვარული თუ პროფესიული სფერო. მათთვის თავისებური ადრენალინია მძაფრი კონკურენციის პირობები და მუდმივად სირთულეების გადალახვა. მშვილდოსანი - შეიძლება ითქვას, რომ მორიელისგან განსხვავებით მას მარტივი ცხოვრება უყვარს. თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად ეხვევა ხოლმე სხვადასხვა ტიპის ავანტურებში და ცხოვრებაც მუდმივი ფეიერვერკებით აქვს სავსე. მშვილდოსნები დიდი მოხეტიალეები, დიდი იდეალისტები და მაწანწალები არიან. მათი ხეტიალი მსოფლიოს გარშემო ხშირად არის საოცარი თავგადასავლებით დატვირთული. თუმცა მშვილდოსნის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ ხალხს შესანიშნავად გამოსდის ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან თავის დაღწევა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ქუდბედიანობაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.