რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება! ნუ იფიქრებთ იმას, რომ ახალი წლის დადგომამდე ჯერ დრო გაქვთ და ყველაფერს მოასწრებთ! დღესასწაულები ისე შეუმჩნევლად მოვა, ვერც მიხვდებით... და თუ წლის შეჯამება და სამსახურის საქმეების დროულად მოსწრება შესაძლებელია, სტრესისგან გატანჯული ორგანიზმის აღდგენა ბევრად რთული იქნება. იმ პერიოდში, როცა ყველაფერი მოსასწრებია, მნიშვნელოვანია, რომ არ დაიძაბოთ. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ეს რჩევა, მაგრამ როცა ახალი წლის წინ თქვენ მიერ გადასაწყვეტი ამოცანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, შესაბამისად, იწყებთ თავდაუზოგავად შრომას და ფიზიკურადაც ძალიან იღლებით. ამას პლუს ნერვიულობა და სტრესი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ყველაფერი ეს კი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა არც გადაიწვათ და ამასთან, ნაყოფიერი იყოს თქვენი შრომა. ნუ შეწირავთ ძილს! ეს მხოლოდ ერთადერთ რამეს ნიშნავს – უნდა გამოიძინოთ. თუკი მართლა გსურთ, დაიმუხტოთ ენერგიით და მოასწროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ახალ წლამდე, აჯობებს, წინასწარ დაგეგმოთ დღე ისე, რომ ძილისთვის საკმარისი დრო დაიტოვოთ. თუნდაც ერთი დამატებითი საათი ძილისთვის საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერდეს და ძალები აღიდგინოთ. მიდით სამსახურში პოზიტიური განწყობით თუნდაც გარეთ მოღუშული ამინდი იყოს, ციოდეს, გამონახეთ საკუთარ თავში ძალა, დატკბეთ ახალი დღით. თქვენი დადებითი ენერგია კოლეგებსაც დამუხტავს და ყველა ერთად ოპერატიულად შეასრულებთ სამსახურის საქმეებს. განსაზღვრეთ პრიორიტებები შეადგინეთ დღის გეგმა, რაღაცები კოლეგებს გადაუნაწილეთ. ყველაფერი ერთდრულად სასწრაფო და მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ამიტომაც "ცხელი" საქმეებიდან განსაზღვრეთ პრიორიტეტულები. არასასწრაფო საქმე გადაიტანეთ იანვრისთვის – ეს იმაშიც დაგეხმარებათ, დღესასწაულების შემდეგ სწრაფად ჩადგეთ სამუშაო ფორმაში. გამოიყენეთ შესვენება სასარგებლოდ! სადილმა შეიძლება დაიკავოს ერთი საათი, ნახევარი ან 10 წუთი. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ, ეფექტურად დახარჯოთ ეს დრო. მაგალითად, სადილის შესვენება შეიძლება შეუთავსოთ საქმიან შეხვედრას და დროის სერიოზული ეკონომია გააკეთოთ. არ დაგეგმოთ ზედმეტი პირადი და საქმიანი შეხვედრები ისინი შესანიშნავად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტელეფონის ზარებით ან ონლაინ-კონფერენციებით. ეს დროს საგრძნობლად დაგიზოგავთ. მით უმეტეს, რომ წინასაახალწლოდ გზებიც საკმაოდ გადატვირთულია. რისკავთ, საათები გაატაროთ საცობებში. გადააქციეთ წინასაახალწლო დრო შთაგონების წყაროდ! დღესასწაულებზე ფიქრი მოტივირებულს გაგხდით, მოასწროთ დაგეგმილი საქმე დროულად. ხოლო როცა ყველაფერს ხუთიანზე შეასრულებთ და დაასრულებთ, შეძლებთ მთელი არსებით დატკბეთ დღესასწაულებით და კმაყოფილი იყოთ მთელი წლის განმავლობაში თქვენ მიერ შესრულებული საქმეებით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.