9 რამ, რისთვისაც 30 წელს გადაცილებული ქალები ზედმეტად "ბებრები" არიან
თუ თქვენ ქალი ხართ, საკმაოდ დიდი შანსი არსებობს, რომ 20-დან 30 წლამდე დიდ დროს დაუთმობთ საკუთარი თავის ძიებას. ეს არის დაუცველობის, ცუდი გამოცდილებისა და სექსის, გაუგებარი ემოციების პერიოდი. თუ ამ პერიოდში მოახერხეთ ფატალური შეცდომების აცილება, არ გაჰყევით ცოლად ფსიქოპათს და არ გაანადგურეთ პროფესიონალური რეპუტაცია, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. მეორე მხრივ, 30-იანი წლები თვითრეალიზაციის პერიოდია. ამ დროისთვის მოგიწევთ კარიერისა და ოჯახის შექმნა. უნდა შექმნათ სრულყოფილი ცხოვრებისთვის მყარი ფუნდამენტი. ამიტომაც დადგა დრო, სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები. ჩვენ მოვიძიეთ 9 რამ, რისთვისაც თქვენ 30 წლის ასაკში უკვე ძალზე "ბებერი" ხართ. 1. ცუდად გადამხდელი დამსაქმებლები თუ იცით, რომ კოლეგას, რომელიც ისევე კარგად მუშაობს, როგორც თქვენ, თქვენზე მეტს უხდიან, დროა, ამის მოთმენა შეწყვიტოთ და იპოვოთ უფროსი, რომელიც სათანადოდ დააფასებს თქვენს შრომას. უკვე 30-ის ხართ? სერიოზული გადაწყვეტილების დრო ნამდვილად დადგა! 2. საკუთარი სხეულის უგულებელყოფა ყველასთვის ცნობილია, რომ წლებთან ერთად მეტაბოლიზმი ნელდება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისთვის, რომ იზრუნოთ იმაზე, თუ რითი იკვებებით. ეს არ დაგეხმარებათ, გამოიყურებოდეთ ისევე, როგორც 20 წლის ასაკში, მაგრამ საკუთარი თავის გაუმჯობესებულ ვერსიად ქცევა ყოველთვის შესაძლებელია. 3. მობოდიშება იმისთვის, ვინც ხართ მე მწერალი ვარ. მე ამბიციური ვარ. მე ვნებიანი ვარ. თუ ვინმე მიყვარს - მთელი გულით! 20 წლის ასაკში ხშირად მადანაშაულებდნენ, რომ მეოცნებე, იმპულსური და რომანტიკული ვარ. ახლა კი საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ჩემზე! 4. გაუგებარი კაცები როდესაც 20 წლის ხარ, უამრავი დრო გაქვს უაზრო ბიჭებისთვის, რომლებიც ტკბილი სიტყვებით "გაბამენ" და შემდეგ ვითომ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ზოგი ბიჭი არ არის მზად რომანტიკული ურთიერთობისთვის ან არ სურს. ეს ნორმალურია. 30 წლისთვის კი უკვე უნდა ისწავლოთ პარტნიორის სწორად შერჩევა. გაუფრთხილდით დროსა და ემოციებს. 5. საკუთარი გარეგნობის მიმართ თავდაუჯერებლობა უამრავი მეგობარი გვყავს, რომლებიც საკუთარ გარეგნობაში დარწმუნებულნი არ არიან. ნეტავი ჩემი საჯდომი ბანდაჟის გარეშე კარგად გამოიყურება? ზედმეტად მსუქანი ხომ არ ვარ? - ნეტავი, ვის აინტერესებს ეს?! 30 წლის ქალს არ აქვს მიზეზი, დაკარგოს დრო სხვების გარეგნობასთან შესადარებლად. თუ ამას თქვენი მეგობარი მამაკაცი აკეთებს - ის, უბრალოდ, იდიოტია. საკუთარი თავით თუ არ იამაყეთ, ამას თქვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს! 6. საკუთარი თავის სხვებთან შედარება არასოდეს შეადაროთ საკუთარი ცხოვრება სხვისას. განსაკუთრებით, თუ უკვე თინეიჯერი არ ხართ. განსაკუთრებით, "ფეისბუქის" მეშვეობით. გახსოვდეთ: როდესაც სხვების ცხოვრებაზე ფიქრობთ, ხედავთ მხოლოდ ისტორიის ერთ საუკეთესო მხარეს. 7. იაფფასიანი მაკიაჟი მაღალი კლასის კოსმეტიკა ჩვეულებრივზე 4-ჯერ ძვირი შეიძლება ღირდეს, მაგრამ თუ გსურთ, ეფექტურად გამოიყურებოდეთ, მოგიწევთ ხარისხიანის შეძენა. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს იაფფასიანი მაკიაჟი თქვენს კანს. კოსმეტიკა ქალს ქალად აგრძნობინებს თავს და მასზე ეკონომია არ ღირს. 8. საუბრები წარსულზე გაიხსენეთ ემი იანგის სიტყვები: "მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო". ჯანდაბას სინანული! ჯანდაბას ილუზია, თითქოს თქვენი ცხოვრება შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო. დიახ, თქვენი ცხოვრება სხვანაირი იყო, მაგრამ შესაძლოა, ისეთი არ ყოფილიყო, როგორსაც ახლა სინანულით წარმოიდგენთ. 9. ბიჭები რეალური სამსახურის გარეშე ნამდვილ მამაკაცს ნამდვილი საქმე უნდა გააჩნდეს. თუ ხვდებით თქვენი ასაკის ბიჭს, რომელიც დღემდე მშობლებთან ცხოვრობს, დროა "შუქი ჩააქროთ". მასთან არ ღირს ურთიერთობა. სამსახური - სექსუალური სიტყვაა. თავად სექსი ამ კონტექსტში საინტერესო არაა. უნდა იპოვოთ ადამიანი, ვისთანაც შეგეძლებათ იჯდეთ სახლში, უყუროთ სერიალებს და არ წუხდეთ იმაზე, რომ არ გაქვთ ფული ოჯახის შესაქმნელად და ბავშვების გასაჩენად. არ უნდა ენდოთ ბიჭებს, რომლებმაც 30 წლის ასაკში ჯერ ვერ იპოვეს საკუთარი თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.