შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინების შვიდი ეტაპი


20-04-2017, 11:21
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 166

ჩვენ თავად ვირჩემთ ქმარს ან ცოლს. მაგრამ იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ჭეშმარიტი
სიყვარული ოჯახურ ცხოვრებაში, საჭიროა შევიცნოთ ერთმანეთი, დავმეგობრდეთ და მხოლოდ შემდეგ შევიყვაროთ. ბევრს ეჩვენება, რომ სიყვარული არის პირველი კანფეტ-თაიგულის პერიოდი. როგორც კი რომანტიკა გადის, ვარდისფერი სათვალეები იხსნება და პარტნიორები პირველ სირთულეებს, ურთიერთობის პირველ გამოცდას აწყდებიან. მავანი კი თვლის, რომ სიყვარული გაქრა.

ერთგულება და მოთმინება _ სიყვარულის მთავარი თვისებაა. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს ურთიერთობაში „სიყვარული დამთავრდა“, დარწმუნებული იყავით, რომ ის ჯერ არც კი დაწყებულა.

არსებობს ურთიერთობის შვიდი ეტაპი, რომელიც გაჩვენებთ, თუ რატომ მოდის ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი ურთიერთობა დროთა განმავლობაში.

1. კანფეტ-თაიგულის ეტაპი
კანფეტ-თაიგულის ეტაპი გრძელდება დაახლოებით თვრამეტი თვე. იმდენად, რამდენადაც მამაკაცს და ქალს როდესაც ერთმანეთი უყვარდებათ, ორგანიზმში გამოუმუშავდებათ ჰორმონები, რომლებიც ეხმარებათ მათ სამყარო დაინახონ ნათელ ფერებში. ამ პერიოდში მათ ყველაფერი საოცრად ეჩვენებათ თავიანთ პარტნიორში. ისინი თავს გრძნობენ ისე, თითქოს ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იყვნენ.

ამ პერიოდში საბედისწერო გადაწვეტილებების მიღება არ არის საჭირო, რადგან ამ თრობის ზემოქმედება ადრე თუ გვიან დასრულდება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

2. გადავსების ეტაპი

ამ პერიდში ფხიზელი თვალით იწყებთ ყურებას თქვენს უთიერთობაზე და თვენს პარტნიორზე, გრძნობების ზღვა ცხრება და თქვენ ნელ-ნელა ეჩვევით ერთმანეთს. ამის შედეგს წარმოადგენს თქვენი ქმედებების ცვლილება -თქვენ უფრო თავისუფლად და ბუნებრივად იქცევით.
3. ზიზღის ეტაპი

ზიზღის ეტაპი გარდაუვალია ნებისმიერი ხანგრძივი ურთიერთობის დროს. ამ ეტაპს ახასიათებს დაპირისპირება და ერთმანეთის ხასიათში ხარვეზების გამოვლენა. თქვენ გეჩვენებათ, რომ ამის თავიდან არიდების ყველაზე მარტივი გზა -დაშორება ან განქორწინებაა. შემდეგ თქვენ ისევ შედიხართ სხვა ადამიანთან კანფეტ-თაიგულის
ეტაპში, და ისევ იწყებთ სხვა ეტაპების გავლას, სანამ ამ ეტაპამდე არ მოხვალთ და არ
გადახვალთ შემდეგზე.

4. მოთმინების ეტაპი

ამ ეტაპზე პარტნიორები სიბრძნეს იძენენ. დაპირისპირებები უკვე აღარ ატარებენ დრამატულ ხასიათს, რადგან ორივემ იცის, რომ კამათი სრულდება, ხოლო ურთიერთობა კი უნდა გაგრძელდეს. თუ ორივე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ
მოთმინება განავითაროს საკუთარ თავში, წლებთან ერთად მათთან სიბრძნე მოდის. ეს
კანონია.

5. მოვალეობის და პატივისცემის ეტაპი

ეს ნამდვილი სიყვარულის პირველი ეტაპია, აქამდე ხომ სიყვარული არც არსებობდა. პარტნიორები იწყებენ თავიანთი მოვალეობებს შეცნობას, ფიქრობენ არა იმაზე, თუ რა ევალება მის პარტნიორს, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთება და მიცემა შეუძლია თავისი საყვარელი ადამიანისთვის.

6. მეგობრობის ეტაპი

ამ პერიოდში პარტნიორები ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან. ენდობიან ერთმანეთს, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს. მეგობრობის ეტაპი გზას ხსნის ნამდვილი სიყვარულისკენ.

7. ჭეშმარიტი სიყვარულის ეტაპი

ჭეშმარიტ სიყვარულამდე დიდხანს მიდიან, ერთობლივად გადიან, ცხოვრების რთულ ეტაპებს და სიტუაციებს. ჭეშმარიტი სიყვარული - ეს ციდან ჩამოვარდნილი მოულოდნელობა კი არ არის, როგორც ბევრი თვლის. ჭეშმარიტ, ჩამოყალიბებულ სიყვარულს ადამიანი იძენს _ უარს ამბობს ეგოიზმზე და ცრუ შეხედულებებზე.



№1 სტუმარი სტუმარი tee

100 % მართალია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent