შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

15 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ


1-03-2018, 18:04
ავტორი For Love
ნანახია 19 097

წიგნის როლი საზოგადოებაში ძალიან დიდია,მიუხედავად იმისა,რომ არსებობს ქვეყნები სადაც უწიგნურობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.ვერ ვიტყოდი რომ ეს საკითხი საქართველოს არ ეხება.რამოდენიმე დღის წინ საქართველოში გაკეთებულმა სტატისტიკური გამოკითხვების შედეგებმა ახალგაზრდების გამოკითხვისას უმძიმესი უწიგნურობის შედეგები აჩვენა.თუმცა ეს არ მიშნავს რომ საქართველო გაუნათლებლობის მორევშია ჩაძირული.პირიქით დღევანდელ დღეს უფრო მეტადაა დაფასებული განათლება და მის გარეშე ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახურის ნაწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუწიგნს დიდი როლი აკისრია ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში. ყველა ადამიანმა ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა იკითხოს, რადგან ისინი წიგნის მეშვეობით სწავლობენ ეროვნულ სულისკვეთებას , კულტურას, გმირობას. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ , რაც მეტჯერ წაიკითხავ, მით მეტს პოულობ მასში, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ. როცა წიგნი შენს გვერდით დევს, რომც არ გიყვარდეს კითხვა, ხელი მაინც დაგცდება მისკენ და ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ცოდნისკენ.რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები აღარ ინტერესდებიან წიგნებს, არ უყვართ კითხვა. ისინი მთელ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებენ და წიგნისკენ გახედვაც არ უნდათ... არადა, იყო დრო, როდესაც წიგნი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო. იყო დრო, როდესაც ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა დღესასწაული გახლდათ. მერე კი... მერე წიგნისადმი ინტერესი განელდა. თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა"
მეგობრებო, გთავაზობთ იმ 30 წიგნს, რომლებმაც შეუცვლელი ადგილი დაიკავეს ჩემს ბიბლიოთეკაში...

1. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი

ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას" თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

2. „1984“ – ჯორჯ ორუელი

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი გამოხატავს განწყობილებას. ეს წიგნი გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო ავტომატებად იქცევიან. "1984“ ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ შეიძლება დაცალო აზროვნებისგან.

3. „ჯეინ ეარი“ – შარლოტ ბრონტე
ვიქტორიანული ინგლისი. ღარიბ გოგონათა პანსიონატში გატარებული რვა წლის შემდეგ ობოლი ჯეინ ეარი ტორნფილდში ედვარდ როჩესტერის მამულში აღმზრდელად იწყებს მუშაობას მეპატრონე იშვიათად არის მამულში და მისი არყოფნის დროს ჯეინმა თვალყური უნდა ადევნოს რვა წლის აღსაზრდელს ადელ ვარანსს ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება და ასე იწყება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული ისტორია.

4. “მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი

მარკესი მაგიური სამყაროს შექმნის დიდოსტატია. მწერლის ჯადოსნური პერსონაჟები წიგნიდან წიგნში ინაცვლებენ და მკითხველს სულ უფრო შთამბეჭდავ სამყაროში ამოგზაურებენ.

5. “ომი და მშვიდობა” – ლევ ტოლსტოი

„ომი და მშვიდობა“ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხებულია. უდიდესი მწერალი ლევ ტოლსტოი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და ჰუმანისტი, მძაფრად განიცდის მარცხს. ამ განცდით ატანილი და საკუთარ თავთან დარჩენილი მწერალი მუშაობას იწყებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანზე. რომანი სტრუქტურულად რამდენიმე ანტითემაზეა აგებული - ერთმანეთს უპირისპირდება ორი ომი და ორი ბრძოლა, ორი მხედართმთავარი და ორი ქალაქი და სათაური - ომი და მშვიდობა. ომი რომანში მხოლოდ ომი არ არის, საომარი მოქმედებები იკვეთება და ერთიანდება ადამიანთა კლასობრივი უთანასწორობის პრობლემებთან, თითოეული გმირის ბრძოლასთან, საკუთარ თავთან. მწერალი პერსონაჟთა განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნის. კეთილები და ბოროტები, ძლიერები, სუსტები, დიდგვაროვნები და გლეხები, სალონური საუბრები, ნადირობა, შეხვედრები და განშორებები, ბანქოს თამაში - ყოველდღიური მოვლენები - ეს მთელი ეპოქაა, რეალურიცა და გამოგონილიც - სიდიადით, ნამდვილობით, პატარ-პატარა ადამიანური ტრაგედიებით და უდიდესი კატასტროფით - დიდი ომით. ეს რომანი მწერლის განცდაა, რომელიც ჩანს ყველგან: მთავარი გმირების არაერთგვაროვან ხასიათებში, მათ გრძნობებსა და წამიერ სისუსტეებში, შემზარავ ბატალურ სცენებში, მშვიდ პეიზაჟებში. თავად გმირები გამორჩეულები და ხანდახან რჩეულები არიან, ხანაც უსახელოდ წასულები. ისინი რაღაც დიდის, დიადის წინაშე მარტო რჩებიან და ბრძოლას იწყებენ. მშვიდობა, რომელიც უარყოფს ომს. მშვიდობა მშვიდობაა და თან მთელი სამყარო. მშვიდობა თავისთავად ადამიანთა ბედნიერი, იდილიური ყოფაა, ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებით სავსე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დიდი სიყვარული და შინაგანი სიმშვიდე. სიმშვიდე, როგორც სულიერი მდგომარეობა. ადამიანი მხოლოდ ომებში არ იბრძვის, ყოველდღე იბრძვის ვინმესთან და საკუთარ თავთან. მშვიდობა ადამიანთა სულებში მხოლოდ ომის შემდგომ არ ისადგურებს, მშვიდობა ომის ანტაგონისტია. ომის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და არაერთხელ განხორციელებული ჩანაფიქრის.

6. “დევიდ კოპერფილდი” – ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსის გახმაურებული რომანი "დევიდ კოპერფილდი" 1950 წელს გამოიცა, მიეკუთვნება აღმზრდელობითი ხასიათის რომანს. ეს რომანი ასევე მიჩნეულია დიკენსის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებად. დავიდ კოპერფილდს მამა დაბადებამდე გარდაეცვლება და 7 წლის მერე მის ადგილს მამინაცვალი იკავებს, რომელთანაც თავიდანვე უმძიმდება სიტუაცია.

7. "სამი მეგობარი" - ერიხ მარია რემარკი

ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?

8. "ტრიუმფალური თაღი" - ერიხ მარია რემარკი

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.

9. “ოსტატი და მარგარიტა” – მიხაილ ბულგაკოვი

ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, – ეს არის რომანი სადაც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება უპირისპირდება, ის მომხმარებელს თავს ახვევს ადამიანის ბუნებას."ოსტატი და მარგარიტა" მსოფ.ლიტერატურის ისტორიაშია ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვნის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხზე.

10. "ნასესხები სიცოცხლე" - ერიხ მარია რემარკი

ერიხ მარია რემარკის რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ 1959 წელს გამოქვეყნდა. რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენილი ცხოვრების გატარება არ სურს. მას შემდეგ რაც იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან. „ნასესხები სიცოცხლე რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია.

11. "ბაბუაწვერას ღვინო" - რეი ბრედბერი

ნაწარმოების მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქალაქში, გრინთაუნში. რომანში აღწერილია 12 წლის დაგლას სპოლდინგის 1928 წლის ზაფხული. დაგლასი და მისი ძმა ტომი ზაფხულში ბაბუას ეხმარებიან ბაბუაწვერასგან ღვინოს დამზადებაში, საიდანაც წარმოსდგება ნაწარმოების სახელიც. რომანში ნათლადაა წარმოჩენილი ბავშვის თვალით დანახული სამყარო და ამ შეხედულებების თანდათანობითი ცვლა. ვარაუდობენ, რომ დაგლას სპოლდინგის პროტოტიპი თავად რეი ბრედბერია და ეს ნაწარმოები სწორედ მწერლის მოგონებებს ეფუძნება.

13. "ნათლია" - მარიო პიუზო

ეს წიგნი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 70-იან წლებში გადაღებული ფილმის "ნათლიას'' შემდეგ. მასში მოთხრობილია ამერიკაში ჩასული სიცილიელების ამბავი, რომლებიც გახმაურებული მაფიოზური კლანის წევრები არიან. ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის. მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. 1970-იან წლებში რომანი ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ამავე სახელობის ლეგენდარული ფილმი გადაიღო. ფილმის სცენარი თავად პიუზომ დაწერა.

14. "სამი მუშკეტერი" - ალექსანდრე დიუმა

,,სამი მუშკეტერი“ მე-17 საუკუნის საფრანგეთში გვამოგზაურებს. ეს საუკუნე გამორჩეული იყო სამეფო კარის ინტრიგებით. როგორც თავად ალექსანდრე დიუმა წერს, იგი სამეფო ბიბლიოთეკაში შემთხვევით წააწყდა ,,ბატონ დ’ არტანიანის მოგონებებს“, რაც გახდა კიდევაც ამ ნაწარმების შექმნის საფუძველი.

15. " ანა კარენინა" - ლევ ტოლსტოი

ეს არის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, - ჰყავს გავლენიანი მეუღლე და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას... მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.

16. " მექანიკური ფორთოხალი" - ენტონი ბერჯესი

ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი შეიქნა.

17. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - ერიხ მარია რემარკი

”ერიხ მარია რემარკმა ამ რომაზე მუშაობა 1945 წელს დაიწყო (სწორედ ამ წელს გამოიცა პირველად "ტრიუმფალური თაღი"). რომანში მოქმედება ვითარდება 1944 წლის რუსეთში/გერმანიაში და მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაც - ერნტს გრებერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იმყოფება და ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სამკვირიანი შვებულებით ბრუნდება გერმანიაში. მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული გრებერი აღმოაჩენს, რომ მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულიყო და მშობლებიც უკვალოდ დაკარგულიყვნენ. თავგზააბნეულ ერნსტს მოაგონდება იმ ექიმის მისამართი, რომელიც დედამისს მკურნალობდა. ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოებს, თუმცა შინ მისი ოცი წლის ქალიშვილი, ელიზაბეტ კრუზე დახვდა. საერთო გასაჭირით დაახლოებულ ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან, თუმცა მათ სიყვარულს მომავალი არ უწერია...”

18. "კაცი რომელიც იცინის" - ვიქტორ ჰიუგო

წიგნი მოგვითხრობს XVII-XVIII საუკუნის ინგლისზე, მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი. როდესაც გვინპლეინი გაიზარდა მან სახელი გაითქვა როგორც “კაცი რომელიც იცინის”, რადგან ის, ურსუსი და დეა ქალაქ-ქალაქ დადიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ, ხალხისთვის საკმარისი იყო რომ მისი სახისთვის შეეხედათ, ისინი მაშინვე მხიარულებას მიეცემოდნენ.

19. "ძმები კარამაზოვები" - ფიოდორ დოსტოევსკი

რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა. რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის ფილოსოფოსებსა და მწერლებზე. ერთი ვინც ამ გენიალური საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა, იყო ჯეიმს ჯოისი, ხოლო ზიგმუნდ ფროიდმა "ძმებ კარამაზოვებს" უწოდა "ყველაზე დიდებული რომანი, რაც კი ოდესმე დაწერილა".

20. "მშვიდობით იარაღო" - ერნესტ ჰემინგუეი

პირველ მსოფლიო ომში, ლეიტენანტი ჰენრი, მოხალისე ამერიკელი, რომელიც იტალია-ავსტრიის ფრონტზე მოხვდება, საკუთარ თავზე გამოცდის ომის საშინელებათა ყველა ეპიზოდს, დარწმუნდება ომის უაზრობაში და საბოლოოდ გამოეთხოვე იარაღს. მაგრამ გვიანღაა. ბოლო სურათში ჩვენ მას ვხედავთ საბოლოოდ განადგურებულს, ყველაფერზე ხელჩაქნეულს და იმედგაცრუებულს. ის უკვე „დაკარგული თაობის“ წარმომადგენელია.

21. "გოგონა დრაკონის ტატუთი" - სტიგ ლარსონი

"გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ "მილენიუმის ტრილოგიისა", რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.


22. "უმანკოების მუზეუმი" - ორჰან ფამუქი

"უმანკოების მუზეუმის" წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა - ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.
"უმანკოების მუზეუმი" - ფამუქის მერვე რომანი - 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია - ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.


23. "სიყვარულის ორმოცი წესი" - ელიფ შაფაქი

თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!

24. "წითელი და შავი" - სტენდალი

სტენდალის რომანის ამ სათაურზე ლიტერატურის კრიტიკოსები დღემდე დაობენ. ერთი რამ კი ფაქტია: სტენდალის "წითელი და შავი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა.

25. "ლამაზი მეგობარი" - გი დე მოპასანი

წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა ადამიანის გარდასახვის ისტორია, ღარიბი ქუჩაში მოხეტიალე ბიჭიდან ამბიციურ, ყველაფერზე წამსვლელ, ქალთა გულთამპყრობელ და ანგარებიან მამაკაცად.

26. "დიდოსტატის მარჯვენა" - კონსტანტინე გამსახურდია

რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

"დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო. მაგრამ ფაქტობრივად რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე. ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.

"დიდოსტატის მარჯვენა" იყო კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ ბელადის პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა.

27. "დონ კიხოტი" - სერვანტესი

„მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. რომანში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ. ესპანურიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ. „მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ამ წიგნზე უფრო ღრმა და ძლიერი ნაწარმოები. დღესდღეობით ესაა ადამიანური აზრის უკანასკნელი და უდიადესი სიტყვა. ესაა ყველაზე მწარე ირონია, რომელიც ოდესმე გამოუთქვამს ადამიანს. დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანებისათვის ეკითხათ: „აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო“, - ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა „დონ კიხოტი“: „აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, - შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ?“ თეოდორ დოსტოევსკი.

28. "მარტინ იდენი" - ჯეკ ლონდონი

მარტინ იდენი თავისი საუკუნის მსხვერპლია, ისევე როგორც ჯეკ ლონდონი. გროშებისთვის წერს გასართობ მოთხრობებს, პამფლეტებს, პოემებსაც კი: იძულებულია, დაახურდაოს და დააწვრილმანოს თავისი ნიჭი. მარტინ იდენს ჯეკ ლონდონივით აწუხებს რეალობა - როცა ინტელექტუალური, უშუალო, გულწრფელი შემოქმედი ბოროტი და ანგარებიანი მაღალი საზოგადოების პირისპირ მარტო რჩება, როცა სიყვარულიც ვერ ერევა ამ საზოგადოების ანგარებას.

29. "დორიან გრეის პორტრეტი" - ოსკარ უაილდი

"დორიან გრეის პორტრეტი" პირველად 1890 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება.

30. "გრაფი მონტე-კრისტო" - ალექსანდრე დიუმა

„გრაფი მონტე–კრისტო“ ალექსანდრე დიუმას ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ვრცელი სათავგადასავლო რომანია. სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მეზღვაური, ედმონდ დანტესი, რამდენიმე თავისი ახლობლის მუხთლობის შედეგად ციხეში ხვდება. სამუდამო ტყვეობისთვის განწირული დანტესი ციხეში აბატ ფარიას გაიცნობს, რომელიც მის მასწავლებლად და დამრიგებლად იქცევა, ხოლო სიკვდილის წინ აურაცხელ განძს უანდერძებს. მოულოდნელად გამდიდრებული ტუსაღი ციხიდან თავის დაღწევას ახერხებს, განძს პოულობს და აქედან იწყება იდუმალებით მოცულ გრაფ მონტე–კრისტოდ ქცეული დანტესის შურისძიება უკლებლივ ყველას მიმართ, ვინც უდანაშაულო ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაწირა.




P.S. კარგი იქნება თუ თქვენს საყვარელ წიგნებსაც გამიზიარებთ...



№1  offline წევრი drogardasuli

ნამდვილად რჩეული წიგნებია <3
მე მაგალითად დავამატებდი
"ქარწაღებულნი"
"ქარიშხლიანი უღელტეხილი"
"ცუდი გოგოს ოინები"
"მარიამ სტიუარტი"
"ფრანით მორბენალი"
"ყვავილები ელჯერნონისთვის"
"დიდი სახლის პატარა დიასახლისი"
"ბიძია თომას ქოხი"
"თამაში ჭვავის ყანაში"
"დუბლინელები"
"ხაფანგი ნომერი 22"
"საბრალონი"
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

drogardasuli
ნამდვილად რჩეული წიგნებია <3
მე მაგალითად დავამატებდი
"ქარწაღებულნი"
"ქარიშხლიანი უღელტეხილი"
"ცუდი გოგოს ოინები"
"მარიამ სტიუარტი"
"ფრანით მორბენალი"
"ყვავილები ელჯერნონისთვის"
"დიდი სახლის პატარა დიასახლისი"
"ბიძია თომას ქოხი"
"თამაში ჭვავის ყანაში"
"დუბლინელები"
"ხაფანგი ნომერი 22"
"საბრალონი"
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"

ginda gagagijo ?

 


№3  offline წევრი For Love

drogardasuli
ნამდვილად რჩეული წიგნებია <3
მე მაგალითად დავამატებდი
"ქარწაღებულნი"
"ქარიშხლიანი უღელტეხილი"
"ცუდი გოგოს ოინები"
"მარიამ სტიუარტი"
"ფრანით მორბენალი"
"ყვავილები ელჯერნონისთვის"
"დიდი სახლის პატარა დიასახლისი"
"ბიძია თომას ქოხი"
"თამაში ჭვავის ყანაში"
"დუბლინელები"
"ხაფანგი ნომერი 22"
"საბრალონი"
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"

"დუბლინელების" კითხვა დღეს დავიწყე და ძალიან მომწონს

 


№4  offline წევრი Lindemann

მექანიკური ფორთოხალი დდ
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 


№5  offline წევრი მელანია

ქარწაღებული არის ჩემი საყვარელი წიგნი და მას დავამატებდი.შაგრენის ტყავი და მარიამ სტიუარტიც აუცილებლად წასაკითხია ჩემი აზრით

 


№6  offline მოდერი ჰოლანდიელი

ესაა თხუთმეტი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent