შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი და სიმართლე


23-02-2020, 21:21
ნანახია 1 983

ლამაზი ზღაპარიც კი სრულდება ოდესღაც... იცით უბრალოდ დამნაშავე ხშირად არ ვარ. მაინც მიწევს პასუხისგება. რატომ? განა ასეთი უსამართლოა ეს ყველაფერი? არამგონია, რომ ცხოვრების ბრალი იყოს. ეს ადამიანია. ადამიანია უსამართლო. იგი არც კი ცდილობს მიემსგავსოს ღმერთს. რატომ გგონიათ, რომ ყოველთვის მართლები იქნებით? დრო დადგება,რომელიც თვალს ყველას აუხელს. რისთვის ვილანძღებით? რისთვის ვტკენთ? საკუთარი სიამოვნებისთვის? და განა სხვისი ტანჯვის ყურება სიამოვნებას გვანიჭებს? ნუთუ მართლა? თუ საკუთარ ბრაზს ვანთხევთ სხვაზე? ორივე შემთხვევაში უსამართლობა არ არის? დიახ, უსამართლონი ვართ ყოველი ადამიანი, რომელიც ზემოთხსენებულს აკეთებს. გვგონია,რომ სიზმარში ვართ... ზღაპარი ლამაზად იწყება, მაგრამ რა... ბოლოს მაინც ისე ხდება, როგორც საჭირო იყო... სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც ის გადაგხდება თავს, რაც გეკუთვნოდა... შეიძლება არა იმ ადამიანებში, რომლებშიც გეგონა, მაგრამ აგიხდება... ან ცუდად და ან კარგად... გააჩნია რას იმსახურებ...
ეცადეთ ყველანი, რომ არავინ და არასოდეს არ განიკითხოთ, მითუმეტეს, თუ ის ამას შენგან არ იმსახურებს... საერთოდ განკითხვას არავინ არ იმსახურებს, თუ ის უფლის წინაშე არ დგას.. მე განვიკითხე და დიდი საშინელებაც მომიწია... მე დავარღვიე ყველა ის ზემოთხსენებული ცნება... და აი შედეგი. ახლა ვზივარ, ოთახში მარტოსული და სწრაფად ვკრიფავ ასოებს, რათა შევებრძოლო იმ აზრთა ტალღას, რომელიც ჩემს გონებაში იბრძვის, რათა ყველაფერი აქ გადმოიცეს, დალაგებულად და გასაგებად... იცით რა რთულია იყო ადამიანი? არა, უფროსწორედ მართალი ადამიანი? როდესაც შენს გარშემო ასეთი ადამიანი იშვითია, შენც ჰკარგავ ამის ჯინს, მაგრამ მთავარია ეცადო, რადგან ვიღაცის მაგალითი იქნები, რადგან ვიღაც ვეღარ იტყვის შენს გარშემო იმას, რომ მართალს არ იცნობს... და ისიც ასეთი გახდება და ვიცხოვრებთ ჭეშმარიტებაში...
რთულია და ამას ამიტომ ვარიდებთ თავს? აბა ტყუილია კარგი? ყოველდღე ჩემს თავს ძილის წინ და დილაობით ვატყუო, რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი მომხდარა, მაშინ როცა სამყარო თავზე მენგრევა? როდემდე? როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავები? როდემდე უნდა დავივიწყოთ ღმერთი? ნუთუ არ გვეშინია? ხალხნო მოეგეთ ჭკუაზე, რაგდან უბრალოდ სხვა გზა აღარ დაგვრჩენია იცით? შეიძლება ეს იყოს ბოლო წამი... ბოლო გაღიმება... ბოლო სიმართლე...



№1  offline წევრი ia da vardi da shroshani

მაგარია ძან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent