შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ სიყვარული , სულ სიყვარული.))


12-12-2015, 21:54
ავტორი Anna)))
ნანახია 6 762

*1* . ‘’ ალბათ რამდენჯერ მუზამტკივანმა,
უძილო ღამით თვალი აივსე,
მერე კი მაინც, გინდა თუ არა,
ჩაგძინებია ასე თუ ისე...’’

*2*. Accept Your Loneliness You Are Your Only Friend

*3* . ბოლო სიგარეტი ისე,
განწყობისთვის...
ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო.
თავს რომ მაწონებდი,მომაწონე.
შენ თმებს გამოვები,
არსად აღარ წავალ.
ჩემი არეული ქუჩა გავასწორე,
ღამე მივალაგე საწოლივით.
როგორ მოგეფერო, არ მასწავლო.
ისე ლამაზი ხარ დაწოლილი,
აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია,
რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ.
სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული-
სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო.
შენი სიახლოვე უფრო სიშორეა,
შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი.
სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან,
მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე.
შემომხედო...
მე ხომ ბოლო პოეტი ვარ,
ლექსებს უგულობა ასამარებს.
ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად,
ჩემი პოეზია-დასამალად.
/გიო აბესაძე/

*4* . არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.

*5*, რა დიდებული გრძნობაა ეჭვი, როდესაც იგი სიყვარულს ნიშნავს.

*6*, ისევ ეს ფიქრი გდევს წლიდან წლამდე,
საითაც უნდა მიაპყრო მზერა,
სულ გინდა,
რაღაც გულით რომ გწამდეს,
და სადღაც კიდევ
რაღაცის გჯერა.

*7*. სულ სხვა დროა და სულ სხვა სიჩქარე, იცვლება ხალხი,როგორც ხურდები, მაგრამ ერთხელაც თუ შეიყვარე, აუცილებლად უკან ბრუნდები

*8*. მხოლოდ ერთი რამ , მანამდეც მერეც - სულ სიყვარული ,
სულ სიყვარული.

*9*. სულ ერთი წუთით ვთქვი "არ მიყვარხარ" და გავიფიქრე –ალბათ მკვდარი ვარ

*10* . არ უნდა გვტკიოდეს ჰაერივით საჭირო ადამიან(ებ)ის სიშორე. უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს ასე.

*11*, როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. - ყოველთვის არის, გახსოვდეთ, ,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ".

*12*, “რა მოგისწრია, რა შეგიქმნია,. ანდა სად თქმულა, სადაურია,. ზოგის ცხოვრება მთელი წიგნია,. ზოგის კი მხოლოდ სათაურია”

*13* , იმედების გაცრუებას გეფიცებით, ახლა უკვე სხვა თემაა დაღამება (ს.შკადარევიჩი)

*14*. გადასალახი დიდი ხნის წინ გადაილახა,
მზით გამჟღავნებულ მთვარის ფირზე გადადის კადრი...
*ლე უნდა იყო, ადამიანს უთხრა - მიყვარხარ,
და მერე უცებ,, ერთ-ორ თვეში
-გადამიყვარდი. (დ.სულთანიშვილი)
*15*. მე გავაღვიძე ჩემი სიზმარი ,რომელიც ასე ძალიან გგავდა.

*16*. შეშლილობაშიც არის სიამოვნება , რაც მხოლოდ შეშლილებმა იციან.

*17*.მერე კი ერთხელ შენ დაგინახე.....
თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება სადღაც მოსაწყენ, ბნელ დერეფნებში ვიხეტიალე
და მერე უცებ ბნელში გადამალულ მზეებს წავაწყდი.....

*18*. რაც წავა და უკან აღარ დაგვიბრუნდება, ისაა სწორედ ცხოვრებაში სულზე უტკბესი.

*19*. არსებობს წამება წამების სიჩქარით.

*20*. ადამიანზე თუ გამუდმებით ფიქრობ,
დაგესიზმრება.
ყველაფერი ასეა.
მთავარი სურვილის სიძლიერეა.
რომელი უფრო სასწაულია,
როცა ადამიანები გვიქრებიან
თუ
როცა გრძნობები?
ალბათ არცერთს არ ვუფრთხილდებით.

*21*. ‘’მე ვწერ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩემს სულში ჩაიარეს და ვისაც რა შეეძლო, ის დამიტოვა; ზოგმა სევდა, ზოგმა სიხარული…ზოგმა გულგრილად ჩამიარა, ზოგმაც სიყვარული შემომაშველა…”

*22*. ,ასეც ხდება -
ქუჩაში მიდიხარ,
და ის დღეები წინასწარ გტკივა,
აქ რომ ვერასდროს ვეღარ გაივლი,
და საკუთარ სულს, ხელჩაკიდებულს,
ბავშვივით ნელა მიასეირნებ,
რომ ყველაფერი დაიმახსოვროს.

*23*.– მას მერე იმდენი დრო გავიდა.. წლები. და მაინც... სისულელეა ბედთან ჭიდილი.. ის, ვინც უნდა დარჩეს, მაინც დარჩება.. და წამსვლელი, კალთები რომც აახიო მაინც წავა.. ეგრეა და იმიტომ.. რაც გიწერია, არ აგცდება – მე კი ამის ყველაზე მეტად მჯერა

*24*. აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას-
გავიხადე და
მოვახურე ჩემი პერანგი.

*25*. დიდი ბედნიერებაა, რომ ელოდები და დაინახავ.
მაგრამ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია,
რომ არ ელოდები და დაინახავ.

*26*. სხვის სითბოს როგორ გავუძლო,
თუ
შენთან ყოფნა მსურს.?!

*27*. ისე მიყვარხარ , ასე მგონია ,თუ გაჩუმდები - გაგახმოვანებ.

*28*. ,,ბრუნდები შინ. იმზადებ ყავას, ჯდები სავარძელში და გარშემო სიჩუმე. მერე? მერე თავად წყვეტ ეს მარტოობაა თუ თავისუფლება!…”

*29*. დღემდე მჯერა, რომ თუკი გიყვარს - გიყვარს ბოლომდე,
დღემდე მჯერა, რომ თუ იტვირთე ჯვარცმა - აიტან!..



№1  offline წევრი maridb

კარგი იყო ძალიან^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი Anna)))

maridb
კარგი იყო ძალიან^^

მადლობა ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent