შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


26-01-2016, 00:12
ავტორი Anna)))
ნანახია 12 760

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*1*)მარტოსულებს არ შეუძლიათ თვითმყოფადობა,
ისევე
როგორც თქვენ თვითმკვლელობა
და
უკრავს
მარტოსულობის მელოდია
მარტოსულების ერთად ყოფნისთვის. /ლ.მ/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*2*)რამდენი კარგი რამე მოხდა დღეს,
რამდენი…
და მაინც,
როგორ მერჩივნა ამ ყველაფერს შენი ერთი ჩახუტება.

იქ,
სადაც არ ხარ,
სიხარული ფეხს ვერ იკიდებს,
მოდის,
ერთს შემოტრიალდება და…



ჩემი ყველა ფიქრი შენ გეძახის. /ნ.ჩ/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*3*)და თითქმის არასდროს უკან არ მოდიან,
როდესაც თავდახრით მიდიან ქალები.

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*4*)მე შენი ჯვარი ზურგით ვზიდე, შენ ჯვარზე მაცვი .

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*5*)ღამეა ფერადი
და
სიზმრებს უფერულს
ვეღარ აფერადებს
ვერც გამოღვიძება,
მითხარი პეპლებმა
როდემდე უფრინონ,
როდემდე ეფერონ
სინათლეს მინებთან,
თუ
მაინც არ უღებ
ფანჯრებს
და
ქარია,
ქუჩაში ფოთლები მისდევენ ერთმანეთს,
შენ დუმხარ
და
ხვდები,
ოთახში ცარიელ
კედლებმაც ისწავლეს,
ტკივილის მოთმენა... /ლ.მარგიანი/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*6*) სხვებს,რომ სტკიოდა უზომოდ ვწუხდი.
მე,რომ მტკიოდა არავინ წუხდა.
დღეს მთელ სხეულში ძლიერად ქუხდა.
დღეს მთელ სხეულში ტკივილის მუხტი
ხეთქავდა ვენებს.მინდოდა მეთქვა,
რომ ვეღარ ვკვებავ სიმშვიდის პირმშოს,
მე ვგრძნობ სხეულში შენს გულის ფეთქვას.
მე ჩემს თვალებზე შენს ცრემლებს ვიშრობ. (ზ.მუხიგულაშვილი)

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*7*)ფსკერზე
რომ
დგახარ
და
მაინც ვიღაცას ელოდები,
არა
იმისთვის ზედაპირზე
რომ
აგიყვანოს,
უბრალოდ გინდა სიამრტოვე ვინმეს გაუყო,
აუხსნელი სიყვარულივით. /ლ.მარგიანი/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*8*)ვერავის ვათბობ
და
ვეღარ ვთბები,
მიყვარხარ,
თუმცა
შემცივდა,
რახან
ჩასახუტებლად გავშალე ფრთები,
ყველგან მარტო ვარ,
სადაც შენ არ ხარ. /ლ.მარგიანი/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*9*)და
მაინც,
ნაგავია ჩემი ყველა ნაწერი,
თუ
მათზე ახლოს ვერ მოვედი შენს სულთან.

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*10*)*) მაინც ჩამქრალი თვალებით ვდგავარ,
ჩემი ქალაქის შუაღამეში
ამ
მილიარდი ნათურის ქვეშ.

რა ვქნა,
ცა ისევ მოღრუბლულია
და
ვარსკვლავები თუ ანათებენ,
მხოლოდ ნერვებში ისმის მათი ჩუმი ციმციმი

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით



*11*) მაინც ჩამქრალი თვალებით ვდგავარ,
ჩემი ქალაქის შუაღამეში
ამ
მილიარდი ნათურის ქვეშ.

რა ვქნა,
ცა ისევ მოღრუბლულია
და
ვარსკვლავები თუ ანათებენ,
მხოლოდ ნერვებში ისმის მათი ჩუმი ციმციმი..

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*12*)სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*13*)გახედავ ფანჯარას და ღამეა.
გახედავ და _ ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს.
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერზე გადამწვარი ნათურასავით
ჰკიდია თვითირონია.



სიყვარული კი ის ოთახია,
სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი. /ნ.ჩ/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*14*)არ ვიქნები მართალი,
თუ ვიტყვი:
ბევრ ვინმეზე მწყდება გული,
ბევრ რამეზე-მეთქი.

ერიხის “სამი მეგობარი” მახსენდება,
ბენზინგასამართი სადგურის ახლოს ტყემალი რომ ყვავის.

სენტიმენტალურია გარშემო ყველაფერი,
ვინც არ უნდა და რამდენიც არ უნდა იხტუნაოს.

რა აქცევს პოეტს გამოუსწორებელ რომანტიკოსად?
ემოცია.
გუშინ ოცდათერთმეტი წლის გავხდი,
ნახევარ ქალაქს გავახსენდი,
ნახევარმა ქალაქმა მომილოცა.

სინამდვილეში,
ერთი კაცი არ არის,
მოვიდეს და მხარზე გადამხვიოს ხელი.

ადამიანებს რა უნდა მოვთხოვო,
როცა მე თვითონაც ადამიანი ვარ.

ერთხელაც ავდგები
და ჩემს ყველა ნაწერს დავწვავ.

ქუჩაში რომ მივდივარ,
იმაზე ვფიქრობ,
ნაცნობ ადგილს როდის მივუახლოვდები,
შენი სიახლოვე როგორღა მენდომება.

თვალებს რომ ვახელთ,
სიმშვიდეს ვკარგავთ.

ცხოვრება ტყე-პარკი არ არის,
იჯდე ხის ძველ სკამზე,
მარტო,
ხელები გულზე გქონდეს გადაჯვარედინებული,
ფეხები – ერთმანეთზე
და იყო მშვიდად.

დედამიწა ყოველდღე ცარიელდება. /ნ.ჩ/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით

*15*)არ ვიქნები მართალი,
თუ ვიტყვი:
ბევრ ვინმეზე მწყდება გული,
ბევრ რამეზე-მეთქი.

ერიხის “სამი მეგობარი” მახსენდება,
ბენზინგასამართი სადგურის ახლოს ტყემალი რომ ყვავის.

სენტიმენტალურია გარშემო ყველაფერი,
ვინც არ უნდა და რამდენიც არ უნდა იხტუნაოს.

რა აქცევს პოეტს გამოუსწორებელ რომანტიკოსად?
ემოცია.
გუშინ ოცდათერთმეტი წლის გავხდი,
ნახევარ ქალაქს გავახსენდი,
ნახევარმა ქალაქმა მომილოცა.

სინამდვილეში,
ერთი კაცი არ არის,
მოვიდეს და მხარზე გადამხვიოს ხელი.

ადამიანებს რა უნდა მოვთხოვო,
როცა მე თვითონაც ადამიანი ვარ.

ერთხელაც ავდგები
და ჩემს ყველა ნაწერს დავწვავ.

ქუჩაში რომ მივდივარ,
იმაზე ვფიქრობ,
ნაცნობ ადგილს როდის მივუახლოვდები,
შენი სიახლოვე როგორღა მენდომება.

თვალებს რომ ვახელთ,
სიმშვიდეს ვკარგავთ.

ცხოვრება ტყე-პარკი არ არის,
იჯდე ხის ძველ სკამზე,
მარტო,
ხელები გულზე გქონდეს გადაჯვარედინებული,
ფეხები – ერთმანეთზე
და იყო მშვიდად.

დედამიწა ყოველდღე ცარიელდება. /ნ.ჩ/

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*16*)იმათზე ძვირფასი ადამიანები
არ არსებობენ,
ვინც
ხიდებივით არიან გადებული
ტანჯვასა
და
ბედნიერებას შორის,
ვინც
კი არ გადადიან,
გადავყავართ მეორე ნაპირზე.

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*17*)უბის წიგნაკში გასულ დღეებს ისე ვხაზავდი, როგორც პატიმარი თავის საკნის კედლებზე

შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*18*)მზე დღესაც გულიდან ამოვიდა,
თუმც
გარეთ ცა არის მოღრუბლული,
იყავი,
დატოვე სამოთხე
და
შენ ისევ სამოთხეს მიუბრუნდი.
მე ვზივარ ფანჯრებთან მოწყენილი,
ღრუბლები სიჩქარეს უმატებენ,
თუ
რამე ოდესმე გაწყენინე…
თუ
რამე,
ოდესმე მომიტევე…
შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*19*) „ვიგრძენი საშინელი სიცარიელე: მარტო დავრჩი მე - მესამედი. როგორც მიწიდან მესამედზე ამოძიძგნილი ბალახი, ცხოვრების შხამიანი ჰაერი რომ მოხვდება. ეს შუქი, ეს სინათლე, ეს სიანმდვილე, მოსაკლავად მოღერებული შენს ფესვებზე და შენს წარსულზე…“ ბ.ხ
შეეხე ზეცას შენი ფიქრებით


*20*)შენ მითხარი რომ
არ იყავი სიყვარულისთვის შექმნილი,
მე გიპასუხე რომ
არც ეს სამყაროა გიჟებისთვის,
გაგეღიმა და ჩამეხუტე,
გაზაფხული თენდებოდა
და მე ჯერ კიდევ მჯეროდა რომ
შეუძლებელია ადამიანი
საკუთარმა სიყვარულმა მოკლას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent