შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთ მა ნე თი..


27-12-2015, 22:34
ავტორი Anna)))
ნანახია 3 664

^1*) ოღონდ
დამიჯერე,
რომ ის,
რასაც დასასრულს უძებნი
რეალურად დაუსრულებელია.
ეს
ჩვენ ვიგონებთ
და ვაშენებთ
საკუთარი თავის ციხეებს,
ვიკეტებით და ვიჯერებთ
საკუთარ პატიმრობას.
ასე ყოფილა ჩემო,
ციხეს ყოველთვის
ერთი აშენებდა,
დანგრევას და
გათავისუფლებას კი
ორი სჭირდება:
ერთ მა ნე თი.. (კ.იამანიძე)


^2*)ზოგჯერ, როცა მინდა რომ დაგინახო,
მაღლა ვიხედები და
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ.
ვფიქრობ,რომ იმ წუთას
შენც იმავეს აკეთებ და ვმშვიდდები.

^3*)შენ ჩემში ერთი მთლიანობა ხარ
და არა ნეკნის ერთი ნაწილი.

^4*) ბოლოს კი ვამბობ - აღარ მიყვარხარ
და დაგრეხილი მიხურს თითები,
ზურგს უკან შიშით რომ დამალულან,
რომ არ გამოჩნდნენ ნიჩურიტები. (დ.ს)

^5*)ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება,
გარე განათება გლანდავს ფარდებიდან.
შენი ოთახიდან სამის ნახევარი
თეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა.
ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს,
იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით.
შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს
შენი მოლოდინის მკრთალი სილუეტი... (ბ.აბუთიძე)

^6*)მე და შენ ამინდებივით ვართ.
როგორც წვიმა, მოვდივარ ხოლმედროებით შენთან,მერე უკან ვბრუნდები,
მერე ისევ შენთან მოვდივარ,
უკვე მერამდენე დეკემბერია.

^7*) რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ... (რ.ა)

^8*)ასე არასდროს არ მყვარებია შენი მშიშარა სხეულის სითბო - თითქოს პირველად შეგახე ხელი, უკანასკნელად გიყურებ თითქოს...
^9*)ჩამაწვით გულში სიგარეტის მთელი კოლოფი,
ეს სიყვარულიც ცეცხლს მიეცით აღარ მჭირდება,
ყოველღამ ნასვამს მახსენდება ყველა მომენტი-
შენი არ ყოფნის და ყველა ნერვი ერთად მტკივდება. (ა.ზ)

^10*)აქ თოვლი მოვა და ვერ გავუძლებ თბილისის ყინვას,
არ გამიხსენებ,ისევ ჩუმად დაგავიწყდები,
მე კი დავაწერ ჩვენს სახელებს დაორთქლილ მინას ,
მაგრამ მე და შენ უკვე ერთად აღარ ვიქნები...
^11*)ამბობდი_
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ_ თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გამცვდარი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ_
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ... (თ.თაბაგარი)

^12*) და ვინც გატყუებთ ანდაც გულს გტკენთ
ანდაც გლანძღავენ,
ხშირად აკოცეთ შუბლზე ხოლმე.
არა სიყვარულისთვის.
მხოლოდ იმიტომ რომ დარწმუნდეთ,
სინდისის ძარღვი თუ უფეთქავთ
სულ ოდნავ მაინც.
^13*) საშინელებაა
როცა
ფსკერზე დგახარ
და
იცი,
ეს არ არის დასარული.
თავსაც მოვიკლავდი,
მაგრამ
თვითმკვლელობაში ჩამითვლიან

^14*) მე გიახლოვდები,
შენი მხრიდან კი მანძილი არ იცვლება.
ასე ვერასდროს შევხვდებით ერთმანეთს.

^15*) როგორ მინდა ცაში ოცნებები ვქექო,
როგორ მინდა თოვდეს, შენზე ვფიქრობ და წვიმს,
რა იქნება მინდვრის ჭიანჭველა მერქვას
და შენ იყო ჩემი საყვარელი მარწყვი.
^16*)გადამყოლი არ მყავს, რომ გადავხტე კლდიდან,
გადავყევი თუმცა, სხვა დანარჩენს თვითონ,
ძირს ჩამოყრილ ფოთლებს ხის ფესვებზე ვკიდებ
და გაყნულ ქუჩას სიარულით ვათბობ.
^17*)არიან, ცხოვრობენ, ზღაპარი როდია,
აქვთ უხმო ტკივილით ჩამქრალი თვალები,
და თითქმის არასდროს უკან არ მოდიან,
როდესაც თავდახრით მიდიან ქალები.

^18*)
ანნაბელ,
ეს შენი ცა არის,
ეს შენი ტყეა და მაწუხებს
მაგ შენი მუხლების ცახცახი
რომელსაც გული ვერ ავუწყვე
რიტმულად და ვუკრავ როიალს,
სიჩუმეს ხიჭვივით ვითმენ და
ეს სისხლი მთელ სხეულს მოივლის
და მოვა ისევ შენს თითებთან
^19*)მარტოობაზე ძნელი ყოფილა
შენი სიყვარული.
არ ვიცი,
წარმოდგენაც არ მაქვს
რას გრძნობენ სხვები,
მე კი
მკლავები მეწვის
შენი უარყოფილი ჩახუტებებით.
სისულელეა
ამ ყველაფერზე წერა მაშინ,
როცა ერთი ნაბიჯია ცამდე,
როცა
იმდენად მარტო ხარ,
რომ
საკუთარი თავიც აღარ
გერჩის... (კ.იამანიძე)

^20*)"მტკივნეულია როცა ვინმე
თვალში გაკლდება,
და ასჯერ მწარე, როცა ვინმეს
გულში აკლდები..."
^21*)"იქ,
სადაც არ ხარ,
სიხარული ფეხს ვერ იკიდებს,
მოდის,
ერთს შემოტრიალდება და…"

ჩემი ყველა ფიქრი შენ გეძახის.
ნ.ჩ

^22*)გამომიტანე საკუთარი სიმარტოვიდან,
თუნდაც მოკლული,
ოღონდ სულზე ნუ შემეხები.

^23*)"ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ასეთ ამინდებში უფრო მიმძაფრდება სიკვდილზე ფიქრი. უკვე მერამდენედ ვწერ ჩემი ცხოვრების შესაძლო ფინალს და ვხვდები. რომ ყოველი მცდელობა. რაღაც დავასრულო, უსასრულობაში გადადის."
^24*)მე ვცადე მაინც
და
ეს იყო რისთვისაც ღირდა,
სხვამ
კი
მხოლოდ
ის
შეამჩნია,
რომ
ვერ შევძელი,
ფეხზე ,
შეშლილი ვარ ოთხივე მხრიდან,
ყველა ნერვით
და
ყველა ძარღვით
და
ყველა შეგრძნებით.

^25*) ადამიანის წასვლის შემდეგ,
ჩვენ, მის დაკარგვას არ ვჩივით..
ჩვენ ჩვენი თავი გვენატრება,
ის ''ჩვენ'',
რაც იმ ადამიანებთან ვიყავით
და
ჩვენი რა ნაწილიც თან წაიღეს..

^26*) და იმის მერე სიყვარულში აღარ მიმართლებს.
რას არ მაძახდნენ, მექალთანეს, ცივსაც, უგულოს.
ჩემი ცხოვრება წაუღია ქვიან მდინარეს,
ახლა კი მიჭირს ვინმე ჩემად როგორ ვიგულო.

^27*)მზის ჩასვლის შემდეგ შენი მზერა ისე თბილია,
ზღვაში კი არა, მაგ თვალებში ვიბანავებდი

^28*)ხალხმრავალი ქუჩები ისეთი ცარიელია
სიყვარული რომ დავდო
ფეხს არავინ წამოკრავს.

^29*)გადამფრენ ჩიტებს ვუყურებდი -
შენ გამახსენდი.
.
მაგრამ ჩიტები ბრუნდებიან...
...
ჰო, ჩემო სიყვარულო, ვცდილობ გავერკვე, ვინ ვიყავი და ვინ ვარ.(თ.ნ)

P.S ‘’ შენი სიყვარული გადამდებია, გადასდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ‘’- ჰო ,აი ასე უანგაროდ მყვარხართ ყველა. ხშირად გაიღიმეთ, ყველა სიკეთე თქვენ.



№1 სტუმარი butia♥

Dzalian kargi iyoo:-)

 


№2  offline წევრი Anna)))

butia♥
Dzalian kargi iyoo:-)

მიხარია თუ მოგეწონა ))♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი Tiikkii

Dzaliann kargiiaa ^^ da gaagrdzelle rraa :*

 


№4  offline წევრი Anna)))

Tiikkii
Dzaliann kargiiaa ^^ da gaagrdzelle rraa :*

მადლობა .. love
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent