შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი


6-03-2016, 23:43
ავტორი მოლურჯო
ნანახია 13 573

შავ-თეთრი



ახლა ღამეა. როგორც წესი, ღამე უფრო მიყვარს ადამიანები.
გუშინ წავიკითხე, თუ თვალებს დახუჭავ, თავს ბალიშზე დადებ და იმ ადამიანზე იფიქრებ - ვინც გენატრება, ძალიან მალე ჩაგეძინება. დილით კი, ჩვეულებრივ, როგორც წესი, ღამეს დაელოდები.


შავ-თეთრი



მე არ მესმოდა ადამიანების, რომლებსაც უხდებოდათ ტანსაცმელი. ბაზრობაზე ნაყიდი. ძვირადღირებული ბრენდები. მე მესმოდა მამის, ოჯახის ზრუნვაში გათენებული ღამეების. მე არ მჯეროდა, მშრალი ურთიერთობების. მჯეროდა, ერთადერთი სიცოცხლის რომელიც არ მინდოდა ბოროტებაში დამეხარჯა. არ მჯეროდა ბუფეტში ნაყიდი ლობიანის. მჯეროდა მშიერი კლასელის. 13 წლისას, დედამ მითხრა: შენ ყველა ადამიანს შეაყვარებ თავსო რატო-მეთქი ვკითხე. იმიტომ, რომ შენ ხარ ძალიან თბილი ადამიანიო. დედაა ხო გესმით... ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები. სწორედ ამიტო მახსოვს დღემდე. ეს სულ რამდენიმე წინადადებაა, ჩემს თავზე. ამ ყველაფრით, ცუდადაც უსარგებლიათ. ახლა კი საკუთარი თავის სიმართლე და საკუთარი სისუფთავე მაქვს. არ მჯერა, რომ არავის ვახსენდები. მჯერა, ჩემს მიერ გაცემული ყველა სიტყვის. მჯერა, ვიღავ გაიხსენებს, როგორ შევუქე ძვირადღირებული ტანსაცმელი სინამდვილეში, საერთოდ არ მომწონდა.


შავ-თეთრი



იმ ფურცელზე, სადაც ჩვენზე ეწერა, სულ სულ თავიდან, ყველა ფიქრითა და ემოციით, პატარა გოგონას მივეცი. უკან სახლი დახატა, კუთხეში ყვითელი მზე. ყოველთვის, მხოლოდ ფურცლის ერთ მხარეზე ვწერ. მეორე მხარეზე, პატარა ბავშვები ხატავენ ბედნიერებას.


შავ-თეთრი



მე მიმატოვეს. და ჩემი თავი კი არა, ის ადამიანი შემეცოდა, ვინც ჩემგან წავიდა. არა იმიტომ, რომ მე მაგარი ვინმე ვიყავი, უბრალოდ, ისე მარტივია - დასაწერადაც აღარ ღირს. ამ წინადადებასაც, ღიმილით დავასრულებ.


შავ-თეთრი



უნდა არსებობდეს მოწყენილ ადამიანთა თავშესაფარი. მივიდოდი, შევეფარებოდი.


შავ-თეთრი



ერთ ადამიანს გააცნობდი სხვა მეგობრებს და ისინი აწყობდნენ ურთიერთობას - შენს გარეშე. საბოლოოდ, შენ რჩებოდი წაგებული.
ეს არ იყო დამარცხება, უფრო უსამართლობა.


შავ-თეთრი



არადა, გინდა შეგიყვარდეს ვინმე, შეგიყვარდება და ისეთი გამოდგება, მოგინდება საერთოდ არ გიყვარდეს.
არადა, არ გინდა მარტოობა, მაგრამ გირჩევნია


შავ-თეთრი



სიყვარული არ ვიცი, რა ფერია... მაგრამ ხანდახან, ძალიან მინდა, ვინმე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს და მისთვისაც ვიყო მნიშვნელოვანი. ვინმესთვის ხო შეიძლება, უბრალოდ, მნიშნველოვანი რომ იყო გარდა მშობლისა. და ვილაპარაკოთ სისულელეებზე, ველაპარაკოთ ერთმანეთს. ხანდახან, მომინდება ხოლმე. პატარაობაში, გვირილას ავიღებდი და დავიწყებდი წვალებას: ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ უყვარვარ...
ხანდახან გვჭიდება ადამიანებს, რაღაც გამოგონილი.
ახლა ამ ნაწერს ვწერ, და მთელი გულით მჯერა, რომ გამოგადგება.


შავ-თეთრი



როგორი სიტყვაა - მენატრება. დაახლოებით, ისეთი როგორიც ”მშია” და თუ არ დანაყრდი, ალბათ, დამთავრდები. ჰოდა, დავამთავროთ ეს ”მენატრები”, და მოდი.


შავ-თეთრი



ლუკა კუხიანიძე.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

რამდენიმე ფოტო მომეწონა...
but
ერთმანეთს არ უკავშირდებოდნენ...
სათაურიც არ უხდებოდასავით.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი მოლურჯო

წითური გოგონა
რამდენიმე ფოტო მომეწონა...
but
ერთმანეთს არ უკავშირდებოდნენ...
სათაურიც არ უხდებოდასავით.

შავ-თეთრი პირდაპირი გაგებით არ უნდა გაგეგო
გადატანითი მნიშვნელობითაა და ვფიქრობ რომ უხდება
--------------------
მარიამი

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

შენ ხომ ეგრე ფიქრობ?
ხომ გისწორდება?
ეგრე იყოს!
მაგრამ ჩემი აზრი ბანზე არ გააგდო და პროსტა წაიკითხე! fellow love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4 სტუმარი Mehidos achrdili

Ubralod vityvi...kargia))

 


№5 სტუმარი кети

Каргиа.зоги азри цховребис сеулицаа.гули арасдрос ар унда гаитехо.

 


№6 სტუმარი Tiko chiko

:)) მთლად კარგიც არარისს fellow

 


№7  offline წევრი Ponyo

არ მიზიდავს ასეთი დეპრესიული სიახლეები და არც ეს საიხლე იყო გამონაკლისი, მიუხედავად ამისა, ცოტა პროგრესი და სავარაუდოდ კარგი გახდება love

 


№8  offline წევრი sofo-sandro

კარგი იყოო.. მომწეონაა... ფოტოებიც აზრიანიი ^_^ love
--------------------
-კარგია თუ იცი რა უნდა თქვა, მაგრამ უკეთესია თუ ისიც იცი, როდის თქვა და სად !!!

 


№9  offline წევრი sesili gogishvili

ძალიან მომეწონა ძაან მაგარი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent