შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენში ვიკარგები...


30-08-2015, 02:48
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 030

შემიყვარდი... იცი როდის?!..აი, მაშინ სულ პირველად რომ მოგკარი თვალი... არ გჯერა?!..არც მე მჯერა... რას ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე წამიანი ჩაფიქრება რაღაც ახლის დასაწყისი იქნებოდა... მე ხომ არ ვიცოდი, არ მჯეროდა ამ გრძნობის...მერე, ნელ-ნელა, ისე რომ ვერც მივხვდი ჯერ მშვიდ, შემდეგ კი აზვირთებულ ტალღებში დავიკარგე... იცი ახლა ღამეა, თბილი, მაგრამ ჩემთვის ცივი და ვგრძნობ როგორ უსაშველოდ მენატრები... ცრემლები სახეზე მიიკვლევენ გზას და თითქოს გულის თითოეული ტკივილიც გამოაქვთ... იცი, მჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და მაინც ვერ გამიგია რა ხდება ჩემს გარშემო... ზმანება ხარ თუ სინამდვილე?!.. იქნებ, არც არაფერი არსებობს და ყველაფერი უბრალო ფანტაზიის ნაყოფია... იქნებ, მართლაც ისეთივე ცხადია ეს გრძნობა როგორადაც ვგრძნობ... იქნებ ყოველი დამთხვევა უბრალოდ დამთხვევაა მე რომ ჩვენს ბედად შემირაცხავს... არ ვიცი, დავიკარგე და თან სწორედ შენ მაპოვნინე ჩემი მე... იცი რამდენი რამ არ მესმოდა შენამდე?!... და მაინც ბედნიერების ბურუსში გახვეული თავს მშვიდად ვგრძნობდი... ახლა ვისწავლე, სულით ხორცამდე ვიგრძნი სიტყვების - მონატრება, ტკივილი, სიყვარული, მისით გაღიმება - მნიშვნელობა... სამყაროს სულ სხვა ტონალობები დამანახვე და რაღაც არაამქვეყნიურ სივრცეში ჩამკარგე... არა, შენი რა ბრალია, მე თუ ასე სულელივით ჩავიკარგე შენს თვალებში... მგონია რომ შენს თითოეულ გამოხედვას, სიტყვას, გაღიმებას ვკითხულობ და შენც ზუსტად ასეთივენაირად ხედავ ჩემს განცდებს... იცი, როცა მონატრება მთლიანად მავსებს, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და შენთან ერთად სივრცეში ვიძირები... იმდენად ბევრს ვფიქრობ შენზე, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც... მართლა, დაუჯერებელია, მაგრამ ასეა.... ერთხელ, როცა ჩემს გარშემო არსებული სიცარიელით შევშინდი, შენ მეზმანე... არა აქ გასაკვირი ჩემთვის არაფერია... შენ ხომ ძილშიაც არ მასვენებ... მაგრამ,იცი, ყველაზე გასაოცარი რა იყო?!... დილით, თვალი რომ გავახილე, მე სულის ტკივილამდე მახსოვდა შენი ჩურჩული და ჩახუტება...უცნაურია, მაგრამ ცხადად ვგრძნობდი შენი მკლავების სიძლიერესა და შენს სურნელს... ის დღე ზღაპრულ ეიფორიაში ჩაკარგულმა გავატარე, როგორი ნეტარი იყო განცდა, რომ შენს ჩემს გვერდით იდექი... მამხნევებდი, ვერ გხედავდი და მაინც სწორედ შენ მინათებდი გზას... ან მაშინ შორიდან რომ „ზეცას შახენეო აპარეკავ“ გაისმა... იცი, ეს სიმღერა განსაკუთრებით უახლოვდება მონატრების უსაშველო საზღვრებს... რატომ?!... ჩვენ ხომ ერთ ცას ვუყურებთ... როცა მონატრებისაგან თავს ვკარგავ, ცას ვუყურებ და მე, შენგან გაშტერებულს, მწამს, რომ იმ უკედაგანო სივრცეს შენც ისევე შესცქერი და გეიმედება როგორც მე... ჩვენ ხომ ერთი ცა გვაქვს... ხანდახან, არა, სულ ყოველთვის დაწოლის წინ, როდესაც ჭერს შევხედავ, ვნატრობ, რომ მის მაგივრად შემეძლოს ცის ცქერა...ასე ხომ შენთან ერთად უფრო მეტ დროს გავატარებდი და უფრო მეტად შეგიგრძნობდი... იცი, რამდენად მტკივნეულად მინდა, თუნდაც სულ ერთი დღით უჩინმაჩინის მოსასხამის მოცმა და ფრენა... მაშინვე შენს სასთუმალს მივუჯდებოდი და შენს ყოველ ამოსუნთქვას დავითვლიდი... სულ სულ ერთ კოცნას მოგპარავდი, ნაზად შევახებდი ჩემს ტუჩებს შენს შუბლს და ტკბილ სიზმრებს გისურვებდი... მერე დილით შენს ძილისაგან გაბუშტულ სახესა და აბურდულ თმებს გავუღიმებდი და სულის ტკივილამდე მომინდებოდა შენი ჩახუტება... იქნებ, მზის სხივად ვიქცე, ასე ხომ დილით პირველი შემოვიჭრები შენს ოთახში და გაგაღვიძებ... ნაზად მოვივლიდი ჩემი სხივებით შენს სახეს და ახალი დღის დასაწყისს გაცნობდი... იქნებ, უბრალოდ ჩრდილად ყოფნა შევთხოვო უფალს და შენს თითოეულ ნაბიჯს მივდიო....არ ვიცი, საერთოდ აღარაფერი აღარ მესმის, გარდა იმისა, რომ მინდა ყოველ წამს, ყოველ წუთს გხედავდე, გრძნობდე და თან ისე, რომ ჩემი არსებობით არ გაწუხებდე...



№1  offline მოდერი sopiko

მომეწონაა <3 ძალიან ღბილად და მხატვრულად იყო გადმოცემული ყველა ემოცია...

მაიცააა ეს შენა ხარ? სად არის ისტორიის შემდეგი თავი <3 რომ ვერ გადაგიყვარებ ეგ ვიცი და გაგებუტები იცოდე :-D

 


№2  offline წევრი Be_the_ONE

მადლობა სოფი, უძალიანესად მახარებ შენი კომენტარებით love ოღონდ შენ არ გამებუტო და გპირდები, დღეს ან ხვალ აუცილებლად დიდ თავს დავდებ :D ♥ ♥ ♥

 


№3  offline მოდერი sopiko

მმმ მადლობაა (შეფერებული სმაილიკი :-D )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent