შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები


4-09-2016, 13:32
ავტორი ნარჩიტა
ნანახია 5 167

უინსტონ ჩერჩილი
"დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის”

"დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს”

"კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასანსლად ემზადება”

როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას”

პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე”


ჩარლზ ჩაპლინი

ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ”

"ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.”

ცხოვრება ახლო ხედიდან- ტრაგედიაა, ხოლო შორი ხედიდან- კომედია”

"მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი. (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)”

"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც…!”


კოკო შანელი -
"20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.”

"ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.”

"მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.”

"თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.”

"იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.”
მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.
მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებ
იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.
ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.
მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.
მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.
არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.


- ვუდი ალენი - "

"ლომს და კრავს ერთად შეუძლიათ დაწვნენ დასაძინებლად, მაგრამ საეჭვოა, რომ კრავმა კარგად გამოიძინოს.”

ტვინი ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი ორგანოა.”
პლატონი
◦ ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.
◦ ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთბინებაა.
◦ ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია
◦ სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
◦ იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
◦ სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
უილიამ შექსპირი
◦ უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.
◦ ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.
ბერდნარდ შოუ
◦ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
◦ გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
◦ არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.
◦ პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.
◦ ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა - სხვას ასწავლის.
ჯორჯ ვაშინგტონი
◦ ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის.

ლეონარდო და ვინჩი
◦სიბრძნე-გამოცდილების ასეულია.
ვოლტერი
◦ მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებათ, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.
◦ ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.
◦ საუკეთესო კარგის მტერია.
ალექსანდრე დიუმა უფროსი
◦ რა ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის.
◦ ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი.
აგატა კრისტი
◦ ყველაზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია.
არისტოტელე
◦ ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა
◦ ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.
პიერ ბომარშე
◦ ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე.
ჟან დე ლა ბრუიერი
◦ ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს-კომედიაა.
ჯონ ლენონი
◦ ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, მანამ სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.
ალბერ კამიუ
◦ მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.
პიერ ბუასტი
◦ წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ.
პოლ ვალერი
◦ ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
თაგორი
◦ ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე - სიკეთე ვქნაო, დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ კეთილი იყოს.
პემ ბრაუნი
სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანიურია, მეგობრობა კი ახლადგაომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური პური და ორისათვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა, სჯობს, ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს.



№1  offline მოდერი desktop

სულელური პოსტია ცოტა არ იყოს..
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№2 სტუმარი Uhuu

Iko uazrobebic cota magram bevri dzaalian momecona madloba am statiistvis

 


№3  offline წევრი qetusi

Zogii mosabezrebeliaa martlac da uintereso magram bevri ramis swavla sheidzleba :)

 


№4 სტუმარი ნია ავლოხაშვილი

ადამიანმა მის ორ თვალს და ყურს უნდა დაუჯეროს და არა სხვის ერთ პირს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent