ავთო, ნინა და სხვა ბავშვები რომლებმაც ცხოვრება ვერ მოასწრეს
იცით რა არ მესმის? ადამიანი რომ კვდება ფაქტია, თუ სიკვდილმა ადრე მოუსწრო ძალიან სამწუხაროა და მთელი გულიც ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ვილოცებ მისი სულისთვის, მაგრამ მე მას ვერ ვუთანაგრძნობ. მე არ ვიცოდი ის როგორი პიროვნება იყო, მე არ ვიცოდი მისი ღიმილი, მისი ტკივილი, განცდები და გრძნობები. მე უბრალოდ ვიცი 1000 კაცის დაწერილი სტატუსი. იმედი მაქვს რომ ავთოც, ნინაც და სხვა ბავშვებიც რომლებმაც ცხოვრება ვერ მოასწრეს ისევე უყვარდათ ცხოვრებაში როგორც ახლა ყველას უყვარს. იცით რაარი, მე თუ მალე მოვკვდები არ მინდა ყველამ გაიგოს, არ მინდა სხვა არჩევდეს რატომ მოვკვდი. არ მინდა რომ მთელი საქართველო მიხსენებდეს და ყველა მეორე სტატუსი ჩემზე იყოს. არ მინდა თუ თავი მოვიკალი ვინმე ამბობდეს რომ სულელი ვარ - თუ მე ეს ვქენი ანუ მიზეზი მქონდა და ეს მითუმეტეს ვინც არ მიცნობს იმათი გასარჩევი არაა. არ მინდა ვინმემ განსაჯოს ჩემი მკვლელი - მას ამ ცოდვით ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს და აქ თუ არა იმ ცხოვრებაში მაინც მოეთხოვება. არ მინდა ჩემ საფლავზე მოვიდეს ის, ვინც ყოველდღე თვალებში მიყურებდა და ვერ მხედავდა. არ მინდა მოვიდეს ის ვინც გული გამიტეხა და მიმატოვა. არ მინდა მოვიდეს ის ვინც თავი მეგობრად მომაჩვენა და მერე მიღალატა. მირჩევნია ჩემ საფლავზე არავინ არ იყოს იმათ ყოფნას ვინც ცხოვრებაში არ მაფასებდა. მინდა ყველას მოგცეთ რჩევა, გიყვარდეთ ხალხი სანამ ცოცხლები არიან თორემ მკვდარი კატაც ყველას ეცოდება :))
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.