(***შენ გეძინა, იმ ღამით...) ლუკა კუხიანიძე
შენ გეძინა იმ ღამით და მაინც ვერ ვიძინებდი, შენზე ფიქრში. რამხელა ისტორია აქვთ ადამიანებს, რამხელა... რომლებმაც ერთმანეთი მხოლოდ ერთხელ ნახეს. ბევრი რამ, ჩემში უცნაურია: მაგალითად რძისფერი მაქვს ცხოვრება და რძეზე გული მიბრუნდება. ალბათ, ასეც ჩაიფიქრეს: რაც არ გვასვენებს, გვაღიზიანებს, არ გვეშვება იმის ფერს ვღებულობთ, რომ ცოტათი მაინც დავემსგავსოთ. ზიზღი, ყველაზე დიდი სიყვარულია. ცდება, ცრუობს ვინც ამბობს, რომ ადამიანს ერთი სიცოცხლე აქვს. თუ გიჭირს, ერთღამეში ცხრაჯერ დაიბადები. ცხოვრება ისეთი მტკივნეულია, ერთი სიცოცხლით დღესაც ვერ გახვალ. სექსუალურია ფრაზები: უცხო პირათა შესვლა აკრძალულია, დაკეტილია. მხოლოდ ქალებისთვის. სექსუალურია ბავშვის ტანსაცმელის თვალიერება, სექსუალური ხარ შენ თვითინ, როცა ბავშვს ელი. სექსუალურია იმაზე ფიქრი, რომ მამა იქნები, რომ შენი შვილის დედას მიხედავ. მკურნალია მომავალი, რადგან აუცილებლად, ყველაფერი გაუმჯობესდება. სანამ ცალ-ცალკე ვართ, ყოველ ღამით მოვკვდები და დავიბადები. შენთვის, რომ დილით (ისევ) ბავშვურად მიყვარდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.