შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამონათქვამები


6-11-2016, 15:11
ავტორი ნარჩიტა
ნანახია 8 237

1. ,,ამ ცხოვრებაში ჩემთვის არც ერთ ძაღლს არ უკბენია, სამაგიეროდ ძალიან ხშირად მკბენდნენ ადამიანები..."
მერლინ მონრო
2. ,,ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახო, იმიტომ რომ მისი თვალები კარია მისი გულისაკენ-იმ ადგილისაკენ, სადაც სიყვარული ცხოვრობს..."
მამა გაბრიელი
3. ''ქალები რომ მხოლოდ ერთი კაცის გულისთვის იცვამდნენ, ამდენ ხანს ნამდვილად არ გაგრძელდებოდა ჩაცმა.''
მარსელ აშარი
4. ისე არ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ ეს სასწაული არ იგემო – გეძინოს იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს.
გაბრიელ გარსია მარკესი
5. ,,ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენ ვუყვარვართ ჩვენი სიკარგის გამო. მაგრამ ვერ ვხვდებით – ვუყვარვართ იმიტომ, რომ კარგები არიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ."
ლევ ტოლსტოი
6. ,,ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს."
ოთარ ჭილაძე
7. „პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.“
ანტონ ჩეხოვი
8. ,,რაც უფრო მეტს ანახებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მით უფრო მეტად გაგიმეტებს, რომ გული გატკინოს."
ოტია იოსელიანი
9. საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც ბედი გვანიჭებს - ესაა ადამიანები, რომლებსაც ვეუბნებით: "მადლობა, რომ არსებობ."
- ერსინ ტეზჯანი
10. "დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს, ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს მიეციო, დედა მაგას იქმს, შვილმა კი დედისათვის რომ ეგა ქნას, დედას ეწყინება".
ილია ჭავჭავაძე
11. ,,არ ფანტო დრო იმ ადამიანზე,რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან ერთად გაატაროს"
გაბრიელ გარსია მარკესი
12. ნუ ეტყვი მეგობარს იმას, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს.
შოპენჰაუერი
13. მე ჭკუიდან შევიშლებოდი ამქვეყნიური უსამართლობისგან, რომ არ ვიცოდე, რომ უკანასკნელი სიტყვა ღმერთს ეკუთვნის.
წმინდა პაისი ათონელი
14. “გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამ ქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია”.
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
15. "ადამიანებმა, რომლებსაც დიდი მწუხარება დააქვთ გულით, იციან, თუ როგორ დაამშვიდონ სხვა."
მარკ ტვენი
16. სპილო ხორთუმითა კლავს მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა.
კონსტანტინე გამსახურდია
17. რამდენადაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მეტია მათ შორის გაუგებრობა და უთანხმოება. და რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთურთს, მით უფრო უცხონი ხდებიან”.
-ერიხ მარია რემარკი
18. ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე,მაგალიტად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი,რასაც მოითხოვდნენ.”
ერნესტ ჰემინგუეი
19. “ადამიანები იმიტომაც ბერდებიან,რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო,მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი”
-გოდერძი ჩოხელი
20. ,,ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუსმინო მაგრამ, საუბარი ყველასთან არ ღირს''
არტურ შოპენჰაუერი



№1 სტუმარი snameist

ვაუ იტ ის გრეატ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

heart_eyes
snameist
ვაუ იტ ის გრეატ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.“
ანტონ ჩეხოვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent