შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი გრძნობები ...


9-11-2016, 20:47
ნანახია 3 482

ნატიფ გრძნობას ეხუმრებით, ბატონო და
მეშინია არ დაიწვათ გრძნობის ალში.
არ მიწყინოთ სითამამეს გამოვიჩენ,
წლები გადის და ჩემიდან მაინც არ გშლით.

თქვენს ყვავილებს მთის სურნელი დაჰკარგვია,
სიმამაცეს ვეღარ ვხედავ თქვენივ კვალში.
ვიცი გწყინთ და თქვენი წყენა არ მარგია,
არ გაბრაზდეთ ჩემს გულში, რომ ხატად დარჩით.

თქვენზე ფიქრში მითენდება ყოველი დღე,
ღამე ვხვდები - სხვა ვერასდროს მეყვარება.
მე და მთვარე ვარსკვლავებს, რომ მივაძინებთ,
თქვენზე ვფიქრობთ და ძილი არ გვეკარება.

გათენებულს ახალი დღე მაფრთიანებს,
უნებურად ფიქრი თქვენზე მეტანება.
გთხოვთ მომეშვათ, ამ სიყვარულს ვაღიარებ
მაგრამ სევდა იარებზე მემატება.

თქვენ ამ გრძნობას ეხუმრებით, როგორც ვხედავ
მე ხუმრობა წლებია არ მეკარება.
სხვას შეირთავთ?.. არ იდარდოთ გთხოვ ბატონო,
თქვენი თავი ჩუმად მაინც მეყვარება.

მზეც კი ვხედავ თქვენს ჭკუაზე მოგიმართავთ,
რაც მიყვარხართ მისი სითბო მენატრება.
რატომ გიკვირთ, ანდა ასე რატომ მიცქერთ,
ჩემი სული თქვენს გარეშე ვეღარ თბება.

იცით? მახსოვს ჩემებურად რომ დაგხატეთ,
ვერ ვივიწყებ იმ წამინდელ აგონიას.
ვერ შევძელი... სიყვარული ვერ განახეთ,
აწი იგრძნობთ? მაპატიეთ... არ მგონია.

გიყურებთ და ემოცია მემატება,
თქვენს ნახვაზე ჩიტებიც კი ყუჩდებიან.
თქვენი სახე დასანახად მენატრება,
მთელს ქალაქში ახლა გრძნობის ქუჩებია.

მომიტევეთ გთხოვთ ბატონო სითამამე,
ალბათ წვიმამ იმოქმედა ჩემზე ასე.
მაგრამ მაინც რომც არ წვიმდეს, მინდა გითხრათ
რომ ჩემს ყოფას, ყველა კუთხით სუფთად ავსებთ.

როგორც წესი სითამამე არ მჩვევია,
მართალია სასმელი ხალხს ათამამებს.
ვიცინი და თვალებს ცრემლი ამჩნევია,
გავიძახი - დღეის შემდეგ აღარ დავლევ.

რახან ვიწყე დავამთავრებ სათქმელ გრძნობას,
შემიყვარდით ბატონო და ვერ გივიწყებთ.
გავა დრო და დაივიწყებთ ამ ჩემს თრობას,
დაივიწყებთ გრძნობები, რომ გაგიშიშვლეთ.

ისევ ვხედავ წვიმა დარდს, რომ მოაგორებს.
სევდისფრობას შევჩვეოდი შემეშინდა.
გიყურებთ და ამ დროს ვფიქრობ, რომ გავთხოვდე
და თქვენ ჩემი ქმარი გერქვათ ძლიერ მინდა.

ოჰ ბატონო... გთხოვთ სასმელი მომაშორეთ,
მეც რომ დავთვრე უნებლიეთ რამე მეთქვას.
ხომ ხედავთ, რომ ამდენ ტკივილს მოგაშორეთ,
მსურს დღეიდან მხოლოდ თქვენი ცოლი მერქვას.

ჩუმი 'პოეტესა'

[video=https://www.youtube.com/watch?v=vWsy-YLA45E]



№1 სტუმარი Guest კოკი

momewonaa ... kargi iyoo ❤❤❤

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

https://www.youtube.com/watch?v=vWsy-YLA45E
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3  offline წევრი elenegabunia1

საუკEთესოოხარ

 


№4  offline წევრი kakulia

მომეწონაააააააააა heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

იცით? მახსოვს ჩემებურად რომ დაგხატეთ,
ვერ ვივიწყებ იმ წამინდელ აგონიას.
ვერ შევძელი... სიყვარული ვერ განახეთ,
აწი იგრძნობთ? მაპატიეთ... არ მგონია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent