მენატრები
იცი რაარი? მომენატრე! მართლა. ძალიან. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანი ვებრძოდი ჩემს თავს, მეგონა დაგივიწყე კიდეც მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ... მეგობრებიდან წაშლა "სოფლელობაა" ამიტომ უნდა მყავდე ნიუს ფიდზე. დიდი ხანია შენი არაფერი არ მინახავს, არადა იყო დრო ჩემთვის წერდი ყველაფერს, დღეს ვნახე, უბრალო სურათი სხვა არაფერი, და მომენატრე.სასწაული გრძნობაა რომ ხვდები რო ისევ ძალიან გიყვარს, გიყვარს და გტკივა რო აცნობიერებ შენი არასდროს არ იქნება. ფოტოზე კომენტარი, ვიღაც გოგოა, შენც გულებს უწერ, არადა იყო დრო ის გოგო მე ვიყავი, მე მიწერდი გულებს და მარტო მე გიყვარდი. არ გადავალ მის ვოლზე, რატომ უნდა გადავიდე მე ხომ ეჭვიანი არვარ, თან ჩემი საქმეც არაა.. გადავედი... ფოტოებს ულაიკებ.. ჩემი ფოტო ბოლოს როდის დაალაიკე? როდის მომწერე ან მომიკითხე? ასე რატომ დამკარგე? მე მჭირდები! ეგოისტი არ ვარ მართლა უბრალოდ მტკივა, ყველაფერი მტკივა სხვასთან რო გხედავ. როცა ვიცი რომ ყოველ საღამოს მის სანახავად გადიხარ და ნოემრის სუსხიან ღამეს მასთან ერთად იყინები. არადა ის გოგო მე ვიყავი... არადა ეს ყველაფერი ჩვენი იყო...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.