ყველაფერი,ყველაფერი..
"რომ ვერასოდეს ვისეირნებთ მთვარიან ღამით, არც მზის ამოსვლას შევესწრებით, ჩვენ ხომ საერთო მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ ცუდად ვართ ათასი რამით, მაგრამ ცალ-ცალკე (ძვირფასო) და უერთმანეთოდ." გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს, და ერთმანეთის სევდა გავლიოთ. ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე, ვაჯობოთ მარტს და აქეთ ავრიოთ. ყველაზე მეტად მაშინ მიყვარხარ,როცა ვჩხუბობთ, ამ დროს მეშინია შენი დაკარგვის და გულში ათასჯერ ვიმეორებ,რომ უშენოდ ყველაფერი აზრს დაკარგავს! ძალიან მძიმეა, როდესაc ადამიანი გეუბნებოდა: მიყვარხარ. და გპირდებოდა სამუდამო სიყვარულს. ახლა კი შენ წინ დგას და გეუბნება, რომ აღარ უყვარხარ. სადღაც უნდა არსებობდეს სიყვარული, რომელსაც არ აქვს დასასრული ჩემი სიყვარული უცნაურია: მე შენ მომწონხარ და კიდევაც შეიძლება ეს მოწონება დიდი სიყვარულის დასაწყისი იყოს, მაგრამ თუ არ გააკეთებ ჩემთვის არafერს, დამავიწყდები - როგორც უკანასკნელი. მეღიმება ხოლმე, რომ მეკითხები, რა ხდება ახალი და კარგიო.-- არ ვიცი, ამ დროს რა გიპასუხო, როცა ყველაზე ახალი და კარგი შენ ხარ… მაგრამ, არ ხდები "ვარ ბავშურად ბუტია და ჯიბრიანი, შენი სუნთქვა არის ჩემი ატმოსფერო, და მაშინაც, როცა თვალებს გიბრიალებ, მინდა გულში ჩაგიკრა და მოგეფერo" ახლა მითხარი რა აზრი აქვს ამ შემოდგომას, როცა სხეულში უშენობა ბღავის ბავშვივით... დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებთან უნდა მოდგომა, ვხედავ – ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები ახლა, როცა ვიცი, რომ შენთვის აღარასდროს ვიქნები ჩანიშნული გვერდი, რომლის კითხვასაც ერთ მშვენიერ დღეს გააგრძელებ, როცა ვიცი, რომ შენთვის, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ვარ, რომელიც შემთხვევით... სრულიად შემთხვევით, შეცდომით დაიბეჭდა, ვცდილობ, რაც შეიძლება ხმამაღლა მიყვარდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.