შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების დასასრულს


6-06-2017, 00:52
ავტორი მარიამო))))
ნანახია 1 602

ფანჯარასთან მოშორებით ვდგავარ და ვუყურებ თუ როგორ გაშავდა ყველაფერი..
თითქოს შავმა ჩაყლაპა დედამიწაზე არსებული ყველა ნათელი ფერი..
თითქოს აქაოდა სიცოცხლე მთავრდებაო..
შავდება ყველაფერი..
გაიცრიცა დღეები, ზანტად მიედინება..
თითქოს რაც შენს გულში ხდება მას ამინდი იზიარებს..
ალბათ იგრძნობ რა ხდება ახლა შენს გულში, ჰო შენი გული იფანტება მსგავსად შემოდგომის ხესავით..
ცა ჩამოიქცა, ტირის ღრუბლები..
ამ დღის უხეში სიო თბილად გეფინება და შენს სხეულში მაინც გიჟურ ალებს იწვევს..
ისე გედება ეს ნიავი სხეულზე თითქოს სადაცაა ყელში გწვდება და გაგგუდავსო..
ამინდები ადამიანის ხასიათს წააგავს..
და თითქოს ახლა ამ ამინდმა ჩემში გიღვიძა ან სულაც პირიქით მე გავიღვიძე მასში, არ ვიცი..
და მაინც ეს ნიავი არ მაძლევს საშუალებას თვალები ფართოდ გავახილო..
ჩემი მოშიშვლებული მხრები დაუჭერია და არ მაძლევს საშუალებას გაქცევის..
მინდა დავუსხლტე გავექცე თუმცა საოცრად ძლიერია ამ გაცრეცილი დღეების ნიავი..
ქარების მძიმე ხმაურის მუსიკა გულში მწვდება და მის მელოდიაზე მაცეკვებს..
და მაინც იცით რა სასიამოვნოა?
"რაც არ გკლავს, გაძლიერებს" ეს მელოდია იმდენად სულში მწვდება, რომ მისი ყველა ნოტი ჩემს ობლად დარჩენილ სხეულში ცეკვავს..
და ისევდაისევ ქარი, სიცივე, ყინვა..
ჩემი ამინდია.. არ მაძლევს საშუალებას მისგან გავიქცე..
დავდგები ფანჯარასთან მოშორებით და წვიმაში მოცეკვავე ჩემს თავს ვუყურებ..
ჩემს თავს ვუყურებ, რომელიც ატმის გაშიშვლებულ ხეს ეცეკვება..
ვგრძნობ როგორ სიამოვნებს ეს და სულაც არ აღელვებს ის, რომ თავზე ცა ექცევა..
ვხედავ როგორ მიყავთ ქარებს ის ცაში, ისე ლამაზად მიყავთ, ისე მოხდენილად და ისე სასიმოვნად, თითქოს ჩემი თავის მშურს..
ის ისე ჰაეროვნად მიფრინავს ღრუბლებისკან, ალბათ თვითონაც ღრუბელია..
ძალიან მალე ის ცას უერთდება, და უცბად ამინდი იღვიძებს..
თუ სრულყოფილი და გასაოცარი ხარ ყველგან ყველაფერს გაასრულყოფილებ და გასაოცარს გახდი..
გაცრეცილი დღეები ცხოვრების ნაწილია ასეა ასე...



№1  offline მოდერი bla.ell

"თუ სრულყოფილი და გასაოცარი ხარ ყველგან ყველაფერს გაასრულყოფილებ და გასაოცარს გახდი..
გაცრეცილი დღეები ცხოვრების ნაწილია ასეა ასე... "მომეწონა ძალიან heart_eyes განსაკუთრებით ბრჭყალებში ჩასმული მონაკვეთი...❤❤❤ბრავო...

 


№2  offline წევრი მარიამო))))

bla.ell
"თუ სრულყოფილი და გასაოცარი ხარ ყველგან ყველაფერს გაასრულყოფილებ და გასაოცარს გახდი..
გაცრეცილი დღეები ცხოვრების ნაწილია ასეა ასე... "მომეწონა ძალიან heart_eyes განსაკუთრებით ბრჭყალებში ჩასმული მონაკვეთი...❤❤❤ბრავო...

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent