''სიყვარულის ორმოცი წესი'' - რჩეული ფრაზები (2)
1. ყოველთვის ასე იყო - როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი.. 2. ადამიანებს ხომ ასე სჩვევიათ : თუ რამე არ ესმით, აუცილებლად კბილი უნდა გაგკრან. 3. არა აქვს მნიშნელობა ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვეგნაგსაწუხებს არასრყლყოფილების განცა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და იმის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს ალბათ, და ვინც გაიგებს, მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა, ძიების გზას დაადგნენ. 4. ქალაქი ცოცხალ არსებას ჰგავს, მან ჯერ ბავშვობა უნდა გამოიაროს, შემდეგ მოწიფულობა, შემდეგ - სიბერე, ბოლოს კი სიკვდილი არ ასცდება! 5. მოხეტიალე დავრიში გახლავართ, ყველგან ღმერთს ვეძებო, დასძინა - თუ გიპოვია ოდესმე? - ვკითხე მე წამით სახე მოეღრუბლა და თავი გააქნია - ის ყოველთვის ჩემთან არის... - ვერ გამიგია , ეს დავრიშები ასე რატომ ართულებთ ყველაფერს. თუკი ღმერთი შენთან არის, მის ძებნაში ფეხებს რატომღა იღლი? შამსმა თავი ფიქრიანად ჩახარა და წუთით დადუმდა. როცა კვლავ ამოიხედა და საუბარი დაიწყო, სახე მშვიდი ჰქონდა, კილო კი დინჯი და აუღელვებელი: - იმიტომ, რომ ცხადზე ცხადია: მაძიებელი ყოველთვის ვერ პოვებს, მაგრამ მხოლოდ ის პოვებს, ვინც ეძიებს... 6. მარადიული სილამაზე არ არსებობს. ქალაქის საყრდენი სულიერებაა. ქალაქები ვეებერთელა სარკეებივით ირეკლავენ თავიანთი მცხოვრებლების გულებს. თუ ეს გულები ბნელმა მოიცვა და რწმენა გაუქრა, ქალაქები კარგავენ თავიანთ დიდებულებას. ეს ასეა და მუდამ ასე იქნება. 7. პირადად მე ოდესღაც ძალიან დამეხმარა ის, რომ ჩემს ირგვლივმყოფთა საქმეებში ჩარევა შევწყვიტე. აღარ ვწუხდი და აღარ ვშფოთავდი იმის გამო, რომ ამ ხალხის გადასხვაფერება არ შემეძლო. ამიტომ ზედმეტ ჩარევას, ან პირიქით, სრულ უმოქმედობას იქნებ მინებება გერჩიოთ? 8. ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვას სისუსტესთან აიგივებს. მაგრამ მინებება ყველაფერია, სისუტის გარდა. ეს არის სამყაროს წესების, კანონებისა და პირობების მშვიდად მიღება, მათ შორის ისეთი რამეებისაც, რისი შეცვლაც ან გაგება ჩვენს ძალებს აღემატება. 9. საერთოდ სიტყვაძუნწს , ერთი მანტრა ჰქონდა ამოჩემებული: ,,წმენდა ლოცვაა, ლოცვა კი - წმენდა!’’ - ეს რომ მართალი იყოს, ბაღდადის ყველა დიასახლისი სულიერი მოძღვარი გახდებოდა!- ენა შევუბრუნე ერთხელ 10. როცა ადამიანები რაიმე უჩვეულოს ხედავენ, ამას ოცნებას ეძახიან. ამის შემდეგ ვეღარ ვიტან ამ სიტყვას, სულერთია, რასაც უნდა ნიშნავდეს იგი... 11. ...ორივემ ვიცით, ღმერთი არასოდეს აგვკიდებს ისეთ ტვირთს, რომელსაც ვერ მოვერევით. 12. ის ათასობით ადამიანის სიყვარულის, პატივისცემისა და აღტაცების საგანია, მაგრამ თავად, მიზეზთა და მიზეზთა გამო , სიყვარულისგან შორს არის. 13. ‘’როგორც უნდა ეყოს ჩემსავით გულნატკენ და სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს ძალა, კვლავ განიცადოს სიყვარული? ეს გრძნობა ხომ მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც ამ შეშლილ სამყაროში იოტისოდენა პოეზიას მაინც ხედავს, ან რაღაც ხელჩასაჭიდი ჯერ კიდევ ეგულება. მაგრამ იმათ რა ეშველებათ, ვინც ფარ-ხმალი დაყარა და დიდი ხანია, არაფერს ეძებს?’’ 14. ‘’მე მუდმივად ვმერყეობ ორ სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობას: აგრესიასა და პასიურობას შრის. ან ზედმეტად ვერევი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, ან სრულიად უმწეო ვარ და ვერაფერს ვუშლი მათ’’ 15. ‘’- რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოცდა? -ვკითხე ერთხელ - ათას ერთი დღე! თუკი შეჰერაზადამ იმდენი მოახერხა, რომ ათას ერთი ღამე სალაპარაკო არ გამოილია, შენ როგორ ვერ უნდა გაძლო?! მოდი და ნუ გაგიჟდები! გატლეკილ შეჰერაზადას არ შემადარა? მუთაქებზე წამოკოტრიალებული, ფეხი ფეხზე გადადებული რომ ჩმახავდა რაღაცებს და ვიღაც წუწკ უფლისწულს ამ იწილო-ბიწილოთი და ტკბილი ყურძნით თაფლავდა. ეს არის შრომა?! აბა, ერთი, ჩემს დღეში ჩავარდნილიყო! ერთ კვირაში სული გასძვრებოდა!’’ 16. ვირი შეიძლება წყალთან მიიყვანო, მაგრამ წყალს ძალით ვერ დაალევინებ. ვირს წყალი უნდა მოსწყურდეს. სხვანაირად არ გამოვა. 17. ‘’ მეტისმეტად მორიდებული ხარ; ხალხის აზრს ზედმეტ ანგარიშ უწევ; გახსოვდეს, ადამიანთა გულის მოგებას ასე თავგამოდებით რომ ცდილობ, სწორედ ამიტომაც ვერასოდეს აიცდენ მათ მწარე ენას, როგორც უნდა ეცადო. ‘’ 18. თუნდ მარკო პოლოსავით ქვეყანა მოიარო, თუნდ აკვნიდან სამარემდე ერთ ადგილს არ მოსცილდე, ცხოვრება მუდამ დაბადებისა და სიკვდილის მონაცვლეობაა. უკან მოტოვებულ, მკვდარ წამს ახალი, ცოცხალი წამი ენაცვლება. იმისთვის, რომ ახალი განცდა დაიბადოს, ძველი უნდა მიილიოს. 19. ‘’ ბედნიერი კაცი ვარ, ოჯახშიც და მის გარეთაც. მაშ, რად არის ასე გაუკაცრიელებული ჩემი სული? გამოფიტულობის ეს გრძნობა ყოველდღიურად სულ უფრო ღრმავდება, თანდათან მიპყრობს, სენივით მღრღნის და სადაც უნდა წავიდე , ყველგან თან მდევს, თაგვივით ჩუმჩუმა და გაუმაძღარი.’’ 20. ‘’...არადა, თავად უფრო ვცდილობ, თავი ავარიდო ყველას. სულაც არ მჭირდება მათი სიბრალულით სავსე მზერა...’’ 21. ‘’..იმ დღეს ძლიერი წარი ქროდა, ჩემს ჯამში უამრავი ხმელი ფოთოლი აღმოჩნდა. თითქოს ხეც მოწყალებას იღებდა ჩემთვის...’’ 22. ადამიანები ვართ, ერთხელ გავიშლებით, ერთხელ მოვიკუნტებით.. ასე რომ არ იყოს , დამბლა დაგვეცემოდა. ხელების ამ ორივე მოძრაობაში ფრინველის ფრთების მოძრაობის მსგავსად, სრულყოფილი თანაფარდობა იგრძნობა. 23. ‘’ საროსკიპოებიც უხსოვარი დროიდან არსებობს და ჩემისთანა ქალებიც. მაგრამ ერთი რამ მაოცებს: ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ქალი ამ ხელობისთვის არ ემეტებათ, არადა, თუ მოინანიე და ცხოვრების ხელახლა დაწყება მოინდომე, გასაქანს არ გაძლევენ. თითქოს გეუბნებიან : ‘’ თქმა არ უნდა, ცოდო ხარ, ასე რომ გაისვარე და დაეცი, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს, სამუდამოდ იმ ლაფში უნდა დარჩე’’ 24. ზოგიერთი სხვისი უბედურებით იკვებება და თუ მის ირგვლივ ერთი თავაწეული ადამიანი მაინც გაჭაჭანდა, გულზე სკდება. 25. ღმერთმა ტანჯვა მისთვის შექმნა, რომ სიხარული უფრო თვალსაჩინო გახდეს მის გვერდით. 26. ‘’ მეჩეთში ადამიანებს მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე ღმერთს! თქვენ რომ ისეთი კეთილმორწმუნეები იყოთ, როგორადაც თავი მოგაქვთ, მას მაშინაც კი ვერ შეამჩნევდით, შიშველი რომ ყოფილიყო!’’ 27. ‘’ ყველამ ერთად შევსვით სადღეგრძელო უფლისა, რომელსაც ვუყვარვართ და ყველაფერს გვპატიობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც სიყვარული შეგვიძლია და არც პატიება.’’ 28. ერთხელ კლასელმა უთხრა: - ‘’შენი უბედურება , იცი, რა არის? ამ დედამ... ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უყურებ.’’ 29. ‘’ როგორც უნდა გცენ სხვებმა პატივი, როცა შენი თავი არ მიგაჩნია პატივისცემის ღირსად? ‘’ 30. წარსული ერთი დიდი მორევია. თუ მას შენს აწმყოზე გააბატონებ, ჩაგითრევს. დრო ცრუ, წარმოსახვითი ცნებაა. მხოლოდ ამ წუთით უნდა იცხოვრო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.