ფრაზები ფილმებიდან
ფილმი, რომელიც მცირე მარცვალს მაინც გიტოვებს დასაფიქრებლად, გიბიძგებს მოქმედებისკენ, ესე იგი, ნამდვილად ღირებულია და დრო ტყუილად არ დაგიკარგავს. ასეთი ფილმები ყოველთვის გამოირჩევა ფრაზებით, შთამაგონებელი სიტყვებით, რომლებიც ორმაგად სასიამოვნოს ხდის ყურების პროცესს. როკი ბალბოა (2006წ) „დრო მოვიდა მარტო დაგეწყო ცხოვრება, მსოფლიო გენახა, ასეც მოიქეცი, მაგრამ შენი თავი დაკარგე. ადამიანებს უფლება მიეცი თითი მოეშვირათ და ეთქვათ, რომ კარგი არ ხარ. როცა ყველაფერი გართულდა, ეცადე მოგეძებნა რაიმე, რასაც ყველაფერს დააბრალებდი, მაგალითად დიდი ჩრდილი. სამყაროში ყოველთვის მზე და ცისარტყელა არ არის, ძალიან ბოროტი და ბინძური ადგილია, არც აინტერესებს რამდენად ძლიერი ხარ, მუხლებზე დაგაჩოქებს და აღარ აგაყენებს, თუ ამის ნებას მისცემ. ცხოვრება ყველას გვაყენებს დარტყმას. მნიშვნელობა არ აქვს, შენ როგორ დაარტყამ, მთავარია დარტყმას როგორ აიტან, რამდენს აიტან და მერე როგორ გააგრძელებ მოძრაობას. თუ იცი შენი ფასი, აიღე ის, რასაც იმსახურებ, მაგრამ დარტყმების მიღება უნდა შეგეძლოს და არა სხვებისთვის გადაბრალება, ასე ლაჩრები იქცევიან. თუ ასეთი არ ხარ, თუ შენი თავის რწმენა არ გაქვს, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის.“ ქალის სურნელი (1992წ) „დასახიჩრებულ სულს ვერაფრით ვერ უშველით. აქაურობას „ლიდერების აკვანს“ უწოდებთ, მაგრამ ცდილობთ კაცური სული ჩაკლათ. იმაზე დაფიქრდით, როგორ ლიდერებს ზრდით, ჩარლი არავის არ გაყიდის იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი იყიდოს, ამას ეწოდება პატიოსნება, ამას ეწოდება სიმამაცე, ეს კი ის თვისებებია, რომელიც ლიდერს უნდა ჰქონდეს.“ კრავთა დუმილი (1991წ) „მთავარი, რაც შენი მიზნისთვის გჭირდება - უბრალოებაა, (წაიკითხე მარკუს ავრელიუსი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასვი კითხვა: რა არის მისი არსი? როგორია მისი ბუნება? რა არის პრინციპული და ძირითადი?“ მკურნალი ადამსი (1998წ) „თუ რაიმე დაავადებას ვებრძვით, მოდით ყველაზე დიდ უბედურებას - გულგრილობას ვებრძოლოთ! თქვენ იბრძვით, იმარჯვებთ, ან მარცხდებით, მაგრამ ადამიანთან ურთიერთობას თუ დაისახავთ მიზნად, აუცილებლად გაიმარჯვებთ. გახსოვდეთ, რა საოცარია სიცოცხლე და ადამიანი, ჯობია ამაზე ფიქრს შეალიოთ დრო და ენერგია, ვიდრე ტიტულების მოპოვებისთვის ბრძოლას. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, ახლავე დაიწყეთ ამ უნარის განვითარება.“ შვიდი წელი ტიბეტში(1997 წ) „ჩვენ, მშვიდობიანი ხალხი, პრინციპულად ვამბობთ უარს ძალადობაზე, გთხოვთ ამას შეხედოთ, როგორც ჩვენს უდიდეს ძალას და არა - სისუსტეს.“ ვა-ბანკი(2013წ) „იცი შენი შეცდომა რაში მდგომარეობს აივენ? შენ ლაპარაკობ, ლაპარაკობ, მაგრამ საკუთარ თავს არ უსმენ.“ კაბირიას ღამეები (1957წ) „ჩვენ შორის ბევრი ცინიკოსი და ანგარიშიანი ადამიანია, მაგრამ როდესაც რაღაც ნათელს, მშვენიერს და სუფთას ვხვდებით, ნიღაბი ცინიზმის სახიდან გვივარდება და ყველაფერი საუკეთესო, რაც ჩვენში დევს, იღვიძებს“ გენიოსი (2016) „მატარებელს ჩემი ცხოვრებისკენ მივყავდი, მატარებდა გორებს და მდინარეებს, მდინარეები კი ყოველთვის მოძრაობენ. მე უნდა დავამტკიცო, რომ ჩემითაც შემიძლია! შვიდი წელი ტიბეტში (1997წ) „ხსნა ჩემი სახის ცქერით არ მოდის, ამას მძიმე შრომა და მცდელობა სჭირდება, ამიტომ იშრომეთ და ეძებეთ საკუთარი ხსნა!“ ჰექტორი ბედნიერების ძიებაში (2016წ) „ალბათ ბედნიერების ძებნა ნორმალურია, მაგრამ მიზნად დასახვა არა. მთავარი ის კი არაა, რას ვეძებთ, არამედ ის - რასაც გავურბივართ. უბედურების აცილება არ არის ბედნიერება.“ პირადი მცველი (1992წ) „რომ არ გამერისკა ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი. შენ ფრენკ? მთელი ცხოვრება არ რისკავ?! საღი აზრის წინააღმდეგ არასდროს წასულხარ?! ინტუიციას არ აყოლილხარ?! ასეც იქნებოდა, ამის გარეშე საუკეთესო ვერ გახდები, შენ კი საუკეთესო ხარ!“ კალათბურთელის დღიურები (1992წ) „რას ვიზამთ, უბედურებაც ხდება ხოლმე მეგობარო, რაც შეიძლება სავსე ცხოვრებით იცხოვრე! ასეა საჭირო....შენ იზრდები და წვიმა თითქოს იმ ხის ტოტებზე რჩება, რომელიც ოდესმე დედამიწაზე იბატონებს. კარგია, რომ წვიმა არსებობს, ის შენ საბრალო გამომეტყველებას ასუფთავებს, ის ჩუმი ქუჩების ჯარებს ასუფთავებს, რომ ჩვენ ვიცეკვოთ.“ მწვანე ქუჩის ხულიგნები (2006წ) „პიტის ცხოვრებამ მასწავლა, რომ დგება წამი, როდესაც უკან არ უნდა დაიხიო, დამანახა, როდის უნდა ადგე და წახვიდე.“ მე მქვია კჰანი (2010წ) „მან თავის სიყვარულით და სიკეთით შეძლო ის, რასაც მე სიძულვილით ვერასოდეს მოვახერხებდი.“ კონფუცი (2010 წ) „თუ ადამიანი სამყაროს ვერ ცვლის, საკუთარი თავის შეცვლა უნდა სცადოს!“ „არაფერი დაინახო, მოისმინო, ან ილაპარაკო, რაც პატიოსნებას ებრძვის. „დიდება და ძალაუფლება ყველას უნდა, მაგრამ ამ სურვილის აკვიატება არ ღირს. თქვენი გზა საოცარი და უფორმოა, დროსა და სივრცის მიღმა გადის, ჩემი კი ადამიანთა სამყაროში, ამიტომ ჩემ მიერ არჩეულ გზას არ ვუღალატებ.“ ამერიკული ისტორია X “რთულია გაიხედო უკან და დაინახო სიმართლე იმ ადამიანების შესახებ,რომლებიც გიყვარს.” Into The Wild / ველურ გარემოში “ბედნიერებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მისი გაზიარება შეგიძლია!” ჭორიკანა / GossipGirl “სიყვარული შეიძლება წელიწადის დროსავით გაქრეს, მეგობრობა კი მარადმწვანეა.” დორიან გრეის პორტრეტი “სიამოვნება სირცხვილი არ არის. ადამიანს უბრალოდ უნდა რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ საზოგადოებას უნდა რომ ის იყოს კარგი, და როცა ის კარგია, ის იშვიათადაა ბედნიერი. მაგრამ როდესაც ის ბედნიერია, ის ყოველთვის კარგია.” ბედნიერების კვალდაკვალ “არასოდეს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლებს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.