შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'სიყვარულის ორმოცი წესი'


10-05-2018, 16:49
ავტორი A n u s h k a 1
ნანახია 6 474

1."რამე თუ ვინც რა უნდა თქვას, სიყვარული სულაც არ არის მხოლოდ სასიამოვნო გრძნობა, რომელიც ისევე სწრაფად მიდის, როგორც მოდის..."
2." კარგად რომ დავუფიქრდეთ, 21-ე საუკუნე მე-13 საუკუნისგან დიდად არ განსხვავდება. ორივე ჩაიწერება ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო რელიგიური დაპირისპირებისა და კულტურული შეუთავსებლობის ეპოქა, რომლებიც გამსჭვალული იყო დაუცველობის გრძნობით და უცხოს შიშით. ასეთ ეპოქაში სიყვარული განსაკუთრებულად სჭირდებათ ადამიანებს."
3."როცა კაცს კლავ, მისგან აუცილებლად მოგყვება რაღაც: ან კვნესა, ან სუნი, ან ცელის მოძრაობა. მე ამას "მსხვერპლის წყევლას" ვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ გაიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება მთელ ტანში.
უბრალო გამვლელმა შეიძლება ვერაფერი შემამჩნიოს, მაგრამ ვინც კი მომიკლავს, ყველასგან გამომყვა რაღაც, რაც სულ თან დავატარებ, უჩინარი ყელსაბამივით ყელზე და ყოველ წუთს ვგრძნობ როგორ მეტმასნება და მამძიმებს. მართალია, ვერაფერი სიამოვნებაა, მაგრამ მე უკვე მივეჩვიე ამ ტვირთის თრევას და მივიღე იგი, როგორც ჩემი ხელობის განუყოფელი ნაწილი.
გეუბნებით, ყველა მკვლელში სუნთქავს მისი მსხვერპლი. ასეა იმ დღიდან, რაც კაენმა აბელი მოკლა."
4." ჩემს ნაცნობებში ისეთი არავინ მეგულება, ცხოვრებაში ერთი ადამიანის მოშორების სურვილი მაინც არ გასჩენოდეს. შეიძლება კაცი ისე მოკვდეს, რომ არავის არაფერი დაუშავოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ აზრებს გულშიც არ ივლებს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუჩნდება ხოლმე ვინმეს მოკვლის ჟინი, უბრალოდ, სანამ საჭიროება არ წააწყდება, ამას ვერ გრძნობს. ჰგონია, რომ ადამიანს ვერ მოკლავს. არადა, ეს მხოლოდ შემთხვევის ამბავია. ზოგჯერ ერთი ხელის აქნევაც კი კმარა, რომ წყობიდან გამოხვიდე. ყველაზე კეთილი და წესიერი ადამიანისგანაც კი შეიძლება საშინელებამ ამოხეთქოს, თუ უადგილო ადგილას და უდროო დროს ამოყო თავი ან თუნდაც პატარა შელაპარაკება მოუვიდა."
5." -მე არც არაფერს ვეძებ რნერთის გარდა...
-მაშინ მისამართი შეგშლია,- მიპასუხა მეგუნდუკემ და ანაზდად ხმა დაუბოხდა,-ღმერთმა, კარგა ხანია, მიგვატოვა და არ ვიცით, როდის დაბრუნდება.
ამ სიტყვების გაგონებისას გულმა რეჩხი მიყო.
-ვინც ღმერთს გმობს, ის თავის თავს გმობს,- ვუთხარი პასუხად.
მეფუნდუკემ ცალყბად გაიღიმა.გესლით დაღრეჯილ, გაავებულ სახეზე წამით ბავშვური გაბუტვაც შევატყვე...
-განა ღმერთმა არ გვითხრა, მე უფრო ახლოს ვარ თქვენთან, ვიდრე საუღლე ვენაო?- ჩავეკითხე მე - ღმერთი სადღაც ზეცაში ნუ გეგულება. იგი ყოველ ჩვენგანშია და არასდროს მიგვატოვებს. ან როგორ უნდა მიატოვოს თავისი თავი?
- ისე მიგატოვებს, მზე მაღლა იქნება,- თქვა მეფუნდუკემ და ცივი, უტიფარი მზერა შემომაგება,- თუ აქ არის, ის დალოცვილი, რატომ ტითს არ გაანძრევს, როცა ტანჯვით სული გვხვდება? ჰა, რას იტყვი?
-აჰა, მისმინე წესი პირველი, ძმაო ჩემო.- ვუპასუხე და დავიწყე:" ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიშიშითა და რვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულსა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ..."
6." მოძალადე არ ვიყავი, ახლა კი ვარ! როცა რმერთი აქ, მიწაზე მყოფთ, გვივიწყებს, სამართალი ჩვენ, უბრალო ხალხმა უნდა გავაჩინოთ. ჰოდა, თუ კიდევ ერთხელ შეხვდები უფალს, ასე გადაეცი:შენი კრავები კი დაყარე უპატრონოდ, მაგრამ ყელს გამოსაღადრად არავის მიუშვერენ, უმალ მგლებად გადაიქცევიან - თქო."
7." ყოველთვის ასე იყო - როგორც კი სიმართლეს ეტყოდი,მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი..."
8."არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს ალბათ, და ვინც გაიგებს, მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა, ძიების გზას დაადგნენ."
9." მეგზურად სიყვარულს თუ კი არ აირჩევთ
ცხოვრება გექცევათ უმძიმეს ტვირთად."
10."რა თქმა უნდა, ეს ქალაქი მარგალიტია მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ქალაქი ცოცხალ არსებას გავს, მან ჯერ ბავშვობა უნდა გამოიაროს, შემდეგ მოწიფულობა, შემდეგ - სიბერე, ბოლოს კი სიკვდილიარ ასცდება!"
11."მაძიებელი ყოველთვის ვერ პოვებს, მაგრამ მხოლოდ ის პოვებს, ვინც ეძიებს..."
12."ბაღდადი რომ საუცხოო ქალაქია, თქმა არ უნდა. მაგრამ მარადიული სილამაზე არ არსებობს. ქალაქის საყრდენი სულიერებაა. ქალაქი ვეებერთელა საკეებივით ირეკლავენ თავიანთი მაცხოვრებლების გულებს. თუ ეს გულები ბნელმა მოიცვა და რწმენა გაუქრა, ქალაქები კარგავენ თავიანთ დიდებულებას. ეს ასეა და მიდამ ასე იქნება."
13."წმინდა ყურანის მკითხველი წაკითხულს სხვადასხვა დონეზე აღიქვამს: პირველი შრე მკითხველს მხოლოდ ყურანის ზედაპირულ მნიშვნელობას აცნობს. ეს არის ის, რითაც ადამიანთა უმრავლესობა კმაყოფილდება. მეორე არის ბატინი, ანუ შიდა შრე. მესამე გახლავთ შიდას შიდა შრე. ხოლო მეოთხე შრე კი ისე ღრმაა, რომ მისი აღწერა შეუძლებელია..."
14."ასე რომ, ნუ განსჯი ადამიანს იმისთვის, თუ ვინ როგორ ამყარებს კავშირს უფალთან. ყველა თავისებურად ლოცულობს. ღმერთი ჩვენს სიტყვენს კი არ უკრიტიკებს, ის ჩვენი გულის სიღრმეში იხედება. მთავარი რიტუალი კი არ არის, არამედ ის, სუფთაა თუ არა ჩვენი გული."
15." ბოლოს მივხვდი, როცა ადამიანები რაიმე უჩვეულოს ხედავენ, ამას ოცნებას ეძახიან."




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent