შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

20 ცხოვრებისეული ფრაზა მარკ ლევის წიგნიდან ''სად ხარ?''


6-09-2018, 17:44
ავტორი Avianna
ნანახია 6 037

1. უმეცრება ბადებს შიშს!
2. კი ვამბობთ, რომ სიყვარულისათვის გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვსო, მაგრამ საპირისპირო სქესის მოსახიბლად არცთუ ისე მცირე როლს თამაშობს! საკუთარ სტილს პოვნა უნდა!
3. სიყვარული, პირველ რიგში, რისკია. საშიშია მთლიანად ვიღაცაზე მინდობა , ჩვენი გულის პატარა კარის გაღება. ამან შეიძლება ენით აუწერელი ტკივილი გამოიწვიოს. შეიძლება აკვიატებულ ავადმყოფობადაც კი გადაიქცეს... და თან, არანაირი წამალი არ არსებობს. სწორეთ ამით ხვდები, რომ დრომ ხაფანგში მოგამწყვდია.
4. როდესაც გენატრება, ერთი დღე შეიძლება უფრო გრძლად მოგეჩვენოს, ვიდრე ერთი წელიწადი. თუმცა, უდავოდ , ამაშიც თავისი ხიბლია. გრძნობების მოთოკვასაც სწავლა უნდა.
5. თუკი საკუთარ შვილებზე გაბრაზების უფლება აღარ გვაქვს, რაღა საჭიროა მათი ყოლა?
6. რა საამოა გაურკვევლობის მათრობელა ეშხი!
7. ყველანი იდეალზე ვოცნებობთ. ვევედრებით, მოვიხმობთ, გაფაციცებით ველოდებით და ერთ დღესაც, როცა გამოჩნდება, ვხვდებით, რომ გვეშინია. რისი გვეშინია და იმის, რომ ჩვენივე ნაოცნებარის მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიქნებით, რომ ვერ შევძლებთ ოცნებისა და საპასუხისმგებლო რელობის საუკეთესოდ შეჯერებას.
8. ისეთი ადვილია , დიდობაზე უარის თქმა. ადვილია დაივიწყო შეცდომები ან გადააბრალო რაღაც ბედისწერას, რომელიც ნიღბავს ჩვენს სიზარმაცეს.
9. ცხოვრებას კოშმარულს ვინ ხდის და რატომ? ბავშვობის ჭრილობები აღარ მთელდება, თავს გვავიწყებენ მხოლოდ. ცხოვრება გვაცდის, დრო გავიდეს და ისევ თავიდან შევეჩეხოთ მათ.
10. ბავშვობას თავისი სარგებელი მოაქვს. ის გვეხმარება ჩვენი ოცნებებით საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს ოცნებას. მომავალში სწორედ ეს ბავშვური მოგონებები მოგცემენ ძალებს, უფრო კარგად ჩაუღრმავდები სიბრაზეს, გააკონტროლებ თავს, შეინარჩუნებ გრძნობებს და ძალიან ხშირად გააფართოებ გაუბედაობისა და შებოჭილობის საზღვრებს.
11. წასვლა არ არის ყოველთვის მიტოვება. ეს განვლილი გზის ერთგვარი პატივისცემაა. ამასაც ცოდნა უნდა, რომ მერე ძალიან გვიანი არ იყოს.
12. სიყვარული არ ნიშნავს თავისუფლების დაკარგვას . ის თავისუფლებას ააზრიანებს.
13. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყო დამოკიდებული. ადამიანები თავისუფლები არიან. ვინმეზე მიჯაჭვა სისულელეა.
14. გრძნობებს ტკივილი მოჰყვება.
15. რომელ ეკლესიაში უნდა ილოცოს კაცმა, რომ ბავშვები არ იტანჯებოდნენ და არ კვდებოდნენ ? და, თუკი ისინი კვდებიან, ვინღაა უცოდველი ამ შეშლილ სამყაროში?
16. შენი გადაბრუნებული ფეხის ტკივილს არანაირად არ ამსუბუქებს მეზობლის მოტეხილი ფეხის ტკივილი. ეცადე, ცოტა უფრო ეგოისტი გახდე. ამით უფრო კარგ ტიპად იქცევი.
17. როცა ადამიანების გვერდით ვცხოვრობთ, ვერ ვამჩნევთ როგორ იცვლებიან. და ასე ბოლოს და ბოლოს ვკარგავთ კიდეც მათ.
18. ბედნიერებისათვის მზადყოფნა გვმართებს, რომ როცა კი ის ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრება , სრულად შევძლოთ მისით ტკბობა.
19. მხოლოდ სიყვარულსა და მეგობრობას ძალუძს ჩვენი მარტოობის შევსება.
20. ბედნიერება ყველას ხვედრი როდია, ის ყოველდღიური ბრძოლაა.



№1  offline წევრი Avianna

მეათე ფრაზაში შესწორებას შევიტან : ბავშვობას თავისი სარგებელი მოაქვს. ის გვეხმარება ჩვენი ოცნებებით საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს ცხოვრებას. მომავალში სწორედ ეს ბავშვური მოგონებები მოგცემენ ძალებს, უფრო კარგად ჩაუღრმავდები სიბრაზეს, გააკონტროლებ თავს, შეინარჩუნებ გრძნობებს და ძალიან ხშირად გააფართოებ გაუბედაობისა და შებოჭილობის საზღვრებს.

 


№2 სტუმარი ბათუ

მოგესალმებით. მაპატიეთ, ამ წიგნის pdf ვერსია ხომ არ მოგეპოვებათ? გმადლობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent