შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

50 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან


7-09-2018, 20:10
ავტორი Avianna
ნანახია 5 601

1. ბატონების უბედურება თავიანთ უიღბლობად მიაჩნიათ ერთგულ მსახურებს.
2. ახალ ქორწილში ვიღას ახსოვს ძველი.
3. საშინელია მეფეთა რისხვა. არავის ყურს არ უგდებენ, მათ წინაშე კი ყველამ უნდა მოიდრიკოს ქედი. ვის შეუძლია მოთოკოს მათი მძვინვარება ?
4. ნეტა მას, ვინც უჩინრად ცხოვრობს მისსავე მსგავს უჩინოთ შორის.
5. ზომიერება - რა ტკბილად ჟღერს თვითონ ეს სიტყვა! ცხოვრებაში კი არაფერია მისი ფასი!
6. რა იქნებოდა, სიმღერით რომ შეიძლებოდეს უმკურნალო კაცთა სატკივარს! ლხინის დროს კი რა აზრი აქვს ან სიმღერას ან მუსიკობას? საზეიმოდ გაშლილი სუფრა უმისოდაც კარგად ალხენს მომაკვდავთა გულს.
7. მაცდურია მოკვდავთა თვალი, ვერ არჩევს მრუდსა და მართალს , ჩვენ კი სწორედ ერთი შეხედვით, ზერელედ ვმსჯელობთ იმაზე, ვის სულშიაც არ ჩაგვიხედავს, და ვგმობთ იმას, ვინც ჩვენს გმობას არ იმსახურებს .
8. რამდენი სულდგმულია ამქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება , ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი.
9. ბედნიერად ითვლება ქალი, ყველა შენატრის იმის ყოფას, თუ ქმარი ერთგულად ეწევა ცოლქმრობის უღელს; თუ არადა სიკვდილი გვიჯობს სიცოცხლეს.
10. ჩვენზე ამბობენ, მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობთ ქმრის სახლში, კაცის ცხოვრება კი ხელჩართული ბრძოლააო. რა სიბრიყვეა! ერთი შვილის შობას მირჩევნია სამი ბრძოლა გადავიხადო.
11. სუსტია ქალი, ბასრი მახვილის დანახვაც კი აძრწუნებს და თავზარს სცემს, მაგრამ თუ შეუგინეს ღირსება და შეუბღალეს სარეცელი, მისებრ მწარედ ვერავინ იძიებს შურს.
12. კაცს თუ ჭკუა აქვს დიდ ცოდნას არ მისცემს შვილებს, რათა ხალხის შურს განარიდოს, სხვებისაგან გამორჩეულნი.
13. აბა, გაბედე და რაიმე ასწავლე უვიცს: უქნარად ჩაგთვლის, განა მცოდნედ, ანდა სწავლულად. ხოლო თუ ცოდნით დაჩრდილე ჭკუა-გონებით განთქმულნი და სახელმორჭმულნი, იცოდე, მავნედ და ხორცმეტად მიგიჩნევს ხალხი .
14. რამდენად უფრო ადვილია გულფიცხი ქალის, გინდ კაცისაგან დაიცვა თავი, ვიდრე ერიდო ფრთხილსა და ვერაგს.
15. რა ძვირად გვიღირს სიყვარული უბრალოდ მოკვდავთ.
16. ბედისწერა განაგებს ყოველს.
17. რამდენი სიავის სათავეა ფუჭი სიშმაგე.
18. უბედურს და ღარიბ-ღატაკს მეგობრებიც კი გაურბიან.
19. ძღვენი ღმერთებსაც არ აწყენთო, გამიგონია; მოკვდავთ კი, მით უმეტეს , ერთი ოქრო მეტად უღირთ ათას სიტყვაზე.
20. მოკვდავთა შორის უშვილძირონი ათასწილ უფრო ბედნიერნი არიან მათზე, ვისაც შვილი მისცა განგებამ. რადგან უშვილომ არც კი იცის რა არის შვილი: ენითუთქმელი სიხარულის თუ მუდმივი ტანჯვის სათავე .
21. ზოგს შეიძლება ერთ საქმეში სწყალობდეს ბედი, სხვას - მეორეში, მაგრამ ბედნიერს ვერავის ჰპოვებ.
22. მშურს მათი , თავი თვისი ვინც უჩინარყო, მოკრძალებულად , უყვედრელად განვლო ცხოვრება. არასაშურად მიჩანს ხვედრი აღზევებულთა.
23. ყველა მოკვდავი , ბედნიერიც კი , საბოლოოდ უბედურია. აროდეს, არვინ ბედნიერი არა შობილა.
24. სათნოების მტერია ენა.
25. ბედნიერია ამა ქვეყნად მდაბიო კაცი , გულწრფელი ცრემლით ეგებება გასაჭირს იგი , დარდს იმსუბუქებს ბედმჩივანი, ხოლო დიდებულთ სირცხვილი ბოჭავთ.
26. რა მწირი, უგერგილო არის სიტყვები , დაღუპვისაგან გადარჩენის სამადლობელოდ.
27. სიკეთეზე ძალმომრეობს ძალ-უხეშობა მოკვდავთა შორის, კანონზე კი - უკანონობა.
28. მწირის სიცოცხლე მირჩევნია მკვდრისა დიდებას.
29. ბრბო ღრძო და ყრუა.
30. სასოწარკვეთილთ უსასოოდ არ დატოვებენ მაღალნი ღმერთნი .
31. მოსპობს ბრწყინვალებას მწველი სიღატაკე .
32. უქმობით და მხოლოდ ღმერთების ხსენებით ჯერ არ უშოვია სარჩო ძეხორციელს.
33. კაცობის განსაზღვრა თუ გინდა, ზუსტ ნიშნებს ვერასდროს დაადგენ, რამეთუ ჰყოლია მამას კეთილშობილს შვილი არამზადა და კაცი კეთილიც შობილა ავისგან.
34. შიმშილი სულდგმულობს მდიდართა სულში და დიდი აზროვნება - ღარიბთა სხეულში.
35. თუ ძალაუფლება კაცს ხელში უჭირავს , ვეღარც კი დაითვლი მეგობრებს, უკეთუ ტახტიდან ჩამოხვალ - ნუღარ გაქვს იმედი ძველი მეგობრების.
36. ჩვენში ხომ ასეა: არავინ განიკითხავს შენს საქმეს, ტყუილად კი შეგიძულებენ, ჭეშმარიტ სიმართლეს არავინ დაეძებს.
37. ჯანმრთელმა კაცმა რომ იფიქროს სნეულებაზე, მხოლოდ ეს ფიქრიც დატანჯავს და დაასნეულებს.
38. ვემორჩილებით ღმერთებს, ანუ მათ, რომლებსაც ჰქვიათ ღმერთები.
39. კანონის მორჩილება ბრძენთათვის მხოლოდ მონობაა და ბორკილები.
40. ნეტარ არიან ის მოკვდავნი, ვისაც წილად ხვდათ სვე-ბედნიერი ქორწინება , რადგან უიღბლო ქორწინება ადამიანს აუბედურებს.
41. მრისხანე ბრბოს მძვინვარებას თავს ვერ დააღწევ, ის ხანძარია, ვერ ჩააქრობ, და თუ დაუთმობ, თუკი სიმშვიდით გადაიტან მის მძვინვარებას, ოდეს დაცხრება, მაშინ უნდა იხელთო დრო და მიიღებ კიდეც, რასაც ითხოვ.
42. ხომ ტკბილია , მეხომალდე რომ აბობოქრებულ ზვირთთა შორის თვალს შეავლებს ზეცას, უფრო ტკბილია, გასაჭირში რომ ერთგულ მეგობარს დაინახავს ადამიანი.
43. სიკვდილ-სიცოცხლე. რა მოკლედ ითქმის, მაგრამ რაოდენ ღრმა აზრი ძევს ამ ორ სიტყვაში.
44. შეიძინეთ მეგობრები, ნუ დასჯერდებით ნათესავებს, მერწმუნეთ, თუკი თქვენი სულის სადარს მიაგნებთ, თქვენი მფარველი იქნება იგი და მირიადი ნათესავიც ვერ შეგიცვლით ასეთ მეგობარს.
45. ბრძენ მეგობარზე დიდებული არც სიმდიდრეა , არც მეფის ტახტი.
46. სახიფათოა ბედნიერი კაცი, რომელიც უბედურდება.
47. მხოლოდღა ენით მოქადული უგნური კაცი, მამაციც იყოს, ვერ ივარგებს ქვეყნის გამრიგედ.
48. ამაოა ყოველი სიბრძნე, თუ ცხოვრებამ ჩაგიარა ამაოდ.
49. რაზომ უხანოა წუთისოფელი : მიუწვდომელ ოცნებათა მდევარი მისაწვდომელს დაკარგავ.
50. უგუნურთათვის ამაოა ბრძნული პასუხი.
51. ხამს დათმენა გულისწყრომისა: ბრძენი კაცისგან არ ეგების სიფიცხის ჩენა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent