შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ!?


17-12-2018, 18:06
ავტორი A n u s h k a 1
ნანახია 5 581

1.მიყვარს მეტრო.
მართალია ხანდახან თავს შეურაცხყოფილად მაგრძნობინებს (ძირითადად მაშინ, როცა ხალხითაა გატენილი და სუნთქვის შესაძლებლობას აღარ მიტოვებს), მაგრამ რომ დაუფიქრდე ორმოცდაათ თეთრად (თუ სტუდენტი ხარ ოციც გეყოფა) მოგატარებს მთელ ქალაქს. გზაში მაგრადაც გაგართობს, ათასნაირი ხალხის თვალიერების შესაძლებლობით გაგანებივრებს. მეტი რა გინდა?
ყველაზე მეტად მაინც იმიტომ მიყვარს, რომ „ძაან პატიოსანია“.
აბა წარმოიდგინე, ადიხარ ხალხით გატენილ ვაგონში. დასაჯდომი არსად არის, შუაში დგომაც არ გინდა ძელივით, რას გააკეთებ? პირველივე თავისუფალ კართან მიაჭრი და მიეყუდები! მაგრამ ამ უკანასკნელს გარკვევით აწერია, ნუ მიეყრდნობით!
შენც უკვე იცი, რომ ეს პატივცემული შესაძლოა ნებისმიერ დროს გაიღოს და თუ მთელი ძალით ხარ მიყრდნობილი ისე გადავარდები ამ შენი ხალხით გატენილი ვაგონიდან თითქოს იქ არც ყოფილხარ.
ვის დაადანაშაულებ? კარს გარკვევით აწერია, ნუ მიეყრდნობით. თორემ თუ გადავარდები, ხელები დამიბანია!
ვერაფერს იტყვი, სამართლიანია.
ძალიან საინტერესო შემოთავაზება მაქვს, იქნებ ხალხსაც ავაკრათ წარწერა. ნუ მიეყრდნობით! ან კიდევ უკეთესი, ნუ მიეჯაჭვებით! ან, ნუ მიეჩვევით! ასე თავს დავიცავდით მტკივნეული „ზღართანისგან“!
აი მაგალითად, გაიცნობ ადამიანს, რომელსაც შუბლზე აწერია, ნუ მომეჩვევი! რა ხდება ამ დროს? შენ არ წყვეტ მასთან ურთიეთობას, შესაძლოა ღამეებიც გაათენოთ საუბარში, მაგრამ მას გარკვევით აწერია, ნუ მომეჩვევი (ნუ მომეყრდნობი). ეს წარწერა გამუდმებით ნიშანს გაძლევს, მართალია სასიამოვნო მოსაუბრე ვარ, მაგრამ ძალიანაც ნუ გაგიკვირდება ერთ დღესაც უმიზეზოდ თუ დაგემშვიდობები. მზად იყავი ამისთვის, ფეხები მაგრად დადგი თორემ ერთბაშად რომ გამოგეცლები შეიძლება მიწაზე გაადინო ზღართანი!
რა ხდება შემდეგ? ისეთი არაფერი.
შენ უბრალოდ აგრძელებ ურთიერთობას, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, რომ მთელი ძალით არ უნდა მიეყრდნო ამ ურთიერთობას და იმ მომენტში, როცა ეს უკანასკნელი ერთმაშად გამოგეცლება, შენ ფეხზე მყარად დგახარ. რადგან მან თავიდანვე გაგაფრთხილა, ნუ მომეყრდნობი!
2. არსებობენ საოცრად ლამაზი ადამიანები, რომელთა სილამაზეს ვერც ფოტოაპარატი, ვერც სარკე და მოკვდავთა თვალებიც კი ვერ აღიქვამს.
არსებობენ საოცრად ლამაზი ადამიანები, რომელთა სილამაზეც თვალს ეფარება და მთელი სხეულის შიგნით იმალება. მოდებულია ყველა ორგანოსა თუ კუთხეს.
ასეთი სილამაზე ერთეულთა ხვედრია, წყალობაა ღვთისა, ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ მას, იცი რომ ის ყველაზე მშვენიერია...
3. "არასდროს არავინ უნდა აამაღლო იმ სიმაღლემდე, რომ ბოლოს თვითონაც ვეღარ შესწვდე, არასდროს არავინ უნდა გააიდეალო, რომ მერე იმედგაცრუებულმა არ ეძებო შენი იმედები და არა თვით ადამიანი, რომელიც არც არასდროს გყოლია!"????
4. მანძილი არაფერს აფუჭებს, არც განსხვავება ასაკებს შორის, არც მშობლების აზრი, ბირთვული იარაღიც კი არაფერს აფუჭებს, ყველაფერს აფუჭებენ თვითონ ადამიანები."
5.ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს საკუთარ თავს, რომ მიზნის მისაღწევად მის მიერ არჩეული გზაა სწორი, რომ მხოლოდ თავად უწყის როგორ სურს ცხოვრების წარმართვა, ბოლოს კი აღმოაჩენს, რომ დიდი ხნის განმავლობაში უმისამართოდ ურბენია, არასწორი შეგრძნებები უძებნია, სიყვარული და ერთგულება არ დაუფასებია. რომანის მთავარ გმირსაც ასე დაემართა. მეგი მუდამ გარბოდა ხალხისგან, რადგან ადამიანთა მოყვარული არასოდეს ყოფილა.
ყველაფერი კი მაშინ აირია, როდესაც გამოჩნდა ის გამონაკლისი, ვის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა და ამ ფაქტს სულაც არ მიუნიჭებია მისთვის ბედნიერება. არ მოსწონდა ის ცვლილება, რასაც სიყვარული იწვევდა. არ მოსწონდა, რომ მგრძნობიარე და მიმნდობი ხდებოდა. გარემოებიდან გამომდინარე, საყვარელი ადამიანის პროფესიიდან გამომდინარე, საკუთარი გრძნობებიდან გამომდინარე, მისი ყოველი წამი შიშის შეგრძნებით იყო სავსე. თითქოს ჟანგბადით გატენილ სივრცეში ჰაერი არ ჰყოფნიდა.
შიშისგან თავის დასაღწევად საყვარელ ადამიანს გაუშვა ხელი და გულწრფელად დაიჯერა, რომ ეს ბედნიერებას თუ არა, სიმშვიდეს მაინც მოუტანდა, თუმცა არაფერი მოხდა ისე, როგორც წარმოედგინა...
6. მინდოდა მეთქვა, რომ მეტი აღარ შემეძლო,
რომ გამოთაყვანებული დავდიოდი, რომ კინაღამ გული გამისკდა როცა დავინახე, რომ საერთოდ ჩემი გული გახანგრძლივებული სკდომის პროცესში იყო რაც მას გადავეყარე.. და რავიცი კიდევ რა..
მაგრამ ცხადია არაფერი მითქვამს..
7.პირველივე დღიდან შევნიშნე, რომ გასაოცარ ადამიანთან დავიწყე ურთიერთობა, ის არავის ჰგავს, არის მასში რაღაც განსაკუთრებული, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.
რასაკვირველია არაერთხელ განვიხილე ჩვენი პირადი საუბარი და მიმოწერები მეგობრებთან, არაერთხელ გამოვხატე გაოცება მისი თვისებების გამო, ყველას ვუამბე, როგორი მოსიყვარულე, თბილი, მგრძნობიარე და კეთილია.
საუკეთესო ღამეები გავატარე მასთან საინტერესო საუბარში და ამის შესახებაც ბევრჯერ ვისაუბრე მეგობრებთან.
მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ მინდა ყველამ გაიგოს ბიჭზე, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს სხვებს, და სწორედ ამიტომ ვიყავი მასთან ისეთი, როგორიც სხვასთან ვერ ვიქნებოდი.
დიდი ხნის ურთიერთობის მანძილზე არაერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ განსაკუთრებული იყო, მე მივიღე ის ისეთი როგორიც არის, მისი შეტყობინებები ყოველთვის ღიმილს მგვრიდა, დღითიდღეე ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა..
ის მართლაც იმსახურებს სიყვარულს.
თუმცა..
ყველეფერი ყოველთვის ისე არაა, როგორც გვინდა, ამიტომ მზად ვიყავი ისეთი დღეებისთვისაც, როცა მის საქციელებს სიგიჟემდე მივყავდი, მასთან ურთიერთობამ მეც ძლიერი გამხადა.. გავხდი უფრო მომთმენიც..
მისი შეცვლა კი არასდროს მიცდია, არასდროს მიფიქრია მასში ხასიათის რაიმე დეტალი ან თვისება შემეცვალა. ხო.. წარმოიდგინეთ მე რომ შემეცვალა ის ასეთი განსაკუთრებული აღარ იქნებოდა.
და ბოლოს მე ის მივიღე და მიყვარდა ისეთი როგორიც არის, მიყვარდა იმდენ ხანს სანამ შევძელი, მიყვარდა მთელი არსებით, ყველაფრის მიუხედავად კი ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა.
მის გარეგნობასთან ერთად, მისი თვისებებიც უნიკალურია..
საოცრად მომწონს მისი თვალები, მუქი თმა და ხმის ტემბრი.
მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს, ვიცი როგორი ბედნიერებაა მის გვერდით თუნდაც ჩუმად ჯდომა, მის მხარზე თავის დადება და იმის შეგრძნება თუ როგორი დაცული ხარ მის გვერდით.
ასე თუ ისე, სამუდამო არაფერია და ყოველგვარი სიყვარული მთავრდება, და არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი.. მე ის უბრალოდ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, უამრავი ცრემლის და გათენებული ღამეების მიუხედავად..
საბოლოოდ კი ვიცი სიამაყით შევძლებ უკან მოხედვას და მასთან გავლილი გზის შეფასებას.
ჩვენ ერთმანეთისგან უამრავი რაღაც ვისწავლეთ,
მან ჩემი ცხოვრება შეცვალა.
8. "იცი, თუ თავს ისეთად მოაჩვენებ ყველას, როგორიც არ ხარ, შეიძლება ისეთი სამსახური, ან მეგობრები მიიღო, როგორიც არ შეგეფერება და კიდევ ეშმაკმა უწყის რამდენი არასწორი რამ"
9. გთხოვ, ნურავის ეტყვი, რომ ყოველ ღამით, ჩემი სახლის ბნელ კუთხეებსა და ჩუმ ოთახებში, შენს ლანდს ვეძებდი. რომ ყოველ დილით სიცოცხლე მძულდა, უშენობისგან გამოღვიძებულს.
10. შეგიმჩნევიათ რამხელა ძალა აქვს 1 წელიწადს? რამდენი რამის შეცვლა შეუძლია...ახლო მეგობრებს უბრალო ნაცნობებად გადააქცევს, უცნობებს კი უახლოეს მეგობრებად.
იზრდები, ვითარდები და იცვლები თავად შენც და შენს ირგვლივ სამყაროც.
ვერც კი იხსენებ იმ დროს, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო...



№2  offline წევრი A n u s h k a 1

მარტო სახლში
dzalian kargi iyo <3

მიხარია თუ მოგეწონა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent