11 ციტატა მე-20 საუკუნის სასიყვარულო წერილებიდან
1. მე ვერ გთხოვ, რომ ყოველთვის ასე გიყვარდე, მაგრამ გთხოვ, რომ დაიმახსოვრო. სადღაც ჩემში ყოველთვის იქნება ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ - სკოტ ფიცჯერალდი 2. როგორც ყოველთვის, მილიონი გულითადი მადლობა იმისთვის, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებაში ასეთი სიხარული შემოიტანე - პრინცესა დიანა 3. მე არ მინდა, რომ ვიცოცხლო - პირველ რიგში მინდა, რომ მიყვარდე. სიცოცხლე უბრალოდ გვერდითი ეფექტია - ზელდა ფიცჯერალდი. 4. არსებობს სიყვარულის რამდენიმე სახე. ერთი ეგოისტურია, ხარბი, ყველაფრის მომცველი და ის გრძნობებს საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმელად იყენებს. ეს მახინჯი და ავადმყოფი ფორმაა. მეორე კი შენში არსებულ ყველა სიკეთეს წინ წევს: ეს არის სიყვარული, რომელიც გხდის უფრო კეთილს, დაკვირვებულსა და მზრუნველს. ასეთი სიყვარული გაიძულებს, მეორე ადამიანში პატივი სცე მის უნიკალურობასა და განსხვავებულობას. ის გაძლევს ძალას, გამბედაობას და სიბრძნეს, რომელიც არც კი იცოდი, რომ გქონდა - ჯონ სტეინბეკი. 5. შენი სიტყვები მარადისობაზე უფრო სწრაფად მოგზაურობენ და წვდებიან ჩემს უჯრედებს, რომლებიც სამყაროში ვარსკვლავებივით არიან გაფანტული. მერე კი უკან ბრუნდებიან. დაახლოებით ისე, როგორც მოძრაობს სინათლე - ფრიდა კალო. 6. დღეს ჩემი სიყვარული შენ მიმართ ისეთი ღრმა და ნაზია, რომ მას თავისუფლად შეუძლია არსებობა ჩემგან დამოუკიდებლად - კეტრინ მენსფილდი. 7. არაფერი მოხდა ისე, როგორც წარმოგვედგინა, თუ ბავშვებს არ ჩავთვლით. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ამდენს ვიხეტიალებდით. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ჩვენი ინტერესები ასეთი თვალუწვდენელი იქნებოდა. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ჩვენი ქორწინების 33 წლისთავს მეორე მსოფლიო ომში აღვნიშნავდით. ძვირფასო, ჩვენ ყველაფერი გამოვცადეთ: ერთად ვიყავით ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, სიმდიდრესა და სიღარიბეში და ახლა მხოლოდ სიკვდილი დაგვრჩენია - თეოდორ რუზველტი. 8. გახსოვს რომ გითხარი, ჩვენი ქორწინება მოზარდის გულუბრყვილო წარმოდგენას ჰგავს ქორწინების შესახებ-თქო? არაფერი შეცვლილა - რონალდ რეიგანი. 9. შენს წერილს ვპასუხობ და საწოლში ვწვები. ვცდილობ, მშვიდად ვიყო, მაგრამ გული ისე ხმამაღლა მიცემს, რომ მთელ სხეულს ესმის. ეს გული შენ გეკუთვნის. არ არსებობს ამის გამოხატვის სხვა გზა. არც ერთი სიტყვა არაა საკმარისად ძლიერი - ფრანც კაფკა. 10. შეიძლება ცეცხლი და აღტაცება გაქრა, შეიძლება ისე აღარ ვმღერით, როგორც ადრე, მაგრამ ადგილი, სადაც ცეცხლი ენთო, ისევ ცხელია და ჩვენი სიყვარულიც ისევ ცოცხალია - ჯონი ქეში. 11. 11-ის ნახევარზე დავბრუნდი სახლში და იმის მერე სულელივით ვზივარ სავარძელში. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არაფერი მესმის შენი ხმის გარდა. როცა მესაუბრები, აზრებს თავს ვერ ვუყრი. დღეს ორ ადამიანს ვაწყენინე, რადგან დროზე ადრე დავემშვიდობე. მე შენი ხმის მოსმენა მინდოდა და არა მათი. როცა შენ გვერდით ვარ, გარეთ ვტოვებ ჩემს ეჭვიან, დაურწმუნებელ ხასიათს. მარტო ის მინდა, რომ შენი თავი ჩემს მხარზე იყოს მოდებული - ჯეიმს ჯოისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.