შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორონა დღეს?


1-06-2020, 18:10
ავტორი vasho
ნანახია 2 057

დაინფიცირებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, კორონა მიდის, ნელ-ნელა ამოძრავდა მსოფლიო, ბილიკებზე ისევ დაიწყეს თავისუფლებამოზღვავებული ბალახების გათელვა და გზების დატკეპნა, თანდათან უბრუნდებიან ძველ ყოფას, თითქოსდა არც არაფერი მომხდარა, არა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, ეს მხოლოდ იმ ადამიანთა ხვედრია, რომელთაც ფიქრისთვის დრო არ რჩებათ, ან განძრახ არ იტოვებენ, დანარჩენებმა კი, რომლებიც ათაყვანებენ და პატივს სცემენ: ქსენოფონტს, პითაგორას, ციცერონს, ფარადეის, ჰომეროსს...იმისათვის, რომ ნათლად დაანახეს ადამიანთა მიღწევები და განვითარება, აიძულეს ეფიქრათ და დარწმუნებულიყვნენ და იმ ადამიანებმაც, რომლებმაც მათ გარეშეც შეძლეს გაეაზრებინათ ადამიანის სიველურე და უდიერი მოპყრობა სახლზე, ეზოზე, ბუნებაზე, დედამიწაზე, ღმერთზე-გადაწყვიტეს გაჩერება, ჩერდებიან და ნანობენ, ამბობენ, რომ საკმარისია დედამიწის ყველანაირი რესურსებისგან გამოწურვა. გაჩერდება მსოფლიო მაქსიმალურად, მაგრამ ადამიანი რაა, თუ არა ცდუნება, დაივიწყებენ ყველაფერს, დაივიწყებენ ვირუსისაგან მილეული მეუღლის სხეულს, გაფითრებულ სახეს, ჩაწითლებულ თვალებს, დედებს, შვილებს, ახლა რომ მიწაში დვანან... დაივიწყებენ სულ რაღაც თვეებში, კვირეებში, დღეებში, იმასაც დაივიწყებენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ მათი ხარბი სულის გამო ხდება, მათი გახრწნილი გონებისა და დაუფიქრებლოის შედეგია ვირუსისაგან გარდაცვლილი ათიათასობით ადამიანი, მერე? მერე ისევ დაიწყებენ გააფთრებულად ხეების ჩეხვას, ადამიანთა კვლას, ნარკოტიკებით გაჭყეპვას, ახალი ქარხნების გახნას და მათი გამონაბოლქვიდან ხალხის დაავადებას, ლოთობას, მევახშეობას, მეძავობას, მსოფლიოს გაწურვას... ცხოვრება ხომ გრძელდება.
ზუსტად ვიცი ქართველები რითი გაიმართლებენ თავს, ოჰ, გალაკტიონ... ხო, არ უნდა მისტიროთ გარდაცვლილებს ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ აქ საქმე მიცვალებულებს კი არ ეხებათ, არამედ იმას, რომ ჩვენ, ადამიანებმა ვერავითარი გაკვეთილი ვერ მივიღეთ ამ საშინელი ბაქტერიისგან. აქ საქმე ეხება მომავალს. რას ვუტოვებთ შვილებს? გაჩანაგებულ და გამოფიტულ პლანეტას? თუ ხის კუნძებს-აჰა შვილებო დაჯექითთქო. როცა ამ ხის ნაყოფის მიწოდება შეგეძლო? მაგრამ არა, ადამიანი ველურია, არ ჩერდება მანამ. ასანამ საკუთარი სიხარბით მართო საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც არ დაღუპავს.
ადამიანს მთავარია სინდისი გააჩნდეს, რათა მიხვდეს საკუთარი თავის ამაზრზენობას და სინდისის ქენჯნით მაინც მოინანიოს შეცდომები.
სუფთა სინდისი იქონიეთ
აქამდე მეგონა რომ ლუარსაბის მსგავსი ადამიანი ცოტა იყო ამ ქვეყნად, იმდენად ცოტა, რომ მათი ძილი და ბუზების თვლა ხელს არ შეგვიშლიდა. ძილის რა მოგახსენოთ, მაგრამ მივხვდი, რომ თათქარიძესავით ხარბი, გაუმაძღარი და მუცლის მონა ბევრია ამქვეყად.ალბათ ყველას გვყავს ასეთი ლუარსაბი საკუთარ გონებაში, რომელიც ჩაგვჩიჩინებს, ჩაგვჩიჩინებს რაღაც საზიზღარს, რომ გინდა მეტი, რომ გადათელო სხვა მის მისაღებად, რომ გამუდმებით გშია და გწყურია, მეტი და მეტი, ჭამო და ჭამო, შენიც და სხვისიც... ჰოდა ჩემო ტკბილო მეგობრებო დაველოდოთ, დაველოდოთ ჩვენს მიერ ღობემორყეულ, დაბინძურებულ, გაპარტახებულ დედამიწაზე როდის გაგვისკდება სიხარბის კუჭი, როდის დაგვღუპავს საკუთარი გაუმაძღრობა, დღე, როდესაც ვეღარ მოვინელებთ საკუთარ "სანოვაგეს" და მოგვიწევს თავის მართლება შთამომავლებთან, რომ თავი დავკარგეთ და დავივიწყეთ ყველაზე ღირსეული. ღმერთმა კი არა, შვილებმა, შვილიშვილებმა უნდა გვაპატიონ, რადგან მათთვის ვერ გავაუმჯობესეთ სამყარო, პირიქით, ვაიძულეთ მტარვალებისა და სულით მათხოვრების დროში დაბადებულიყვნენ.
სიყვარულით 16 წლის გოგონა 21- საუკუნიდან.



№1  offline წევრი ia da vardi da shroshani

ნეტა სულ მოშორდეს კორონა ვირუსი ეგა რის ადამიანის სიკვდილი სხვა არაფერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent