შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორონა - კოშმარზე მეტი


5-04-2020, 02:58
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 806

რამდენჯერაც მეგონა ბედმა გამიღიმა, იმდენჯერვე ვინანე..
ცხოვრება ყველაფერს აბალანსებს, ხშირად კი იმაზე მეტს გვართმევს, ვიდრე მოვიპოვებთ. ხშირად ხელფეხშეკრულნიც კი აღმოვჩნდებით მისი სამსჯავროს წინაშე..
ზოგჯერ კი საშინელებათა ფილმის ნაწილნიც კი ვხვდებით..

***
ზამთარისთვის ჩინეთიდან ბათინკის გამოწერა მინდოდა, მაგრამ კორონა ვირუსზე გავრცელებულმა ხმებმა თავი შემაკავებინა. ხალხი აღშფოთებული და ამავდროულად, გაკვირვებული იყო, ვიღაც ჩინელმა ღამურა შეჭამა და რაღაც საშინელი ვირუსი გავრცელდა, მსოფლიო შოკშიაო.
სიმართლე გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილება უფრო „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ ფრაზამ განაპირობა, ვიდრე შიშმა.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა, ზამთარში თავდაუზოგაავად ვმუშაობდი, ზაფხულში ევროპის რომელიმე ქვეყანას ვნახავ -მეთქი, ყველაზე მეტად კი იტალიის დათვალიერება მინდოდა, ინტერნეტში თვალს ვადევნებდი ტურისტთა გადაღებულ ფოტოებს და გონებაში ტურსაც კი ვგეგმავდი.

(თებერვალი)
ხმები გავარდა, საქართველოში ერთი კოვიდ 19 -ით ინფიცირებული დადასტურდა, აეროპორტიდან საავადმყოფოში გადაიყვანესო..
ავდექი და იმ წამსვე, დავგუგლე ამ ვირუსის სიმპტომები. ლოგიკურია, მივხვდი, რომ არ იყო სახუმარო რამე, ამიტომ სამსახურში წასვლისას შარფი ლამის თვალებამდე ავიფარე; თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა თავდაცვას უსაფრთხო ქალაქში და ვირუსიც სრულიად მივივიწყე.
განა რა უნდა შეძლებოდა რაღაც ჩინეთიდან მოგზაურ ვირუსს ? ვირუსს, რომლის წარმომავლობა ჭორის დონეზე იცოდნენ და ზოგჯერ ბიოლოგიურ იარაღსაც კი უწოდებდნენ.

***
მარტში ხალხის პანიკამ იმძლავრა. ნელ-ნელა დაიკეტა არაერთი ადგილი. იზოლაციაზე საუბრობდნენ და 14 დღიან კარანტინზე.. იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, როგორ უნდა გამეძლო ორი კვირის განმავლობაში ოთხ კედელში.
ჩვეულებრივ ვაგრძელბდი იცხოვრებას, თუ ზოგჯერ გაკეთებულ პირბადეს და თანხმლებ შიშს არ ჩავთვლით...
სამსახურიდან მოსვლისას განსაკუთრებულად მიმძაფრდებოდა გამცდა იმისა, რომ შეიძლება ვირუსის მატარებელი ვიყავი..
მეშინოდა, მეშინოდა, რომ შემეძლო ვინმესთვის გადამედო...
განა გვაქვს სხვისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უფლება ?


***
მქონდა სხვაგვარი შიშებიც, მეშინოდა სახლში გამოკეტვის, მოწყენის და აქტიურ ცხოვრებაზე უარის თქმის..
ყოველ დილას იმ იმედით ვიღვიძებდი, რომ ყველაფერი მალე დამრთავდებოდა.. მაგრამ როგორ იტყვიან, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო ?
თურმე ჯერ არც არაფერი ყოფილა დაწყებული !


***
დღეს ხუთი აპრილია. კარანტინის მე-13 დღე... ნელ-ნელა ვეჩვევი უმწეოდ ყოფნას და ლოდინის რეჟიმში ვირთვები.
არავინ იცის, რა იქნება ხვალ, ზეგ..
როდის დავაღწევთ სოროებიდან, სადაც თაგვებივით გამოგვკეტა განგებამ...
თავი საშინელებათა ფილმში მგონია... ხდება ის, რასაც ჩემი ფანტაზია აქამდე ოდნავაც ვერ მიწვდებოდა...

***
იმდენად გადავერთვე დისტანციურ ცხოვრებაზე, გუშინ ონლაინ ვჭამე ბრაუნი..
განწყობა შეგვეცვალა, ფიქრები გაგვინაცრისფერდა...
ცხოვრება თითქმის გაჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც უნდა გავჩერდეთ... იმედი ვიქონიოთ, მანამ დასრულდება ეს კოშმარი, სანამ ხორბლის მოყვანის , შემდგომ კი ცომის მოზელვის ყურებას არ დავიწყებთ იუთუბის რომელიღაც არხზე...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

უჩვეულოდ უჩვეულო რეალობაში ვართ.ვიმედოვნებ რომ მალე დამთავრდება,უფალი არ გაგვწირავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent