შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავით დეფი - გვირგვინოსანი (ფრაზები)


დღეს, 10:47
ავტორი ერკე
ნანახია 29

1. იქ დიდი სიჩუმე იყო, როცა დემეტრემ თავის ზრახვა განაცხადა. ყველა დუმდა. ყოველი იქმყოფი დარბაისელი დუმდა. ასეთი დუმილი არასდროს მინახავს ნიკოლოზ და მით უმეტეს არც გამიგია. ლაპარაკს მაშინ აქვს აზრი როცა სიმართლეს ამბობ კაცი. დუმილს კი მაშინ აქვს აზრი, როცა სიმართლეს ეთანხმები. - თქვა მწიგნობართუხუცესმა.

2.არასდროს დადარდიანდე სხვების აზრებზე, ესაა პირველი საიდუმლო, თავისუფლების საიდუმლო.
„აზრი დემნა, ჩვენი ნებისმიერი აზრი,“ ამბობდა მწიგნობართუხუცესი. „ადრე თუ გვიან აუცილებლად შეისხამს ხორცს და ჩვენი ყოველი ნატვრა წრფელი გულითა და დიდი მონდომებითმოწადინებული, აუცილებლად იქცევა სინამდვილედ. ესაა მეორე საიდუმლო, სინამდვილის საიდუმლო.“ მექიმ ღრმად ჩაისუნთქა. „შეიყვარე თავი და მიიღე ის, გამოავლინე თავი მთელი შენი ძალით, რადგან ყველაფერი საუკეთესო შენში, შენივე ნებას ითხოვს გარეთ გამოვლინდეს. დართე მას ნება. ესააა მესამე საიდუმლო. მშვენიერების საიდუმლო.“ მექიმ შუბლსუკან გადაიწია თმები. მთვარეს მქრქალი ანარეკლი ენათებოდა სამყაროს დასაბამიდან გამოყოლილ, ათასწლეულების მნახველ მზერაზე. ამ სახეს, ამ გამოხედვას, უსასრულობის კიდეები ჰქონდა ნანახი. „არასდროს არავინ გააქილიკო, არასდროს დასცინო არავის, ავად არასდროს განსაჯო, არც სხვას და არც თავს არასდროს არაფერი დააბრალო, ესაა მეოთხე საიდუმლო. მეგობრობის საიდუმლო.“ მექიმ ვარსკვლავებს ახედა. „რაც შეიძლება ნაკლები იფიქრე ცუდზე და რაც შეიძლება მეტი იყვარე, მეტი იხარე, მხოლოდ წინ იყურე, მხოლოდ სიკეთის გჯეროდეს, ესაა მეხუთე საიდუმლო ბედნიერების საიდუმლო დემნა. ჯერ გაცემა ისწავლე, ყოველთვის გაეცი მეტი და მეტი და ყოველთვის მიიღებ და ყველაფერი შენგან წასული სწორედ მთელი სამყაროს გავლით დაბრუნდება შენთან, ესაა მეექვსე საიდუმლო, სიმდიდრის საიდუმლო... და ესეც მეშვიდე, ყველას შენს ირგვლივ სიყვარული აჩუქე, მხოლოდ სიყვარული აჩუქე და მერე ნახავ რაც მოხდება. ესაა სიყვარულის საიდუმლო.“

3.„ნუ ფიქრობ იმაზე რაც არ გინდა მოხდეს. შენ ცრუმორწმუნე არ ხარ და სისულელეების არ გჯერა.“ თქვა ჯავადმა. „მარილის დაპნევისას ადამიანები მართლა ჩხუბობენ, მაგრამ ჩხუბს მარილის დაპნევა არ იწვევს. ჩხუბობენ რადგან ასე სწამთ. ასე უთხრეს. ასე მიაწოდეს. ეს ეშმაკისეულიაო ჩაუდეს ტვინში. გაეღიმა სულთანის მოციქულს. „სინამდვილეში კი მარილის დაპნევაზე მაშინ ჩხუბობდნენ, როცა აღზევანიდან აქ ჩამოჰქონდათ და მას ოქროს ფასი ჰქონდა. ამიტომ გამოთქმა მარილზე გასვლაც, ამას უკავშირდება, რადგან აღზევანში წასულებს ხშირად ყაჩაღები კლავდნენ.“

4. ადამიანი მთელი სამყაროა და მთელი სამყარო კი ღმერთია, ისტორია წამია და წამია ისტორია, ბავშვმაც იცის ზღვის წვეთი და ზღვა ერთი და იგივეა. შენი სუნთქვა და მთლიანი ზეცა ერთია. ერთი ასობგერა და მთლიანი ლექსი ერთია, ერთი მარგალიტი და მთლიანი მძივი ერთია, ყველაფერი ერთია. ერთად ერთი. ამიტომაცაა ის უსასრულო და ხშირ შემთხვევაში განუჭვრეტელი, შეუცნობადი უთვალავი სახითა და გნებავს მნიშვნელობით. შენ ხომ სამყაროს შიგნიდან უყურებ? აი როცა სამყაროს საზღვრებს მიადგები ბოლომდე ბედნიერი მხოლოდ მაშინ გახდები, როცა თვითონვე დაინახავ თუ სად გადიან სამყაროს საზღვრებიც და რას უწოდებ შენ სამყაროს საზღვრებს, როცა ვარსკვლავებს მიწვდები თანაც ისე, მათკენ აფრენა, გადაფრენა და მოგზაურობა კი არა, თითის წვერებზე დადგომა დაგჭირდება მხოლოდ და შემდეგ აღარც თითის წვერებზე დადგები შენ თვითონ როცა გაიაზრებ საკუთარ დაუსაბამობას. შენ მომსწრე ხარ შენივე დაუსაბამობის. ამას ვეძახით ჩვენ სულს. ვინც ხარ შენ თვითონ ამ სხეულით, წარმოდგენებითა და წარმოსახვით გარემოცული.

5.შენი სხეული სამყაროს ეკუთვნის, სიკვდილის მერე ის სამყაროს უბრუნდება, მასზე სამყარო განმგებლობს, შენ ღებულობ სხეულს, მის ჯანმრთელობასა და ავადობას და იყენებ სხეულს იდეის, მიზნის, საქმის განსახორციელებლად, ის ბოლომდე შენი საკუთრება არაა, ის ბოლომდე მხოლოდ სამყაროს საკუთრებაა და ისევ სამყაროში განეფინება სიკვდილის შემდეგ. ჯვარცმულ ქრისტეს ვინც აჰყურებდნენ მისგან რაღაც არაჩვეულებრივს ელოდნენ, ჩამოდი ჯვარიდან, შენ ხომ მკვდრებს აცოცხლებდი და იმხელა რწმენა გაქვს დაუჯერებელ ამბებს ჩადიხარო, გესმის? მისგან სასწაულს ელოდნენ და იესო კი მოკვდა, მაგრამ სწორედაც რომ აქ იყო სასწაული, ნამდვილი, ჯერ არნახული, არგაგონილი სასწაული, ის, იესო, სული, პიროვნება სული, უსასრულოდ ცოცხალი სული თავისი სიკვდილის წამს, თავისივე სიკვდილის მომსწრე გახდა, ხოლო წამი შენი საკუთარი სიკვდილის გაცნობიერებისა და მისი მომსწრეობისა, შენივე სიცოცხლის და ცოცხლად ყოფნის უდიდესი და უდიდებულესი წამია. სწორედ ესაა აღდგომაც, შენ სული ხარ და ამიტომაც ხარ ცოცხალი, სხეულში და სხეულის მიღმაც. სწორედაც ასე, ცოცხლად გაცნობიერებული ყოფნით აღდგა ქრისტეც მკვდრეთით. მერე კი ამაღლებისას უთვალავ ნაწილად მოეფინა მთლიან უსასრულობას. ამ უთვალავი ნაწილის ერთობა არის სიცოცხლე.

6. მოკრძალებულებს თელავენ ჩემო გულმოდგინე მეცადინევ, მაგრამ მათგან სწავლობენ მოთმინებას, იქნები კეთილი დაგცინებენ, მაგრამ მერე შენს სადღეგრძელოებს დალევენ, იქნები სუფთა გაგსვრიან, მაგრამ მერე შენს სამოსელზე იდავებენ, ასეა ხალხის გონება, შენ ისინი უნდა მიიღო ისეთებად როგორებიც გზაზე გხვდებიან, მტვერით ივსები მანამ, სანამ მტვერი ჩამოგცილდება, არავინ წყვეტს დაუმწიფებელ ნაყოფს. არავინ წყვეტს გამხმარ ყვავილს. მხოლოდ აყვავებულ ყვავილს წყვეტენ, მაგრამ მინდორში ყვავილი მერე მაინც ამოდის.
7. „ყველგან ასეა სიმონიკა“ თქვა მათემ. „რა არის უამრავი ადამიანის გეგმა როცა თენდება? როცა ახალი დღე იწყება? რა და უკმაყოფილო სახით სიარული და ჭამა, სხვა არაფერი. ან წოლა ვინმესთან ან გაგება ვინ ვისთან სად და რამდენჯერ იწვა. ყველგან ასეა, მაგრამ ყველა ჭკუას სწავლობს ესენი კი თვლიან არაფერი აქვთ ჭკუის სასწავლი, რადგან ფილოსოფია მათი, ისიც გაუცნობიერებელი, არსად დაწერილი ფილოსოფია, თითქოს თანდაყოლილი რაღაც ჩვეულებანი ასეთია ერთ დღეს იბადებიან და ერთ დღეს გარდაიცვლებიან, ნებისმიერ ასეთ ერთ დღეს შესაძლებელია რაღაც განსაკუთრებული მოხდეს, მათ ყოველთვის აქვთ დღევანდელი კვერცხი და არასდროს აქვთ ხვალინდელი ქათამი სიმონიკა. ისინი თავს არასდროს შეიმეცნებენ, რადგან კარგად იციან ამით თავს იკლავენ, მათთვის ხიბლი ისეთივე ჩვეულებრივი და ბუნებრივია, როგორც ახლა აქ ამ დუქანში ჩვენი ჯდომა, ფეხებზე კიდიათ სადაა სიზმარი და სადაა სინამდვილე, გაიგო რა სურთ ქართველებს იგივეა გაიგო რა სურთ ვარსკვლავებს, ქვებს, ჩიტებს, ზღვის ტალღებს, კაცმა არ იცის რა სურთ, ეს მათი ბუნებაა და ან ღებულობ ასეთებს ან თავს ანებებ, საერთოდ განა ვინმეს სურს სიმართლის გაგება? არავის, ასე ხომ მათი მითები ინგრევა, მათ არ სურთ სხვებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მათ გარეშეც არ შეუძლიათ, ამაში მართლაც არის რაღაც განსაცვიფრებელი, ისინი მარტონიც ბედნიერები არიან, ასეთი ბედნიერი ერი ძნელი სანახავია, ბედნიერება ორის საქმეა და არა ერთის, ასევეა ერებშიც და ერებს შორისაც არსებობს ბედნიერების გაზიარების უშველებელი ისტორიული მისტერია სიმონიკა, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ადამიანს მარტო, სხვის გარეშე ძალუძს ბედნიერება ის ნამდვილი, ილუზიების და სიცრუისაგან გათავისუფლებული ნამდვილი თავისუფალი პიროვნებაა, ასე არაა? და ასეთი პარადოქსით აგრძელებენ ცხოვრებას აგერ უკვე ათასწლეულებია და არაფერი მოსდით.
8. არას მივუმატოთ ფული, უდრის კის.
9. ხმაური ხმაურია, სიმშვიდე სიმშვიდე, ეს ჰარმონიის ორი მხარეა, მაგრამ სხვადასხვა ბუნების.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent