შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ეს დრო ერთმანეთზე ფიქრიც არ გვსურდა


9-04-2015, 21:13
ავტორი tamt1994
ნანახია 4 072

1.დარდი ვერ გამიქრო განშორებამ, იცი?! მე დღეს ისევ მედარდები... ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ, ვიცი და მაინც მენატრები.... გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა, კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს; მაგრამ უშენობა გამიჭირდა.. ..
2.წამი შეხვედრის და წამი განშორების, წამი რწმენისა და იმედგაცრუების, წამი სიყვარულის,წამი მწუხარების წამი მარტოობის მწარე სინანულის, ცალცალკე წამია,ერთად აღებული მთელი ცხოვრებაა მსხვერპლად გაღებული
3.რომ მითხარი გულმა დაღლა არ იცისო,ავიარე შენი გულის ბილიკები,დავიღალე უშენობით დავიღალე,თვალს მიკრავენ ცრემლიანი ტირიფები,შემახსენე გაფრენილი წუთის ფასი,შენი თავი შენზე ფიქრით შემახსენე,თორემ ცაზე შეხე როგორ მოიღრუბლა,სიჭაბუკის ბილიკებთან შემაჩერე.ვარდობის თვეს შენთან ერთად ველოდები,გაზაფხულზე აბა როგორ დავიღლები,რადგან ისევ, იყიდება ყვავილები.რადგან ისევ მენატრები, მენატრები
4.არ შემიჩვიო, თუ ვერ შეძლებ გატეხვას ღამის, თუ ვერ ჩაატევ მაგ თვალებში ანთებულ ვნებას, ქორფა მინდვრიდან თუ ვერ შეძლებ შეწყვეტას ნამის, არ შემიჩვიო, თუ ვერ შეძლებ გულის მიგნებას. გთხოვ არ მომიშვა ასე ახლოს, არ მომცე ნება, არ ამამღერო, არ ამანთო და არ დამსაჯო, მერე ხელებში ცრემლიანი დღეები მრჩება, არ შემიჩვიო, თუ ვერ შეძლებ გულს უდარაჯო. აღარ შემცვალო, შევაჩვიე სიბნელეს თვალი, ჩემსკენ მომავალს თუკი უკან გრჩება ფეხები, თუ არ იქნები სიყვარულით უგონოდ მთვრალი, ღვთის გულისათვის იმედებზე ნუ შემეხები.
5.გამოდი გარეთ...
უნდა გნახო..!!
უნდა შეგეხო..!!
დღეს უფრო მეტად მეძალება შენი სურვილი,
გარეთ გამოდი კიდევ ერთხელ მინდა შეგხედო..!
რომ უფრო მეტად მომაწყურო შენი წყურვილი..
6.როგორ ვნებიანად იცი მოჩერება....გული სიყვარულით ვიცი გაჩერდება..
7.მეფიქრებოდი, მედარდებოდი,მენატრებოდი... და სულ პაწაწინა იმედის ანაბარა, ნოტების კორიანტელში ისევ ველოდი შენი ხმის გაგონებას....
8.ცხოვრება...გაგრიყავს,გრძნობიდან...
და გეტყვის...ცხოვრების მონა ხარ...
ცოდვა ხარ...თუ ვინმე არ გიყვარს...
თუ გიყვარს...მაშინაც ცოდვა ხარ...
9.სულ არ დავღლილვარ უბრალოდ
შენ გიცდი.
10.ჩვენი ცხოვრება ნისლით მოცული ბრმად მიუყვება ბილიკებს სადღაც, არავინ იცის სად წავიქცევით არავინ იცის რა ხდება გაღმა. ხან იძულებით მაინც მივყვებით მივყვებით ვტირით,ვიცინით ხანაც, როგორ საჩუქარს გვიმზადებს ბედი არავინ იცის თვით ღმერთის გარდა..



№1 სტუმარი სტუმარი მაია

კიდევ გაუძლებდი სიმარტოვეს მაგრამ უშენობა გამიჭირდა. უძლიერდსი სიტყვებია მომეწონა გმადლიბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent