შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, მეგობრობა ''


28-02-2017, 00:31
ავტორი სკვინჩი
ნანახია 12 557

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში, სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ, ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი, ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:
"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ, ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია...


,, მეგობრობა ''
,, მეგობრობა ''



ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრების გარეშე ცხოვრება. შესანიშნავი ურთიერთობისთვის კი ორი რამ არის მთავარი. პირევლი _ იპოვო მსგავსებები შენსა და შენს მეგობარს შორის და მეორე _ პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ბუნება, მათ უბრალოდ შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების საუკეთესოდ გაგების უნარი. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. კიდევ ერთი რამ რაც მართლაც აუცილებელია ეს არის პრობლემების ერთად გადაჭრის უნარი.მეგობარმა უნდა გაგიგოს რადგან გაგება ცნობაზე ღრმაა.უამრავია ისეთი ადამიანი რომელიც გიცნობს მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც გაგიგებს.

,, მეგობრობა ''
,, მეგობრობა ''
,, მეგობრობა ''


მეგობარი ხომ ის ადამიანია ვინც მართლა გიცნობს, უყვარხარ და ხედავს ტკივილს შენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა შენს სახეზე ღიმილის. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ადამიანი ვინც თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ სინამდვილეში ერთადერთი გზა იმისთვის რომ ურთიერთობამ დიდი ხნის მანძილე მოგვანიჭოს ბედნიერება ისაა, რომ არამხოლოდ ჩვენ მივიღოთ რამე ამ ურთიერთობიდან, არამედ უნდა გავცეთ კიდეც. ნამდვილი მეგობრები ყველაფერს გაძლევენ რაც შეუძლიათ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ნამდვილი მეგობრობისთვის.

,, მეგობრობა ''


კომუნიკაცია კი საუკეთესო საშუალებაა იმისთივის რომ გაუგო და დაეხმარო მეგობარს. მეგობართან გახსნილი უნდა იყო და თქვა სიმართლე, რადგან ურთიერთობა ვერასოდეს გაგრძელდება დიდხანს თუკი ის ტყუილზეა დაფუძნებული. როცა ვინმე შეცდომას უშვებს, უმჯობესია არ გაბრაზდე და აპატიო, უნდა იყო ძლიერი, მაჰათმა განდის მიხედვით “სუსტი ვერასოდეს გაპატიებს. პატიება ძლიერის თვისებაა.” უნდა გაიხსენო ყველა ის კარგი რამ რაც მას აქამდე შენთვსი გაუკეთებია, რადგან ნამდვილ მეგობრის პოვნა სწორედ უთანხმოებისას გამოსვლის პოვნისა და პრობლემების ერთად გამკლავების დროსაა შესაძლებელი. მაგრამ კომუნიკაცია აუცილებელი არამარტო პრობლემების განსახილველადაა, არამედ დადებითი ემოციების გადმოსაცემადაც. როდესაც მეგობრები ერთმანეთს თავიანთ გრძნობებსა და იდეებს უზიარებენ, ისინი თავს ბევრად უკეთ გრძნობენ.

,, მეგობრობა ''
,, მეგობრობა ''


ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ. ადამიანის შეცვლის მცდელობა არასოდეს მუშაობს. ჰაბარდის გამონათქვამიც ადასტურებს, რომ ” მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.” თუკი არ შეიცვლები, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ.

,, მეგობრობა ''


ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის სჯერათ. ნდობის გარეშე ურთიერთობაც არ იარსებებდა.მეგობრის თითოეული სიტყვის მოსმენა და გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ძველი ანდაზაც გვიდასტურებს რომ ” გულწრფელი პასუხი ჭეშმარიტი მეგობრობის ნიშანია,” გასაჭირში მყოფთ ხშირად სჭირდებათ რჩევები, მაგრამ ზედმეტად რჩევებითა და გაფრთხილებებით თავის მობეზრებაც არ არის მიზანშეწონილი. მათ ხშირად უბრალოდ დრო სჭირდებათ ფიქრისა და პირობების შესრულებისათვის, რადგან ნამდვილი მეგობრის სიტყვა ყველაფერზე ძვირფასია და მას იმედი არ უნდა გაუცრუო, რადგან საუკეთესო გრძნობაა როცა ვინმესთვის რამეს ნიშნავ. “მეგობარს ხომ შეუძლია გითხრას ისეთი რაღაცები, რაც შენ არ გინდა რომ უთხრა საკუთარ თავს.”

,, მეგობრობა ''



ასე რომ, ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრის პოვნა,კიდევ უფრო ძნელი მისი დაკარგვა, ხოლო შეუძლებელია მისი დავიწყება! და თუკი შეძლებ და იპოვი ასეთ ადამიანს, ეს იგივეა რაც უძვირფასესი განძი გეპოვნოს.”მეგობარი ის არის, ვინც მობრუნდება შენსკენ როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ.” მეგობრობა ბევრ რამეს მოიცავს.იმისათვის რომ გყავდეს მეგობარი, ჯერ თვითონ უნდა იყო მეგობარი. ერთი შეხედვით კი ამ სახელის ტარება ძალიან იოლი ჩანს, მაგრამ ეს ასე იოლი არაა. მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ნამდვილი მეგობარი. “კარგი მეგობრები კი ვარსკვლავებივითაა, ყოველთვის ვერ ხედავ მათ, მაგრამ იცი, რომ მუდამ შენს გვერდით არიან.” მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია.ეს ბუნების წესია გყვადეს მეგობარი და გადარჩე!!!



№1 სტუმარი gefacs tv

magari musikahttps://www.youtube.com/shared?ci=ICMMMDMNlqs

 


№2  offline მოდერი Mary Drey

.......................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent