დაქალზე მეტი ხარ (ეძღვნება თეკლა ჟღენტს)
დაქალზე მეტი ხარ. არ ვიცი შენზე უკეთესი ვინ მყავს. რამდენი რამ გამოგვივლია ერთად, რამდენჯერ ვყოფილვართ ჭირშიც და ლხინშიც ერთად. შენზე ძვირფასი არავინაა ჩემთვის. ეს 8 წელი ყველანაირად დაგიახლოვდი, როგორც შეიძლებოდა. მიკვირს, ამდენი ხანი რომ უსმენ ჩემ დებილურ აზრებს და მიტან. ყველაზე მეტად ის მიკვირს, კიდევ რომ გიყვარვარ. რაღაცნაირად თითქოს მავსებ. როცა შენ გარეშე ვარ სადმე, სულ მოწყენილი ვარ. შენ გარეშე მე არ ვარ ის გიჟი (გაზდელა) და არც შენ ხარ ჩემ გარეშე ის გიჟი (თეკლა). მე შენთან შემიძლია ის ვიყო, ვინც სინამდვილეში ვარ და არ შემრცხვება ამის. შენც კარგად იცი რას ნიშნავ ჩემთვის. როცა ბევრმა ზურგი მაქცია, შენ ჩემ გვერდზე იდექი და მამხნევებდი. იმის მერე ბევრი რამე მოხდა. მინდა იცოდე ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ და დაქალზე მეტი ხარ ჩემთვის. „მეგობრობა ბრილიანტივითაა, ძალიან იშვიათია, ძვირად ფასობს და ბევრი ყალბი ასლი აქვს“ ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრების გარეშე ცხოვრება. შესანიშნავი ურთიერთობისთვის კი ორი რამ არის მთავარი. პირევლი _ იპოვო მსგავსებები შენსა და შენს მეგობარს შორის და მეორე _ პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ბუნება, მათ უბრალოდ შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების საუკეთესოდ გაგების უნარი. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. კიდევ ერთი რამ რაც მართლაც აუცილებელია ეს არის პრობლემების ერთად გადაჭრის უნარი.მეგობარმა უნდა გაგიგოს რადგან გაგება ცნობაზე ღრმაა.უამრავია ისეთი ადამიანი რომელიც გიცნობს მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც გაგიგებს. მეგობარი ხომ ის ადამიანია ვინც მართლა გიცნობს, უყვარხარ და ხედავს ტკივილს შენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა შენს სახეზე ღიმილის. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ადამიანი ვინც თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ სინამდვილეში ერთადერთი გზა იმისთვის რომ ურთიერთობამ დიდი ხნის მანძილე მოგვანიჭოს ბედნიერება ისაა, რომ არამხოლოდ ჩვენ მივიღოთ რამე ამ ურთიერთობიდან, არამედ უნდა გავცეთ კიდეც. ნამდვილი მეგობრები ყველაფერს გაძლევენ რაც შეუძლიათ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ნამდვილი მეგობრობისთვის. შენ მე სიყვარული და მეგობრობა მასწავლეე. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, თეკლა! შენი გაზდელა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.