ციტატები
''ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში'' მარკ ტვენი ელიფ შაფაკი -"სიყვარულის ორმოცი წესი" "ოსტატი და მარგარიტა" ''სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.'' გოეთე "ვწერდი ბავშობიდან და როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს პოეზია, შემეშინდა." დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა! წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე, მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე... წამიყვანე!.. გალაკტიონი "ადამიანი დასაფასებელია, როცა მისი ქმედება ემთხვევა სიტყვას." მარიო პიუზო - "ნათლია" "ჯერ წაკითხული გვერდების რაოდენობით ვტკბებით, მერე კი დგება წამი, როცა ის გვაშინებს, რომ წასაკითხი ცოტა გვრჩება." დანიელ პენაკი - "რომანივით საკითხავი" "ძალზე ძნელია ხოლმე ადამიანის გამოცნობა, დიდი ხნის ნაცნობობის მიუხედავადაც კი!" ფიოდორ დოსტოევსკი ”ადამიანებს შორის ურთიერთსიყვარული კაცობრიობის ცხოვრების მთავარი კანონია” ლევ ტოლსტოი - "აღდგომა" "შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე. ის ვერ იარსებებს." ჯორჯ ორუელი - "1984" "ადამიანები ვერასოდეს დააფასებენ იმას, რაც აქვთ, რადგან მადლიერების გრძნობა ფიქრის შედეგად ვითარდება. ადამიანი კი იშვიათად ფიქრობს ხოლმე და თუ ფიქრობს, მხოლოს იმას, როგორ გაიუმჯობესოს მდგომარეობა." ჭაბუა ამირეჯიბი ''არაფერი ისე არ ამცირებს ადამიანს, როგორც შურიანობა.'' შტეფან ცვაიგი ''ყველა ჩვენთაგანს, ჩვენი საიდუმლო გვაქვს.'' ოსკარ უაილდი -"დორიან გრეის პორტრეტი'' "ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ. კონსტანტინე გამსახურდია - "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" "ყველა იჩქარის სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს." ალბერ კამიუ დანიელ პენაკი - "სკოლის სევდა" "შენ ჩემი ხარ,ჩემად გაქციე და არც ერთ ზღაპარში არ არსებობს ქალი, რომლისთვოსაც ასე ხანგრძლივად და სასოწარკვეთილად იბრძოდნენ,როგორც მე ვიბრძოდი შენთვის საკუთარ თავთან." ფრანც კაფკა-დღიურები. "რა ლამაზია, იყო შეყვარებული და თავისუფალი, ერთსა და იმავე დროს." ჰენრი მილერის სასიყვარულო წერილებიდან. "...ცუდი ადამიანი არ არსებობს, ისევე, როგორც კარგი. ყველა ადამიანშია თანდაყოლილი კეთილი და საზოგადოებიდან არეკლილი ბოროტი. არსებობს სუსტი, ძლიერი და უძლიერესი ადამიანი. სუსტ ადამიანს გარემო პირობები აიძულებს სისუსტეების გამოვლენას, ძლიერი, შექმნილი გარემოს მიუხედავად, თავის დადებით მხარეს ავლენს, უძლიერესი კი თავად ქმნის გარემო პირობებს..." ''იპოვე ის, რაც მთელი გულით გეყვარება და მიეცი საშუალება მოგკლას.'' ჩარლზ ბუკოვსკი ''მაბედნიერებდა გარეთ, ბუნებასთან ახლოს ყოფნის შეგრძნება. მისი სურნელი, მიწა ჩემს თითებქვეშ, კმაყოფილება, როდესაც ვუყურებდი, როგორ იზრდებოდნენ, ხარობდნენ, ბრწყინავდნენ და თრთოდნენ მცენარეები საკუთარი მშვენიერებით.'' ჯოჯო მოიესი -"მე, შენამდე'' „გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. “ ოტია იოსელიანი “ აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა, აფრიალე თმები გიშრისფერი... ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა, ერთი ქალიც - შენი ფეხის მტვერი.“ თინათინ მღვდლიაშვილი 1996 წელი “ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.“ ტერენტი გრანელი ''ისიც არ იცი, რომ ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, რაც ხარ, ზუსტად იგივე.'' გურამ დოჩანაშვილი -''სამოსელი პირველი'' "როგორი სულელი ხარ,ჩემო ანგელოზო." ალექსანდრე პუშკინის წერილებიდან ცოლს. "ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ხელის გაშვებას, ზოგჯერ ხელის გაშვება ჩვევად იქცევა და მაშინ მთავარსაც ისე ვუშვებთ ხელს, ვერც კი ვხვდებით, რომ მთავარი ყოფილა." არჩილ ქიქოძე - "სამხრეთული სპილო" "უნებისყოფო, სუსტი ხასიათის ადამიანები - ადვილად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ" ედმუნდ კრისპინი - "ექსპრეს დეტექტივები" "დღეს სხვანაირი სიცოცხლე ვიგრძენ და ქვეყანაზე აღარ ვეტევი." ტერენტი გრანელი " იყეფე ჩემო მეგობარო, იყეფე! ჩვენს დროში ძაღლები კი არა ადამიანებიც კი, რომლებსაც სურთ ყურადღების მიპყრობა, ძაღლურად ყეფენ!" მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი "დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე." ილია ჭავჭავაძე - "მგზავრის წერილები" "გადი გარეთ, სუფთა ჰაერზე, გადი და ეძებე ბედნიერება საკუთარ თავსა და ღმერთში." ანა ფრანკი "იცით, უკვე იმდენჯერ მიღალატეს რომ თავი სამშობლო მგონია!" გალაქტიონ ტაბიძე "უბრალო მოკვდავი იძულებულია ცხოვრებაში ისეთი ბლაგვი იარაღით გაიკვლიოს გზა, როგორიცაა ინტელექტი." ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი" "იკითხო, წერო და თან ასწავლო, ამას რამე სჯობს?!" დანიელ პენაკი - "სკოლის სევდა" ''ვაჟკაცობა დაჯილდოვებული უნდა იქნეს და შეცდომა - დასჯილი.'' ვიქტორ ჰიუგო -"ოთხმოცდაცამეტი წელი'' "ღიმილი ბედნიერებას არ ნიშნავს!" ჯოჯო მოიესი "რობოტიკის სამინ კანონი: 1.რობოტს არ შეუძლია, ადამიანს ავნოს რაიმე, ან უმოქმედოდ იყოს როცა აამიანის სიცოცხლე საბრთხეშია. 2.რობოტი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებებს, გარდა იმ შემთხვევისა,როცა ეს ბრძანებები ეწინააღმდეგება პირველ კანონს. 3. რობოტმა უნდა იზრუნოს თავისი უსაბრთხოებისთვის, როცა ეს არეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს. 'რობოტიკის წიგნიდან' 2058 წელი." აიზეკ აზიმოვი - "მე რობოტი" “თუ ხალხმა ხელში აგიტაცა ნუ გაგეხარდება... კარგად დააკვირდი, იქნებ კუბოში წევხარ." ბერნარდ შოუ "მე შენთან მოვდიოდი. თუმცა შენი სახლი არიყო სადმე ქალაქში, არც შენი ქალაქი იყო ქვეყანაში... არც შენი ქვეყანა იყო სადმე დედამიწაზე..." ელიფ შაფაქი -"სიყვარულის ორმოცი წესი'' “ცოტა ხანში მის ფეხებთან მხოლოდ დაფლეთილი სიტყვები ეყარა. სიტყვები. რატომ უნდა ეარსება სიტყვებს? ყველაფერში ხომ ისინი იყო დამნაშავე. სიტყვების გარეშე ფიურერი არარაობა იქნებოდა. აღარ იარსებებდნენ კოჭლობით მიმავალი ტუსაღები, არც ნუგეში და არც სიტყვით ოინბაზობა იქნებოდა საჭირო. ნეტავ, რისი მაქნისია სიტყვა? ...ვერასოდეს გავიგებ, ვერასოდეს ჩავწვდები, რაზე წამსვლელია ადამიანი” მარკუს ზუზაკი - "წიგნის ქურდი" the book thief never dies! ელიფ შაფაქი -"სიყვარულის ორმოცი წესი'' ''მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ– ვერაფერს შეცვლი.'' ოსკარ უაილდი -"დორიან გრეის პორტრეტი'' "-იცი რა ალბათ მაინც ასე უნდოდა სტივს. ალბათ ესე იყო სწორი. -ჩემსგარეშე? ცხოვრების დედაც.. თუ ჩემთან სტივი არიქნება. ნუცდილობ გაამართლო. -მართლა ასე ძალიან გიყვარს? -არა ლორა, შენ არშეგიძლია ეგკითხვა დამისვა, შენ ვერც წარმოიდგენ როგორმიყვარს! " ჯოჯო მოიესი - "გზასთან" "მერიენს შეეძლო წვიმაში მდგარიყო ჰოლტსპერისათვის მთელი დღე. ჰოლტსპერის გარეშეც შეეძლო მერიენს წვიმაში დგომა. მერიენს უყვარდა წვიმა. ალბათ ესეც ხდიდა მას იმ 'ერთადერთად' ჰოლტსპერისათვის" მაინ რიდი - "თეთრი თათმანი" "ისევ წვიმდა, როგორც ბათუმში (ოღონდ არა ხმაურით, ბათუმისგან განსხვავებით) და როგორც ბატონი ვახტანგ ღლონტი იტყოდა, ამსტერდამიც არის წვიმა და არაფერი სხვა... ჩვენსა და წვიმას შორის კი იყო მხოლოდ მინა, რომელიც გვიცავდა იმ ჩუმი წვეთებისაგან." დათო ტურაშვილი - "სხვა ამსტერდამი" "და ბოლოს... ძალიან დამღალეს ადამიანებმა!" მარკუს ზუზაკი - "წიგნის ქურდი" "მიზეზები ბევრია, ზღვას შეიძლება იმიტომააც ვერიდებოდით, რომ მიწა ისედაც გვაძლევდა ყველაფერს! ჩვენ მიწის ხალხივართ, და ის რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის მაინც ქელეხის სუფრის ორგანიზებაა, რადგან სწორედ ამდღეს, ჩვენ ისევ მიწას ვუბრუნდებით და მიწის გამო (სწორედ იმ დღეს) ჩვენ საუკეთესოები ვართ- ერთადრერთხელ ჩვენს ცხოვრებაში... '' დათო ტურაშვილი - "სხვა ამსტერდამი" "მე იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც... !" ოთარ ჭილაძე "დარწმუნებული ვარ, დროდადრო ყველანი ვიქცევით ცოტათი გიჟურად. მართალია. ზუსტად ასეა. ყველანი ვაფრენთ დროდადრო." რობერტ ბრუხი - "ფსიქოპათი" მაინ რიდი - "თეთრი თათმანი" "დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით." გურამ დოჩანაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.