რატომაა დაბადების დღის მომდევნო 12 დღე ყველაზე მნიშვნელოვანი?
ჩვენი დაბადების დღის მომდევნო 12 დღე-ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია წელიწადში. ამიტომ ისინი სწორად უნდა გავატაროთ. თუ როგორ, ამას ახლავე აგიხსნით. არ დაკვირვებიხართ, რომ დაბადების დღემდე 1 კვირით ადრე განწყობა გეცვლებათ, გაღიზიანებული ხართ, მოწყენილი ხდებით. ასე იმიტომ არ ხდება, რომ წელი გვემატება. დაგროვილი ნეგატივი გვამძიმებს და მისგან უნდა გავთავისუფლდეთ. დაბადების დღემდე 1 კვირით ადრე შემდეგნაირად მოიქეცით: აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ; გაისტუმრეთ ვალები; ერთ საღამოს განმარტოვდით, გადახედეთ გასულ წელს, გააანალიზეთ, შეაჯამეთ წარმატებები და დამარცხება. დაბადების დღეს გეკრძალებათ: ვინმეს გაკრიტიკება, ვალის აღება, უხასიათოდ ყოფნა, ჭორაობა და ტირილი. დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღეს ასე უნდა მოიქცეთ. პირველი დღე - იყავით მხიარული. დილით ივარჯიშეთ, საღამოს შეაგროვეთ მეგობრები, იმხიარულეთ. მეორე დღე - ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია; დღეიდან დაიწყეთ ჯანსაღი საკვების მიღება. მესამე დღე - გააუმჯობესეთ კონტაქტები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მეოთხე დღე - დაეხმარეთ ახლობლებს. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები და ნათესავები. მეხუთე დღე - შემოქმედებითი დღეა. დახატეთ, მოიფიქრეთ რითმა. გაერთეთ ბავშვებთან ერთად. ამ დღეს გაჩენილი სიმპათია შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს. მეექვსე დღე - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. აიღეთ აბონემენტი სპორტდარბაზში, აუზში. მეტი ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოერიდეთ ტკბილსა და მძიმე საკვებს. მეშვიდე დღე - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. ერთად დაგეგმეთ ოჯახის ბიუჯეტი. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი. მერვე დღე - ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში, არ იჭორაოთ, არ გასცეთ რჩევები. დაფიქრდით, რა გიშლით წარმატების მიღწევაში ხელს და გათავისუფლდით მისგან. მეცხრე დღე - მეტად დაისვენეთ. მოუწყვეთ საკუთარ თავს მოგზაურობა, თავგადასავალი. დაესწარით კულტურულ ღონისძიებას. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. მეათე დღე - კარგი დღეა ფინანსური და კარიერული საკითხების მოსაგვარებლად. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. დღეს გაკეთებული სიკეთე ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეეხმიანეთ მშობლებს. მეთერთმეტე დღე - დღეს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. შეიძლება ახლებიც გაიჩინოთ. აგრეთვე, კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. სიფრთხილე გმართებთ ელექტროსაგნებთან. თანაც გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მეთორმეტე დღე - დადებითი აურა შეიქმენით გარშემო. სანთელი აანთეთ, ყველას ყველაფერი აპატიეთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. იფიქრეთ დადებითზე და აკეთეთ სიკეთე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.