შოკოლადის ჰოროსკოპი - ვის რამდენად უყვარს ტკბილეული
როგორი დამოკიდებულება აქვს ჰოროსკოპის სხვადასხვა ნიშანს ტკბილეულის მიმართ, ანუ ვის რამდენად ძლიერად უყვარს შოკოლადი. ვერძი. არანაირი შეზღუდვა: შეუძლია მთელი შოკოლადის ასორტი ერთ ჭამაზე შესანსლოს. თანაც ისე, რომ ამ დროს ყველა და ყველაფერი, საყვარელი ადამიანიც კი დაავიწყდება. კურო. ეს ტკბილეულის მოყვარულები უფრო გამმეტნი არიან, ვიდრე მათი კოლეგა-ვერძები. ოღონდ ხილისჯემიან კანფეტს თუ დაგითმობთ, რომელიც თავად დიდად არ უყვართ. ტყუპი. მას შეუძლია გატეხოს ყველა კანფეტი, რათა ნახოს, რისი გული აქვს და ასე აირჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. კირჩხიბი. აი, კირჩხიბებს შეუძლიათ მთელი თვე იზოგონ ერთი ყუთი შოკოლადი და ნელ-ნელა დატკბნენ სიამოვნებით. ლომი. დაიწყობს წინ მთელ კანფეტებს და მხოლოდ მას უწილადებს, ვინც მოსწონს. და ისიც მხოლოდ მას მერე, რაც თავად გულს იჯერებს ჭამისგან. ქალწული. აირჩევს ორ სხვადასხვა შოკოლადს ან კანფეტების ყუთს: ერთს თავისთვის, მეორეს – შენთვის! სასწორი. ძალიან უყვართ ტკბილი, შეუძლიათ მთელი ტონა შეჭამონ, მაგრამ არ გაღორდებიან და სხვასაც უწილადებენ პატარას. მორიელი. ნელა ტკბება შოკოლადის გემოთი, კბეჩს პატარა ნაწილს და იხანგრძლივებს სიამოვნებას. მშვილდოსანი – უყვარს ელიტური შოკოლადი, უცხო კანფეტები. შეუძლია, ყველაფერი გაპატიოთ ერთი ძვირად ღირებული და გემრიელი შოკოლადის ფასად. თხის რქა. გიჟდება ტრიუფელებზე. ჩვეულებრივი, უბრალო შოკოლადი არც კი შესთავაზოთ – არ გასინჯავს. მერწყული. უყვარს შოკოლადი სიურპრიზით. მაგალითად, კანფეტები თხილითა და ქიშმიშით. მთელი დღე შეუძლია გაერთოს მათი ჭამით. თევზები. გულუხვები: მთელ კანფეტებსა და შოკოლადებს დაარიგებენ, თანაც არა მხოლოდ მეგობრებს, უცხოებსაც უწილადებენ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ტკბილეულზე მეტად ადამიანები უყვართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.