შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოღრუბლული ფიქრები


26-10-2015, 16:39
ავტორი მეამეა
ნანახია 2 139

მოღრუბლული ფიქრები

ისევ ეხეთქება სიმარტოვის ნაპირებს აბობოქრებული ფიქრები. შესისხლხორცებულა ჩემს სულთან და გარდაუვალია ყოველ წამს თავი არ მახსენოს, გამოაჭყიტებს ხოლმე სადღაც ბნელი კუთხიდან და "ჭიტას" მეუბნება. აიმღვრა ჩემი დალაგებული გონება და კვლავ ნაცრისფერმა მოიცვა, სადაც ფუჭე, სულის შემხუთველი ფიქრების მორევი ტრიალებს.

უწინ მხოლოდ ერთ ბილიკს ვხედავდი, ახლა კი უამრავია და გგონიათ შემიძლია გავარჩიო შინ რომელი მიმიყვანს?! სულს ბორკილი ადევს, გულს ლოდი აწევს, გონებას კი ეშმაკები დაუფლნენ. ეს რა მემართება!... მგონი უფსკრულს მივექანები. დაბნელება დაიწყო, აღარ ჩანს დღის სხივი, მინდა ბოლო ხმაზე ვიკივლო, მაგრამ ხმა არ ამოდის, ვერც ჩრდილებს ვეხადვ ჩემი მშველელისას იმედად. ეს რა სტიქია დამატყდა თავს? დამავიწყა ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და სად მივდივარ, მხოლოდ იმას ვაცნობიერებ, რომ სულს სევდა და ნაღველი აქვს ფსევდონიმად. ნეტავი ამოვარდებოდეს ძლიერი ქარი და გაფანტავდეს ღრუბლიან ფიქრებს, რომელიც ჩემს გონებაში სახლობს. რაღა მაინც და მაინც აქ დაიდო ბინა, ჩემთვის შეწყალება არ უთხოვია ისე მასაწ....ბს.

ვუძლებ ამ ფიქრთა მორევს, თუმცა არ ვიცი მეყოფა თუ არა ძალა... ნუთუ ჩემი არსებობის ყოველი დღე სხვის ფიქრებში მონად ყოფნით დაიფურცლება?!!

12. 07. 2007წ







ის ერთადერთი...

მიყვარდა გრძნობით, გამოუთქმელად ის ერთადერთი
და მისთვის მენთო ღვთის საყდარში წმინდა სანთელი,
მის სიყვარულში ილეოდა ღამე ფიქრებით,
დღე თენდებოდა ოცნებებით მუდამ ნათელი.
მის სპეტაკ გულში არ ნთებულა ეს წმინდა გრძნობა
და მეც ტყუილად ვიმედობდი- გვფარავდა ღმერთი,
წელთასვლის წიგნში არ ეწერა ეს საოცრება,
მიუწვდომელი არის ჩემთვის ის ერთადერთი.
მაგრამ რატომღაც მე ყოველთვის მას ვტრფიალობდი,
და იგი იყო ამ გულისა ძგერის მიზეზი,
და ჩემს ჯადოსნურ ოცნებებში ფიფქად ვხატავდი,
და ჩემს მისდამი ამ სიყვარულს არსად ვხარკავდი.
მან გამახვია თავბრუდამხვევ გრძნობის ბურუსში,
და თან უეცრად ამაყ სულში ეშმაკი გაჩნდა,
მან გამიმეტა სიმარტოვისთვის მე მისი მონა,
ჩემს გულს წარსულის ნაკვალევი აჩრდილად აჩნდა.
არ სწერებია ამ სიყვარულს თურმე ახდენა,
ღვთისთვის ტყუილად მიმინდვია ეს წმინდა საქმე,
ასე ცალმხრივად გადვიზრდები ბუნების წიაღს,
იქნებ როგორმე სულისა შვება ვპოვო აქ მე.
განვლო წლებმა და მომიშუშდა გულის იარა,
მაგრამ ნაკვალევს რა წამიშლის, ის კვლავ ატყვია,
ხანდახან გასცრის ჩემს ფიქრებში უწინ მიჯნური,
განვლენ წლები და მომიშუშებს ყველა ნატყვიარს.
მაგრამ უეცრად საოცრება ისევ მეწვია,
მე მისმა მოსვლამ და შეხებამ თავბრუ დამხვია,
და გულში გასცრა მასზე ფიქრმა, წარსულმა, ღმერთმა,
სულ რომ დატოვა კვალი ჩემს გულს იმ ერთადერთმა.


18.01.2005წ



№1  offline მოდერი ლილიანა

სიყვარული სიყვარული,ყველაზე ლამაზი და საოცარი გრძნობაა
კარგი ხარ მაკუშ❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მეამეა

:* :* ჰოო ინ, საოცარი გრძნობაა ორმხრივი სიყვარული <3

 


№3  offline წევრი maridb

უზომოდდ კარგი იყოო<3:*
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline წევრი მეამეა

მადლობა საყვარელო :*

 


№5 სტუმარი black

Vaimee dakarguliiiii..kaiiyooo♡.♡*♡*

 


№6  offline წევრი მეამეა

როგორ მახარებ :* :* შენსასაც ველოდები იცოდე ;)

 


№7 სტუმარი black

Vaime aramgonia am saitze leqsebi davdooo iseti leqsebi maqvs ro sxva darwmumebuli var ver gaigebs ai dzalian psiqologiuri da sevdianebi da aramgonia gindodes yoveli chemi leqsis naxvisas dagruzvaaa:):)

 


№8  offline წევრი მეამეა

წინასწარ მოვემზადები ფსიქოლოგურად და ვეცდები არ დავიგრუზო, ;) დადე, ველოდები გულითა და სულით :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent