შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...


6-07-2016, 00:32
ავტორი Amelie
ნანახია 1 635

ზიხარ ოთახში და არც კი იცი რაზე გინდ წერო, უბრალოდ ზიხარ და აფიქსირებ ყველაფერს, საგნებს, ადამიანებს, მოძრაობას მის ტრაექტორიას, ცდილობ ყველაფერი მარტივად აღქმადი და არხეინი გახადო. მაგრამ რთულია, რთულია ეცადო ის დაინახო შენს გარემომცველ სამყაროში რაც თავადაც არც თუ ისე კარგად, არა გატყუებთ საერთოდ არ გამოგდის. უბრალოდ ზოგჯერ, როდესაც მზე ნაზად ჩაესვენება და ჰორიზონტს მოეფარება, როდესაც მშვიდი სიო დაგქროლავს და ტანში პატარ – პატარა მუხტებად რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელის მსგავსი დაგივლის, გრძნობ რომ რაღაცა უფრო მეტი ხარ, რაღაც უფრო მეტი გინდა და ეს არ არის ის გარემოება რომელშიც შენ თავს ისე იგრძნობ როგორც წყალში თევზი, თუმცა ამგვარი გარემოება შესაძოა არც არსებობდეს, უბრალოდ ჩვენ ვქმნით ილუზიას, რაღაც წარმოსახვით სამყაროს, რომელშიც ბედნიერების გარკვეულ სუბსტანციამდე მიღწევა შეგვიძლია, იმდენად მარტივად რომ, თავად ბედნიერებაა გაუფასურებული. სინამდვილეში კი ჩვენ ვერც კი ვხვდებით რომ ბედნიერება ზუსტად იმ წვრილმანებშია, იმ განცდებსა და ემოციებში, იმ პატარ–პატარა წარმატებებსა და გამართლებებში რომლებსაც გზად ვაწყდებით ჭეშმარიტი ბედნიერების ძიების პროცესში. სინამდვილეში კი არასდროს არ უნდა მისცე თავს უფლება წერო იმაზე რისიც არ გაგეგება, არც იმის უფლება უნდა მისცე რომ მხოლოდ რაც გაგეგება იმაზე წერო, ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ თავის მოტყუება და ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა გამოდის. წარმოიდგინეთ მიდიხართ გზაზე, ღამეა, გზა კი დაუსრულებლად გეჩვენებათ,ანთებული გაქვთ ფარები, რომლებიც წინ გზას გინათებენ, ვერაფერს ხედავ გარდა იმ მცირე მანძილისა რომელსაც ახლო განათების ფარები სწვდება, მაგრამ შენ გზას აგრძელებ, რადგან დანიშნულების ადგილამდე უნდა მიხვიდე. ყველა გზას აქვს დასასრული, ყველა გზას სადღაცისკენ მიდის, მთავარია მართვა იცოდე და არ მოდუნდე, რადგან ერთი პატარა შეცდომაც შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. ხშირად ავტომობილის მართვის წესები ემთხვევა საკუთარი ცხოვრების მართვის წესებს. მართლაც რა საინტერესო იქნებოდა ადამიანებს ავტომობილის მართვის მოწმობის მსგავსად ცხოვრების და გადაწყვეტილებების მართვის და გაკონტროლების მოწმობაც რომ ეძლეოდეთ. წარმომიდგენია რა სირთულის გამოცდების ჩაბარება მოუწევდათ.
სულ სიმარტოვე მეუფლება ამ სახლში. აურა ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არც სახლის პატრონია ცუდი ქალი, მაგრამ... თუმცა არ ვიცი შეიძლება სულაც არ არის სახლის ბრალი. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ფიქრების განრიგის შედგენა არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი. აბა წარმოიდგინეთ სხედხართ სავარძელში, თქვენს ირგვლივ არავინაა, ზოგჯერ ამაზრზენად შემაწუხებელი სიმყუდროვისა და სიჩუმის გარდა და იწყებთ ფიქრს, მაგალითად, – სადილად რა მოვამზადო..? შემდეგ გახსენდება რომ შემდეგ ჭამამდე სულ მცირე 4 საათი კიდევ გაქვს და იწყებ ისეთ რაღაცაზე ფიქრს, რომელიც მართლაც სასწრაფო და გადაუდებელია. უბრალოდ ფიქრები ზოგჯერ იმდენად გვაბნევენ რომ ვკარგავთ რეალობის ადექვატურად აღქმის უნარს და ვემსგავსებით ძალიან სასაცილო პატარა კაცმაცუნებს და იმდენად ვპატარავდებით, რომ შესაძლოა ერთხელაც სრულიად გავუჩინარდეთ. ამიტომ ჩაეჭიდეთ რეალობას მყარად, არსად გაუშვათ ის და არც თქვენ მოსცილდეთ მას, მხოლოდ რეალობაშია შესაძლებელი სრულჰყო საკუთარი თავი, შესაძლებლობები, ნიჩები, უნარები, ემოციები, ქმედებები. მთავარია ყურები არ ჩამოყარო.
უმიზნოდ წერის დაწყებას ალბათ სჯობს სულ არ დაიწყო, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაა, სულ არ დაწყებას სჯობს უმიზნოდ დაიწყო. ზოგჯერ სპონტანურობა იმდენად აკლია სამყაროს, გინდა უბრალოდ ქუჩაში სულ მთლად შიშველმა გაიარო და უარყოფითი რეაქციების მიუხედავად არ ინანო და არ დაგწყდეს გული ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, იმიტომ რომ შენ ამ დღეს და ამა და ამ დროს ზუსტად ასე და ამგვარად გინდოდა მოქცეულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent