10 რჩევა მათთვის, ვისთვისაც საკომუნიკაციო საშუალება -Iphone განუყრელი ”მეგობარია”
”ისევ დასატენია ჩემი ტელეფონი”, ”რამდენიმე თვეა, რაც ვიყიდე და უკვე ჭედავს”, ორი თვე არ გასულა, რაც აიფონი შევიძინე, დამივარდა და ეკრანი სულ ჩაელეწა” - ეს ის ფრაზებია, რომლებსაც თავადაც ხშირად ვამბობთ და გარშემომყოფებისგანაც ხშირად გვესმის. იქნება ეს სამსახური, სამეგობრო წრე თუ საქმიანი შეხვედრა, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებასთან დაკავშირებით მინიმუმ, ერთ ფრაზას მაინც გაიგებთ. აიფონი, ანდროიდი და ა.შ. - ის ნივთებია, რომლებსაც თითქმის ყოველთვის თან ვატარებთ. შესაბამისად, მათი გამოყენებისა და საჭიროების ხარისხი მაღალი, დაზიანების რისკი კი - დიდია. Apple-ის მაღაზიათა ქსელი iTechnic-ი თავის მომხმარებელს რამდენიმე რჩევას აძლევს, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს დაეხმარება, უკეთ მოუაროს საკუთარ ”მეგობრულ” ტექნიკას, ნივთს, რომელიც თანამედროვე სამყაროში, ფაქტობრივად, ყველაზე საჭირო და აუცილებელია: 1. მოწყობილობა აუცილებლად უნდა დატენოთ მხოლოდ ორიგინალი აქსესუარით, რადგან არაორიგინალმა შეიძლება დააზიანოს ტელეფონი. 2. კორპუსისა და ეკრანის დაცვის მიზნით ტელეფონისთვის სასურველია შეიძინოთ ე.წ. ქეისი და ბრონირებული დამცავი. რა თქმა უნდა, ეს მცირე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მოსალოდნელი რისკებისგან თავდასაცავად დამატებითი თანხების გაღება ნამდვილად ღირს. 3. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ტელეფონის ელემენტის ენერგია safe mode-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ტელეფონი მუშაობის რეჟიმში უფრო დიდი ხნით გაძლებს. 4. ნუ დატოვებთ ტელეფონს მთელი ღამის განმავლობაში ჩამრთველში შეერთებულს. ელემენტის 100%-მდე დამუხტვის შემთხვევაში გამოაერთეთ თქვენი ტელეფონი დენიდან. 5. გაითვალისწინეთ, რომ ყიდვის დროს აუცილებლად უნდა შემოწმდეს იმეი-კოდი, ხოლო ყუთის, კორპუსისა და შიდა იმეი-კოდი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. 6. icloud-ის პაროლი (password) აუცილებლად უნდა გახსოვდეთ და არ უნდა გასცეთ სხვა პირზე (Icloud იცავს თქვენს ტელეფონს და თქვენი ინფორმაცია დაცულია). 7. როცა არ ვიყენებთ მობილურ ინტერნეტს, უმჯობესია გამოვრთოთ ის, ასე ჩვენ დავზოგავთ ელემენტის ხანგრძლივობას. 8. ეცადეთ, მანქანის დაქოქვის დროს არ გქონდეთ ტელეფონი მანქანის დამტენზე მიერთებული, ასეთ დროს მანქანის დამტენს მიეწოდება ჭარბი დენი და თუ თქვენ არ სარგებლობთ მაღალი ხარისხის მანქანის დამტენით, შესაძლოა ელემენტი დაგიზიანდეთ. 9. დატენვასთან ერთად ეცადეთ, პარალელურად არ გამოიყენოთ ტელეფონი. ასეთ დროს შესაძლოა თქვენი ტელეფონი გადახურდეს. 10. იყავით ყურადღებით და ახალი სისტემის გამოსვლის დროს განაახლეთ სისტემა თქვენს ტელეფონში. ასეთ შემთხვევაში აპლიკაციებს და თავად სისტემას ახალი ფუნქციები ემატება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.