რა განსხვავებაა ქალის სილამაზესა და სექსუალურობას შორის
ქალები არიან გამხდრები, მსუქნები, მატყუარები, საშიშები, ბავშვურები, ღვთაებრივები... უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩამონათვალი... ბოლოს როდის მოისმინეთ, რომ მამაკაცმა ქალს კომპლიმენტი უთხრა და სექსუალურის ნაცვლად სხვა სიტყვებით მოეფერა? ან აღნიშნა მისი შინაგანი მდიდრული სამყარო? ან როდის გაიგეთ ბოლოს, რომ მამაკაცმა ქალზე თქვა, ლამაზიაო? ბოლო დროს მამაკაცები ქალს ადამიანივით კი არა, საგანივით აფასებენ. თითქოს ჯილდოა, უნდა მოინადირონ და ყურადღებას არ აქცევენ მის პიროვნულ ღირსებებს, არამედ, მხოლოდ გარეგნობას. მამაკაცები ყურადღებას აქცევენ ქალის ვარცხნილობას, თეძოებს, მკერდის ზომას, ფეხებს. განიხილავენ მის სექსუალურობას. ჰგონიათ, რომ ის მსგავსი სიახლეები როგორ გავიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს ტყდება: დაგეხმარებათ 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება როგორ გავიზარდოთ ფრჩხილები, რომლებიც არასოდეს ტყდება: დაგეხმარებათ 4 კომპონენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგრძელებული წამწამები, ეპილაცია ან ნამზეურია. და ჩაიბეჭდეს, თითქოს წელწვრილი და დაბერილძუძუებიანი ქალი მიმზიდველია. მამაკაცებს აინტერესებთ მხოლოდ მოკლე კაბა და მაკიაჟი. ქალებიც, შეთქმულებივით ცდილობენ, იყვნენ სექსუალურები და არა ლამაზები. მამაკაცებმა არ იციან, რომ ღამის დადგომისთანავე ქალი მაკიაჟს იცლის და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლიდან ჩამოდის. ეს ნამდვილი სილამაზე არაა, ეს ილუზიაა. დროა, მამაკაცები გაერკვიონ სექსუალურობასა და სილამაზეში, რადგან სექსუალურობა სექსუალურ სურვილს აღძრავს მათში; სილამაზე კი მუდამ ქალის გვერდით ყოფნას. სექსუალორობა შორიდან იზიდავს, სილამაზე ჩახუტებას ითხოვს; სექსუალურობა ზედაპირულობაა, სილამაზე შინაგანი სამყარო; სექსუალურობა - ოხვრა, სილამაზე - სიტყვები; სექსუალურობა სტანდარტულია, სილამაზე - უნიკალური; სექსუალურობა - ღამის ვნება, სილამაზე - უძილო ღამეები ერთად; სექსუალურობა - სხეულია, სილამაზე - შინაგანი კულტურა; სექსუალურობა - შეტყობინებაა, სილამაზე - სასიყვარულო წერილი; სექსუალურობა - ფასადია, სილამაზე - სინამდვილე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.