ფორლაველები მულტფილმის გმირებად
ყველას გვიყურებია ბავშვობაში მულტფილმებისთვის... აღვფრთოვანებულვართ, ბევრი გვიცინია, ზოგჯერ გვიტირია კიდეც, ხო? და არაერთხელ წარმოგვიდგენია, რომ ჩვენ ვიყავით იმ მულტფილმის გმირები, მივამსგავსებდით ხოლმე საკუთარ თავს და მერე დავფრინავდით... დღეს კი მე ავიღე ეს საკუთრ თავზე და ათი ფორლაველი ათ მულტფილმის გმირთან გავაიგივე ისევ და ისევ ხასიათით. აბა... დავიწყოთ? 1)ემილი-მარიამ ზაქარაშვილი მარიამი ისეთი ადამიანია, ყველას მისი მითვისება რომ მოუნდება. ემილივით მშვიდი, უკომფლიქტო, მოსიყვარულე და გულჩვილი. უყვარს საჩუქრების კეთება. თავის ბედნიერებაზე წინ სხვისას აყენებს და არავის ექცევა ისე, როგორც არ უნდა, რომ მოექცნენ. 2)მერიდა-მარიამ გრიგალაშვილი მერიდასავით მეგობრული, თავისუფლების მოყვარული და დაუმორჩილებელი გოგონა. ყველანაირად ცდილობს საყვარელ ადამიანებს რაიმე არ აწყენინოს. ხშირად სპონტანური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. პირობას ყოველთვის ასრულებს, თუმცა ამისთვის ყველა საშუალება მისთვის გამართლებული როდია. 3)სალი-მარ რიამი სალისავით კეთილი, ერთგული და ემოციურია. არასოდეს მიგატოვებს გაჭირვებაში, თუმცა არ უყვარს თავისი აზრის საჯაროდ გამოცხადება. სულ შენ გვერდით იდგება, მაგრამ იმას ვერ გაპატიებს, თუ შენგანაც ვერ მიიღებს იმავეს. რაღაც სიტუაციებში შეუმჩნეველიც კია, მაგრამ ყოველთვის დგება დრო, როცა საბოლოოდ ყველას ყურადღებას ის იპყრობს. 4) ლუსია-თათული ლუსიასავით მშვენიერი, სრულყოფილი აღნაგობის მქონეა. აქვს კარგი გემოვნება და მისი დადებითი განწყობისთვის აუცილებელია, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ვერ ეგუება ერთფეროვნებას და ყველანაირად უვლის გვერდს მას. არ არის დამოკიდებული სხვებზე და ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. 5)ძინ-ძინი-კეკე ძინ-ძინივით გიჟდება მოგზაურობასა და რაღაც ახლის ძიებაზე. სულ რომ სასახლეში ცხოვრობდეს, ისიც კი მოწყინდება, თუ მის ცხოვრებაში სიახლეების ადგილი არ არის. უყვარს, როცა თავის გრძნობებს სხვას უზიარებს. პოზიტიურია და ამ პოზიტივის გარშემომყოფებისთვის გადაცემის ნიჭით არის დაჯილდოებული. 6)ჯეინი-თამარ პატურაშვილი ჯეინივით ხალისიანი, ლაღი და ენერგიული. ცოტა მშიშარაა, მაგრამ ეს შიში არ უშლის ხელს ფათერაკების ძიებაში. ჯიუტი, თუმცა ამ ქვეყნად ისეთი ფაქტორები მაინც არსებობს, მისი დაყოლიება რომ შეძლონ. ყოველთვის შეუძლია გაუგოს გარშემომყოფებს და ეს არის მისი უპირატესობა. 7) სიუზენი-სოფი სიუზენივით გაბედული, თამამი და განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე. უყვარს, როცა თავს სხვა სამყაროში წარმოიდგენს ხოლმე. სადაც ყველაფერი ისეა, როგორც მას სურს. არ ყრის ადვილად ფარ-ხმალს და ყველაზე დიდ იმედებს საკუთარ თავზე ამყარებს. შეუძლია იყოს როგორც საყვარელი, ისე აუტანელი. 8)ელენა-ლილიანა ელენასავით მზრუნველი, წინდახედული და მშობლიური. მისთვის მთავარი ოჯახია და სწორედ ეს სიტყვა უნათებს გზას გაჭირვების ჟამს. მისი ხასიათის გაუმჯობესება ადვილად შეუძლია მეუღლისა და შვილების დანახვას. მიმტევებელია იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც ძალიან უყვარს. ამ შემთხვევაში იმაზეც კი არ დაიხევს უკან, თუ რაღაც საშინელი საფრთხე ელის. 9)მარინა-მიმიმიმო (მარიამი) მარინასავით შეუვალი და მებრძოლი. თავის სურვილებს არ ემორჩილება, თუ ეს უკანასკნელნი მის პრინციპებს არ შეესაბამებიან. უყვარს, როცა იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და ამით ვიღაცას სიხარულს ანიჭებს, მაგრამ საპირისპირო შემთხვევაშიც იმავენაირად იქცევა. ადამიანების წყობიდან გამოყვანა კი მშვენივრად გამოსდის. 10)ფიონა-თეონა ფიონასავით ოპტიმისტი და იმედიანი. ის ფიქრობს, რომ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ნამდვილად უნდა მოეძებნებოდეს სადმე საათი. ზოგჯერ გრძნობს, რომ მასში ორი მე ცხოვრობს და არ იცის, რომელს დაემორჩილოს. არის გამგები და ყოველთვის ხვდება, რა იმალება ამა თუ იმ ადამიანის მოქმედების უკან. სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ადვილად პოულობს საერთოს გარშემომყოფებთან. მალე ჩემი სიახლის დასრულება მომიწევს და ვიმედოვნებ, სწორი შედარებები გავაკეთე და ოდნავ მაინც მოგეცით იმედი, რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იქნება... პ.ს. ჩემი პირობა შევასრულე და მალე კიდევ ერთიც იქნება. ვინც არც აქ ხართ და არც წინა სიახლეში არ იყავით, გული არ დაიწყვიტოთ. უბრალოდ საჭიროა ვიპოვო ისეთი გმირი, რომელიც რეალობაში თქვენი სახით დაიბადა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.