შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება შეცვალე


30-01-2020, 23:13
ნანახია 2 385

არც კი ვიცი როგორ დავიწყო ამ ისტორიის თქვენთვის თხრობა..
სანამ თხრობას დავიწყებ მინდა მოგესალმოთ, ჩემთვის ეს პირველი საიტია სადაც ჩემი ისტორიების დაწერა გადავწყვიტე.. მინდა წინსწარ მოგიხადოთ მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ პატარა გოგონას ცისარტყელასფერი სიყვარულის დრამატურ ისტორიას, ახლა კი შევუდგები თხრობას:

21 საუკუნე ტექნოლოგიების აფეთქებაა, დღეისათვის დედამიწაზე უამბრავი ტექნოლოგიაა გამოგონებული, უამბრავი ონლაინ საიტი და ა.შ
ჩემი გრძნობაც ონლაინ საიტში დაიწყო..ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონლაინ საიტში, უცნობმა ბიჭმა გამომიგზავნა მეგობრობის თხოვნა, რათქმაუნდა ის პირველი არ ყოფილა მაგრამ განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება(ეს ალბათ იმის ბრალიც იყო რომ ზღვაზე გადაღებული,თითქმის შიშველი ფოტო ედო პროფილზე)
მისი გვერდის თვალიერებაში ვერც კი შევამჩნიე ჩემი ტყუპისცალი როგორ მომეპარა,მისი შემჩნევა მხოლოდ მაშინ შევძელი როდესაც ტელეფონზე ხელებით ბალეტი შეასრულა და "მეგობრობის თხოვნა" "დასტურით" შეცვალა..
გაბრაზებულმა სწრაფად დავდევი ტელეფონი და ბალიშების ომი გამოვუცხადე ჩემს ტყუპს..შუა ფრონტის ხაზი ტელეფონზე შეტყობინების ხმამ გაარღვია, ორივემ დავყარეთ საომარი იარაღები და ტელეფონისკენ გავვაარდით..ჩემმა დამ სწრაფად სტაცა ჩემს ტელეფონს ხელი და ოთახიდან გავარდა..ვიფიქრე გავეკიდებითქო მაგრამ აზრი არ ჰქონდა ის სადღაც ხეზე აძვრებოდა და მე ტყუილად უნდა დავღლილიყავი, ასე რომ ოთახში ჯდომა და ლოდინი ვამჯობინე..
ნახევარი საათის შემდეგ როგორც იქნა დამიბრუნა ჩემი ტელეფონი, ოთახში გიჟივით შემოვარდა ტელეფონი სიფათში მომიგდო და ჩემს კარადას ესცა..არ გამკვირვებია მისი ასეთი ქცევა ხშირად ძვრება ხოლმე ჩემს ტანსაცმელებში.ჩვეულებრივი ტონით ვკითხე
-სად მიდიხარ?
მან კი პასუხიც არ მაღირსა, ტელეფონი გავხსენი და ჩემი და იმ უცნობის ესემესები დავინახე ნახევარი საათის წინ ჩემმა და ურთულესი თითების ბალეტით რომ დაიმატა..
-ეს ვინარის?!
ტელეფონი მისკენ გავიშვირე რომ ადვილად მიხვდარიყო ვისზე ვესაუბრებოდი..
- მაგ ვინ კი არა რაა, და ჩამორჩენილების გასაგონად ტელეფონს უძახიან..
ღადავით მიპასუხა და კარადაში ისევ განაგრძო ქექვა
- მაგ მეც ვიცი დაუნოო!!მიპასუხე ეს ვინარის, და საერთოდ ჩემს კამოდში რატომ ძვრები!!
დავუსერიოზულე,ზოგადად არ გამომდის ხოლმე დასერიოლუზება სულ მეცინება მაგრამ ჩემი მეგობრის სიკვდილის შემდეგ, უფრო პოზიტიური საუბრები აღარ გამომდის! ჩემი და კი ცდილობის პოზიტიურად დამიდგეს გვერდით და როგორმე გამამხიარულოს.
- კარგი გეტყვი..
საწოლზე დაღლილივით ჩამოჯდა
- ეს შენი ბილეთია..
-რა ბილეთი გოგო, აქ ესემესები და ბიჭია..
-არა, ეს შენი ბილეთია ჩვეულ ცხოვრებასთვის დაუბრუნებაში.
-არმინდა ჩვეული ცხოვრება,
რატომ არ გესმის, მისი წასვლის შემდეგ აღარ იქნება ჩვეული ცხოვრება, რატომ არ გესმის.
ტირილ ნარევი ხმით საწოლზე წამოვწექი.
ძალიან ეგოისტურად კი გამომივიდა,ის ბიჭი მისი მეგობარიც იყო, მე თითქოს ჩემს დას ვადანაშაულებდი იმაში რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა..როდესაც ამას მივხვდი ჩემმი და ოთახიდან უკვე გასული დამხვდა..სწრაფად გავვარდი გარეთ რომ მისთვის ბოდიში მომეხადა მაგრამ ის ბებოსთან ერთად სამზარეულოში იყო, ამის გამო გადავდე ბოდიშის მოხდა, და ჩემს ოთახში დავბრუნდი.
საწოლზე ჩემი ტელეფონი იდო, წამოვწექი და იმ ესემესების წაკითხვა დავიწყე..
ის ბიჭი ძალიან თბილად მწერდა, ესემესებიდან მისი საცხოვრებელი ადგილი, წლოვანება და ზოგადი ინფორმაცია გავიგე, ბევრი არაფერიც ეწერა.(ის ჩემს ქალაქში ცხოვრობდა, გამიკვირდა რატომ არ მყავდა აქამდე ნანახი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ შიშველი ბიჭები ქალაქში იშვიათობაა)
-ანუ ეს საქციელი ამ ბიჭს არ უკავშირდება..
ჩავიბუტბუტე და ჩემი დის დარიალებული ოთახის დალაგებას შევუდექი..მაგრამ მალევე შემივარდა ოთახში და ისევე ისეთი ქარიზმით სტაცა ჩემს კარადას ხელი..
-რასშვები ახლა დავალადე..
კარადისკენ გავიწიე
-წესიერ ტანსაცმელს ვეძებ,
-რადგინდა?!
-მე არა, შენ გინდა!!
- მე? არა! მე დღეს არსად არ მივდივარ?!
-მაგ აქამდე იყო, დღეს მე და შენ კინოთეატრში მივდივართ..
-რა კინოთეატრში?
- დღეს მშვენიერ ფილმს აშუქებენ, უარს არ მივიღებ..
იმდენად დარწმუნებულმა მითხრა რომ ვერაფერი ვეღარ ვუთხარი..
-ბოდიში..ამოვილუღლუღე ჩუმად, მაგრამ ჩემმა დამ თითქოს ვერ გაიგო..
- ბაბი( ჩემი ტყუპისცლის სახელია)ბოდიშს გიხდი წეხანდელის გამო
ოდნავ ავუწიე ხმას..
-ელე მე შენ ყრუ გგონივარ?! პირველ ჯერზეც გავიგონე,მაგრამ საბოდიშო არაფერია..ახლა კი გაჩუნდი და ესენი მოისინჯე..( მე ელეონერა მქვია, და მხოლოდ ჩემი ტყუპისცალი მეძახის შემოკლებით ელეს)
ხელში ტანსაცმლის გროვა მომაჩეჩა, გაოგნებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე და ინსტრუქციას მივყევი..
მოვისინჯე ერთი, მეორე, მესამე მაგრამ არაფერი არ მომწონდა..
ბოლოს კი ვნახე, წითელი, სისხლისფერი კაბა და წითელი ფეხსაცმელები ჩავიცვი, (იმდენად გავერთე წითლების ჩაცმაში რომ შიდა საცვლებიც წითელი ჩავიცვი????)
ერთი იმედით არ მეზარებოდა ჩაცმა, რომ ბებო არ გაგვიშვებდა კინოთეატრში.მაგრამ ეს ცხოვრება ძალიან დაუნდობელი აღმოჩნდა, ბებომ წასვლის ნება პირველსავე თხოვნაზე დაგვრთო..
მალევე მივედით კინო თეატრში..ყველაფერი კარგად მიდიოდა, მალევე დაიწყო ფილმის ჩვენებაც. მხოლოდ ერთი რამ იწვევდა ჩემში უკმაყოფილების გრძნობას..
ჩვენი ადგილები დარბაზში უკან, ოდნავ ამაღლებულ ადგილას იყო, და ხალხის თავები ხელს მიშლიდნენ ფილმის ყურებაში ..
ცოტაც და ნერვოზი დამემართებოდა, ნახევრად ფეხზე მდგარი ვუყურებდი ფილმს, დიდხანს აღარ გავაგრძელე და სკამზე წესიერად დავჯექი..ჩემ დას პოპკორნი ეჭირა ხელში, გამოვართვი.
ცოტახანში კი პოპკორნის სროლას შევუდექი, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ბავშვური ქცევა იყო, ბავშვობაში როდესაც კინოთეატრში დავყავდი მშობლებს ყოველთვის ვისვრიდი პოპკორნს უმისამართოდ და ნერვებს ვუშლიდი ხალხს, ამის გამო ხშირად ჩავარდნილან უხერხულ სიტვაციაში ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი ამ ბავშვურ საქციელს..ახლაც გავიხსენე ბავშვობა და მთელი მუჭი პოპკორნი ჩემს წინ მჯდომ ხალხს შევაყარე, შემდეგ კი რეფლექსურად გამომუშავებული ქცევით სავარძლის ქვეშ შევძვერი, ცოტახანს მძვინვარებმა მასა მაგრამ მალევე დაწყნარდნენ..
უსაფრთხო დროის გასვლის შემდეგ ამოვყავი თავი და ჩემს ადგილზე დაჯდომა ვცადე, მაგრამ სკამის ჩამოწევა დამავიწყდა და ამჯერად უკვე ჩემი ნების წინააღმდეგ ძირს მოვადინე "ბლაყვანი".
ჩემს წინ მჯდომი ტიპი მოტრიალდა და დამცინავი ხმით მკითხა:
-დაგეხმარო?!
-არა გმადლობთ თვითონ მოვაგვარეთ.
წყნარი, ჩვეული ტონით ვუთხარი და წამოდგომას შევეცადე მაგრამ ჩემი დის გაოცებულ სახეს რომ შევხედე სიცილი ამიტყდა..მალევე წამომაყენა ბაბიმ ფეხზე, კაბა დავიფერთხე და კვლავ ვცადე დაჯდომა მაგრამ ამჯერად სკამის ჩამოწევა არ დამვიწყნია,მაგრამ ბედის ირონია ისაა რომ ამის მიუხედავად მაინც იატაკზე ამოვყავი თავი, სკამი რომელზეც მთელი სიძლიერით დავჯექი ჩატყდა და ძირს მომიწია კვლავ "დაბლეყვებამ".
წინიდან ამჯერად აღარავის უკითხავს მინდოდა თუ არა დახმარება, ჩემსკენ მოტრიალდა ხმაურის ხმაზე და როდესაც მეორედ ძირს დაცემული დამინახა ისტერიკული სიცილი მორთო..
მთელი კინო თეატრი მას უყურებდა შესაბამისად მეც მომაქციეს ყურადღება რადგან მისი ხმამაღალი სიცილით შეწუხებულმა, ძირსნაყარი პოპკორნი ჩავუტენე პირში..ჩემდა საუბედუროდ ფილმი სწორედ მაშინ დასრულდა( კინოთეატრი განათდა) და უამბრავი წყვილი თვალი შეესწრო ამ გასაოცარ ფაქტს..
გარშემო მიმოვიხედე, ყველა გაოგნებული გვიყურებდა..ჩემს წინ მჯდარმა მოზვერმა სწრაფად გადმოაფურთხა პოპკორნი და მიღრიალა, ბაბიმ ხელი მომკიდა იმის ნიშნად წავედითო მაგრამ ჩემს პრინციპებს ასე არ გავუსვავდი ხაზს, მის ღრიალს ასე არ შევარჩენდი..
ავდექი და მეც ვუღრიალე, ბაბი უფრო მკვეთრად მიჭერს ხელზე ხელს, შემდეგ კი ყურში ჩამჩურჩულა:
-ეს ისარის დილით რომ მოგწერა გოგო, გთხოვ შარში ნუ გაგვრევ..
მაგრამ როგორც ყოველთვის მის სიტყვებს ყურიც არ ვათხოვე, და იქვე მჯდარ ბავშვს რომელიც კოკაკოლას მიირთმევდა პირიდან გამოვაცალე კოკაკოლის ბოთლი, და იმ კუნძს შევასხი..
-ახლა კი გავიქეცით!!
ვიყვირე და სწრაფად გამოვარდი ბაბისთან ხელჩაკიდებული კინოთეატრის დარბაზიდან..
უკან კი ორი მოზვინული ბიჭი გამოგვეკიდა...უეცრად ვეღარ მოვიფიქრე კარებისკენ გაქცევა და გოგოების საპირფარეშოს შევაფარეთ თავი..ის კუნძები გარეთ დარჩნენ კიდევ კარგი იმდენი სინდისი იქონიეს რომ გოგოებს საპირფარეშიში არ შეგვყვნენ..
მე და ბაბიმ ერთმანეთს გაფითრებულებმა შევხედეთ და სიცილი აგვიტყდა..კარგა ხანს ვიცინეთ ასე სანამ იმ კუნძის ხმა არ გავიგონე..
-სანამდე დარჩები გალიაში ჩიტუნიავ?!
ახლა კი მივხვდი რა შარშიც ვიყავი..



№1 სტუმარი ანი მაჭარაშვილი

სასწაული გოგოხარშენ!????

 


ანი მაჭარაშვილი
სასწაული გოგოხარშენ!????

მადლობა საყვარელო????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent